კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის ესხმის თავს ადამიანს ბოროტი ძალა განსაკუთრებულად?
პასუხი: ბოროტი ძალა ადამიანს განსაკუთრებით ესხმის თავს წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობისა და გულწრფელი ლოცვის შემდეგ. განსაკუთრებით ყურადღებით კი უნდა ვიყოთ კეთილი, მადლიანი საქმის აღსრულებისას, რადგან ამ დროს ეშმაკი ადამიანების მიმართ ბოროტებით ივსება.
კითხვა: რატომ ავედრებენ მიცვალებულებს განსაკუთრებულად ჯვარცმას?
პასუხი: ჯვარცმის წინაშე შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დაანთოთ სანთელი. რატომღაც ხალხში არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ჯვარცმა მხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნას ეკუთვნის, ეს არასწორია. ჯვარცმით დახსნილი იქნა არა მხოლოდ მიცვალებულთა სულები ჯოჯოხეთიდან, არამედ მის წინაშე ცოცხლებიც სასოებენ უფლისგან ხსნას.
კითხვა: რამდენად მოქმედებენ ცოდვის გამომწვევი საგნები და ნივთები ოჯახის წევრების სულებზე?
პასუხი: ასეთი ნივთები მხოლოდ მოქმედებენ კი არა, ამახინჯებენ კიდევაც ადამიანის სულს. განსაკუთრებით ეს ეხებათ მოზარდებსა და ბავშვებს, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან ყველაფრის მიმართ. ამიტომ უფრთხილდით სახლში ღვთისმგმობი ლიტერატურის არსებობას, ბანქოს, სიგარეტის კოლოფებს, სექსუალური ხასიათის ჟურნალებსა და სხვა.
კითხვა: რა ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვმა იმარხულოს?
პასუხი: ბავშვების მარხვასთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს. ბავშვებმა მაშინ უნდა დაიწყონ მარხვა, როდესაც მათში გაიღვიძებს რელიგიური თვითშეფასება. და რაც მთავარია, ეს მარხვა უნდა იყოს მათთვის შესაფერისი და მისაღები. აუცილებელია მშობლისა და მოძღვრის მეთვალყურეობა ბავშვების მარხვის დროს. ასევე, მიუღებელია დაძალება მშობლის მხრიდან, რათა ბავშვებმა და მოზარდებმა იმარხულონ.
კითხვა: ჩემი შვილი ისეთ ადამიანს დაუახლოვდა, ვინც ცოდვილია, ვგრძნობ, რომ ჩემი შვილიც გზას ასცდება. მიუხედავად ჩემი შეგონებებისა, არ მისმენს. სასოწარკვეთილი ვარ. როგორ მოვიქცე?
ასუხი: დავიწყოთ იმით, რომ სასოწარკვეთა ყველაზე დიდი ცოდვა და ღვთის გმობაა. ეს მდგომარეობა, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, ერთგვარი განსაცდელია, რაც ღირსეულად უნდა გადაიტანოთ თქვენც და თქვენმა შვილმაც. მოერიდეთ მასთან ჩხუბს, აუხსენით მშვიდად და ილოცეთ. ილოცეთ ბევრი! დედის ლოცვას უზარმაზარი ძალა აქვს და უფალი თქვენს თხოვნას შეისმენს.скачать dle 11.3