კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 საშიში ვნებების შესახებ

მრისხანების ვნებას სიამოვნებისმოყვარეობის დაკმაყოფილება და ვერდაკმაყოფილებაც აღძრავს. ეს კარგად ჩანს მოზარდობის ასაკში, როცა მოზარდებს სურთ, რაიმე სიამოვნების მიღება და ოჯახურ გარემოში წინააღმდეგობას ხვდებიან, მაშინვე ბრაზდებიან, არ შეუძლიათ ცივი გონებითა და მშვიდად გაუმკლავდნენ სიტუაციას. იგივე გვემართება ჩვენც. სიამოვნების დაუკმაყოფილებლობისას წარმოიშობა მწუხარება და მრისხანება, თუ ვერ შევძლებთ სიამოვნების მიღწევას, მაშინ მდგომარეობიდან გამოვდივართ. ყველა და ყველაფერი დამნაშავეა. ჩვენში ჩაბუდებული სიამოვნების მხეცი ითხოვს დაკმაყოფილებას. ამიტომ ამბა დოროთე გვასწავლის: „მრისხანება წარმოიშობა სხვადასხვა მიზეზთაგან და, განსაკუთრებით, სიამოვნებისმოყვარეობისგან“.
განხორციელებულ ან განუხორციელებელ სიამოვნებას გონება უზრუნველყოფისკენ მიჰყავს. უზრუნველობა არის გულგრილობა, უზრუნველობა საუკუნო ცხოვრებაზე. უმოქმედობის მდგომარეობაში ადამიანს არ სურს ღვაწლი ღმერთის კანონის აღსასრულებლად, არ აქვს ლოცვის სურვილი. სიამოვნებისმოყვარეობით ადამიანი უმოქმედობაში აღმოჩნდება. „სიამოვნება და მწუხარება გონებას ერევა და მიეცემა უზრუნველყოფას“ (წმიდა თალასე). უზრუნველობას მოჰყვება ღმერთის განდევნა გონებიდან. „ეგოიზმი, სიამოვნებისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა სულიდან განდევნიან ღმერთის ხსოვნას“ (წმიდა თეოდორე ედესის ეპისკოპოსი). რადგან არ არსებობს ღვთის ხსოვნა, არ ბინადრობს ღმერთი ჩვენში. აღარ ვართ ტაძარი სულიწმიდისა. ამიტომ სიამოვნებისმოყვარეობა წყევლაა, – ასე ახასიათებს მას წმიდა დიადოხოს ფოტიკელი. წმიდანი გვასწავლის, რომ როცა სული სიამოვნებისმოყვარეობის წყევლასაა შეფარებული, ვერ შეიგრძნობს ღმერთის შიშს. ადამიანი დაწყევლილია ამ მდგომარეობაში და მკვდარია. მას არ შეუძლია, ღვთის შიშის შეგრძნება ჰქონდეს.
წმიდა მაქსიმე გვასწავლის, რომ „სიამოვნების მომაკვდინებელი არის ტკივილი“. საჭიროა გვტკიოდეს, რომ განვიკურნოთ სიამოვნებისგან. წმიდა მაქსიმე წერს, რომ თითქმის ყველა ცოდვა სიამოვნებით ხდება და მწუხარება და ტკივილი კი სიამოვნებისგან გათავისუფლებას მოჰყვება.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცხოვრების სირთულეებზეც. მათ უნდა გავუმკლავდეთ მოთმინებითა და დიდსულოვნებით, გვწამდეს, რომ გავთავისუფლდებით სიამოვნებისმოყვარეობის ვნებისგან. არ უნდა უარვყოთ ტკივილი. ვიცით, რომ ტკივილი არის აღორძინების წინაპირობა. ის განაგდებს წარსულში სიამოვნებას და შესაძლებელს ხდის, რეალურად დავინახოთ ჩვენი სულის სიკარგე. წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ გვქონდეს ამ ბრძოლაში დიდი მოთმინება. სული უნდა იყოს ტკივილის მომთმენი. „და მოთმინება არის სულის ტკივილის მოყვარულობა, სადაც ტკივილის მოყვარეობაა, ამოიძირკვება სიამოვნებისმოყვარეობა“ (წმიდა თალასე). ტკივილისმოყვარეობაში თავს იყრის მართლმადიდებლური რწმენის მთელი ასკეტიკა, ანუ თავშეკავება, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება, მორჩილება და სხვა. ილია პრესვიტერი გვასწავლის, რომ ვნება ითრგუნება მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით და მდუმარებით.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი წერს, რომ როცა მან უდაბნოში, მეუდაბნოეების კელიასთან მოისმინა მათი ჩხუბი, მაშინ ურჩია, მიეტოვებინათ უდაბნო, რათა ადამიანის სახე არ დაეკარგათ და ეშმაკებად არ ქცეულიყვნენ. აგრეთვე, ნახა სხვებიც, რომლებიც კინოვიალურად ცხოვრობდნენ, „იყვნენ ერთმანეთის მოყვარულნი“, გარეგნულად იყვნენ ზრდილობიანნი, მოძმის მოყვარულნი, მაგრამ, რადგან მათი გულები ვნებითა და ღვარძლით იყო სავსე და იყვნენ ზარმაცები, ხორცთა, სიმღერისა და განცხრომის მოყვარენი, მათ ურჩია, გაეგრძელებინათ ისიხასტური ცხოვრება, და დაყუდებულიყვნენ, ადამიანიდან პირუტყვად არ ქცეულიყვნენ. ანუ, პირველ შემთხვევაში, მეუდაბნოეებს შორის იყო განსაცდელი – გამხდარიყვნენ ეშმაკეულნი, ხოლო მეორე შემთხვევაში ლოგიკური (მეტყველი და მოაზროვნე) არსებებიდან – პირუტყვი ცხოველები. წმიდა იოანე აგრძელებს, რომ არსებობენ სხვები, ვინც ამბობენ, რომ უბედურებაში აღმოჩნდნენ, ზოგი მრისხანებაში, ზოგი სიამოვნებისმოყვარეობაში. მათ ურჩევს, დაემორჩილონ სულიერ მოძღვარს და მის რჩევებს. ეს კი გვიჩვენებს, რომ სიამოვნებისმოყვარეობა არის ძალიან საშიში ვნება, ის ვლინდება სხვადასხვა სახით და სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობა სჭირდება. ზოგჯერ მდუმარება ან მყუდროება (ისიხაზმი) ეხმარება, ზოგჯერ კინოვიალური ცხოვრება. ეს უნდა განსაზღვროს გარჩევის უნარის მქონე მოძღვარმა, ის არის მკურნალი, ვინც უსაფრთხოდ მკურნალობს ადამიანის სულს.
იეროთეოს ვლახოსიскачать dle 11.3