კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როდესაც ქალს მამაკაცი მოსწონს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

როდესაც ქალს მამაკაცი მოსწონს,  მასთან ყოველი შეხვედრისას ღელავს. ეს ნორმალურია. თუმცა გადაჭარბებული ემოციები და იმედგაცრუების შიში ბევრ შეცდომას დაგაშვებინებთ. კარგი იქნება, გაითვალისწინოთ ის ნიუანსები, რომლებსაც ფსიქოლოგები გვირჩევენ – ანუ, ნუ დაუშვებთ შეცდომებს:
* ხელოვნურობა – გაცნობის ეტაპზე ყველაზე მთავარი ბუნებრიობაა. ხელოვნურობას მამაკაცი აუცილებლად შეამჩნევს და იმედი გაუცრუვდება,  შესაძლოა, ურთიერთობა შედგეს, მაგრამ ყველა სპექტაკლი მეორე თუ მესამე აქტის შემდეგ აუცილებლად სრულდება. ასე რომ, იყავით ის, ვინც ხართ.
* ჰიპერაქტიურობა  – ქალები ხშირად დაუფიქრებლად ცდილობენ მოვლენების დაჩქარებასა და სიტუაციის სადავეების ხელში აღებას. გრძნობები ქალებში უფრო სწრაფად ღვივდება, მამაკაცებში კი ცოტათი აგვიანებს. ქალი, რომელიც ჩქარობს, ურთიერთობას თავიდანვე ძალიან სერიოზულად აღიქვამს, თავისი აქტიურობით მთელ სივრცეს იპყრობს და მამაკაცს სიტყვის სათქმელად მცირესაც არ უტოვებს.
* „კაცი ვალდებულია“ – სანამ ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, თქვენი პარტნიორი თქვენ წინაშე არაფერშია ვალდებული. მაგალითად, არ არის ვალდებული, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაგირეკოთ და ყოველ საღამოს პაემანზე დაგპატიჟოთ. ნუ ჩართავთ მოლოდინის რეჟიმს, რადგან ამით ურთიერთობის განვითარებას სერიოზულად შეაფერხებთ.
* „სხვა კაცით ვაეჭვიანებ“ – ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ. ასეთი ქცევა არასერიოზულად წარმოგაჩენთ. ეჭვიანობით მანიპულირებას მხოლოდ დაბალი თვითშეფასების ქალები მიმართავენ.
* ბევრი ლაპარაკი – ქალებს უყვართ საკუთარ თავზე და ემოციებზე ლაპარაკი, მაგრამ მამაკაცებს ქალთან პირველი შეხვედრისას მისი ემოციების ფოიერვერკი არანაირად არ აინტერესებთ! გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, მაგრამ სანამ ურთიერთობა შედგება,  გულწრფელობით მამაკაცს მხოლოდ შეაშინებთ.
* ემოციური გაუმაძღრობა – ქალი თავის ცხოვრებაში კაცის გამოჩენაზე განსაკუთრებულად რეაგირებს. გაუცნობიერებლად ცდილობს, „მიეწებოს“ დადებითი ემოციების წყაროს. ამ დროს ქალი სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს: იმაზე მეტს, ვიდრე მამაკაცს შეუძლია გამოავლინოს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. თუ სასურველს ვერ იღებს, ქალი იმედგაცრუებული და გულნატკენი რჩება.
ნუ დააჩქარებთ პარტნიორს!

სიყვარულის
შენარჩუნების
 საიდუმლო

გინდათ, ის გრძნობა, რომელიც  დღეს პარტნიორის მიმართ გაქვთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდეს? მაშინ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:
*  მიიღეთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის – თუ ძალით ან ცინიზმით ცდილობთ თქვენი პარტნიორის ჩვევების შეცვლას, ძალიან გაანაწყენებთ. პარტნიორი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.  მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უფლება მისცეთ, ფეხები შეგაწმინდოთ. იდეალური სწორედ ის ურთიერთობაა, როცა პარტნიორები უკეთესობისკენ იცვლებიან. ეს კი ნელი და ხანგრძლივი პროცესია. ნუ დაელოდებით სწრაფ შედეგს, პარალელურად კი, განაგრძეთ საკუთარ თავზე მუშაობა.
* სჯობს, იყოთ კეთილი, ვიდრე მართალი – ხანდახან საკუთარი სიმართლის დაჩემება საჭიროცაა და სასარგებლოც, თუმცა, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, ნუ იკამათებთ მასთან ნებისმიერ თემაზე, ასეთი პატარ-პატარა შეტევები საბოლოოდ დიდ უთანხმოებამდე მიგიყვანთ. არჩევანი თქვენზეა: იყოთ კეთილი, რათა იდეალური ურთიერთობა შექმნათ თუ მართალი, და ამის აღიარებისთვის პარტნიორს საათობით ეკამათოთ?
* ნუ გამოიყენებთ ორმაგ სტანდარტს – ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იდეალური პარტნიორის ძიებას და შემდეგ ვცდილობთ, მისგან სრულყოფილება შევქმნათ. მაგრამ გვავიწყდება, ჩვენ თვითონ რა დროს ვუთმობთ იმას, რომ ურთიერთობაში თავად ვიყოთ სრულყოფილი.
იმისთვის, რომ ოჯახური ურთიერთობები იდეალური იყოს, არასდროს გამოიტანოთ დასკვნა საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით. თუ რაღაც გაინტერესებთ, საყვარელ ადამიანს პირდაპირ ჰკითხეთ, ყოველგვარი შესავლებისა და ქვეტექსტების გარეშე. ეს ხომ ძალიან მარტივია.

რა მოსწონს მამაკაცს

სასურველია, ვიცოდეთ, რა მოსწონს მამაკაცს ქალში, რას აქცევს ყურადღებას, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი  წვრილმანები არ გამოგვეპაროს.
არ გეცოდინებათ ერთი საინტერესო ფაქტი:  მეცნიერულად დამტკიცდა, რომ მაღალი ტონის ხმის მქონე ქალი, მამაკაცში ახალგაზრდობის ასოციაციას ქმნის. თითქოს სიცოცხლის ხალისს უღვიძებს და მის სიახლოვეს ყოფნის სურვილს უჩენს.  
ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილი, ოპტიმისტური განწყობა და სიხარულის გამოხატვის უნარი, რაც ძალიან გადამდებია და მამაკაცს გულგრილს არ ტოვებს.
მაკიაჟი ქალს სჭირდება, ამას მამაკაცი ყურადღებას აქცევს, მაგრამ ზომიერებამ არ უნდა გიღალატოთ – გამოკვლევის თანახმად, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ქალებს, რომლებიც 40 პროცენტით ნაკლებ მაკიაჟს ატარებენ.
ფიქრობთ, რომ მამაკაცების უმრავლესობა დალტონიკია და ფერებს ვერ არჩევს? ძალიან ცდებით – მეცნიერების აზრით, მამაკაცებს წითელი ფერი იზიდავს, მაგალითად, წითლად შემოსილ ქალს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.
ქალი და  თმა – მბზინვარე თმა უბრალოდ ესთეტიკა არ არის. ეს, ასევე, ჯამრთელობის დამამტკიცებელი ნიშანია. მამაკაცების უმრავლესობას ძალიან მოსწონს ქალის მოვლილი, გრძელი თმა.
მკერდზე საუბარიც არ ღირს – ყველა მამაკაცს ჭკუიდან შლის.скачать dle 11.3