კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რით „აპრავებს“ ზოგიერთი ქმარი ღალატს და რატომ არ ითხოვს ამის გამო პატიებას

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


ღალატი მარადიული თემაა და ასეთადაც დარჩება, სანამ ორ ადამიანს შორის იარსებებს ურთიერთობა, რომელსაც სიყვარული, ერთმანეთთან სიახლოვის სურვილი ჰქვია. პროგრესი შეეხო ყველაფერს, მხოლოდ ღალატის მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება. მცდარია მოსაზრება, რომ მხოლოდ ქალები იტანჯებიან ღალატით. კაცებსაც საკმაოდ ხშირად ღალატობენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ეს კი ქმნის ილუზიას, თითქოს საყვარელი ადამიანის, პარტნიორის ორგულობით მხოლოდ ქალები იჩაგრებიან. სადავო თემაა, როგორ უნდა მოვიქცეთ იმის შემდეგ, რაც გვიღალატებენ – ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. რა თქმა უნდა, პატიებაც შესაძლებელია, თუკი საყვარელი ადამიანის საერთოდ დაკარგვას ამ ვარიანტს ამჯობინებ. ზოგჯერ ღალატი ისე „იფუთება“, რომ პატიებაც უფრო მარტივი ხდება.

მაკა (37 წლის): რომელ ქალს არ ეშინია, რომ ქმარი უღალატებს. არ მინდოდა ამაზე „ჩაციკვლა“, მაგრამ გარშემო ისეთი ამბები მესმოდა, ძალაუნებურად ვიზაფრებოდი. არა, ქმარი მიყვარდა და ვუყვარდი. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაკარგვაც არ უნდა, მაგრამ ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე.
– სადაც სიყვარულია, იქ ღალატის რატომ უნდა გეშინოდეს?
– მაგასაც ვფიქრობდი, თავს ვიმშვიდებდი. საკუთარ შინაგან ხმას წინააღმდეგობას ვუწევდი – მე ეს არ მემუქრება-მეთქი. შეიძლება, ამან გამოიღო სრულიად უარყოფითი რეზულტატი. თავდაჯერებული და ძალიან დარწმუნებული არ უნდა იყო. ის მაინც მოხდება, რისიც გეშინია და რაზეც მუდმივად ფიქრობ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ სულ ღალატზე ფიქრობ, გიღალატებენ.
– მარტო ეს არ იქნება ღალატის მიზეზი.
– რა თქმა უნდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბევრია. მე არ ვარ ფსიქოლოგი. ვყვები იმას, რაც მე გადამხდა. გაოცებული ვარ არა ღალატით, ვისთვის არ უღალატიათ. ჩემზე გაცილებით მაგარი ქალები გაუცვლიათ ქმრებს ჯოჯოებში. სრულიად აღმაშფოთა და დამაბნია „გაპრავების“ ფორმამ.
– ვინ ცდილობდა „გაპრავებას“, თქვენი მეუღლე?
– „გაპრავების“ მცდელობასაც ვერ დავარქმევ ამას. უფრო გასაგებად მოვყვები. ზოგადად, მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ქმარს ჩემთვის ეღალატა და იმაზეც მიფიქრია, რას ვიზამდი ამის შემდეგ. ადამიანებისთვის შანსის მიცემის მომხრე ვარ. არ შეიძლება, ხელაღებით თქვა უარი ვინმეზე, ვინც გიყვარს და ერთხელ რაღაც შეეშალა.
– ღალატი შეცდომაა?
– გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ ის შეცდომაა, ზოგჯერ – მიზანმიმართული ქმედება. ჩემი ქმრის ღალატის შესახებ სხვისგან არ გამიგია. მან ეს თავად მითხრა. რაღაც პერიოდი წვალობდა – ვატყობდი, აჭრილი რომ იყო. ადგილს ვერ პოულობდა. ნერვიული, აღგზნებული და ფეთქებადი გახდა. თვალებში ვერ მიყურებდა. რა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა.
– თქვენ დაუწყეთ ამ თემაზე ლაპარაკი?
– შეიძლება, ასე ვთქვათ – მას უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. პროვოცირება კი მე მოვახდინე. მითხრა, რომ იყო სიტუაცია და მიღალატა. ამის გამო თავს კარგად არ გრძნობდა, მაგრამ ბოდიშიც არ მოუხდია. უბრალოდ, მითხრა, შეცდომა დავუშვიო.
– ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავს. შეცდომა დავუშვი, მაგრამ პატიებას არ ვითხოვო? ან „სიტუაცია იყო“ როგორ გაიგეთ.
– მაგან მეც დამაბნია. ანუ მითხრა, ღალატის განზრახვა არ მქონიაო. მოხდა რაღაც, შეიქმნა სიტუაცია და შემთხვევით გიღალატეო. ანუ, ეს სიტუაციური ღალატი იყო, რომლის გამოც ვნანობ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ დიდი დანაშაული ჩავიდინეო.
– თუ სწორად მივხვდი, არც უცდია თქვენთვის პატიება ეთხოვა, არც თავს იმართლებდა?
– არა. თავის მართლებაა ის, რომ ცდილობდა თავისი საქციელისთვის ახსნა მოუძებნა? პრინციპში, ახსნა კიდეც – სიტუაციური ღალატი იყოო.
– სიტუაციური ღალატი რას ნიშნავსო, აგიხსნათ?
– დიახ. მე ძალიან გამაკვირვა ასეთმა „გაპრავებამ“. თუმცა, მერე, როცა ვილაპარაკეთ და დავფიქრდი, მივხვდი – მისი სიტყვები აზრს მოკლებული არ იყო. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ქმრის საქციელი „გავაპრავო“ ან უწყინარი და კარგი გამოვიყვანო. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მაგრამ ვცდილობ, თავი მის ადგილას დავიყენო და გავაანალიზო სიტუაცია. მართლა შეიძლება, მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ამისკენ მიბიძგებს.
– ანუ, ქალიც შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციური ღალატის „მსხვერპლი“?
– ალბათ, შეიძლება. მე ვერაფერს დავამტკიცებ, იმიტომ რომ ჩემს თავზე ეს არ გადამხდენია. თუმცა, წინასწარ ვერ იტყვი, როდის რა შეიძლება დაგემართოს. ვერაფერს გამორიცხავ, ჩვენი ცხოვრება ხომ მოულოდნელობით არის სავსე.
– უპირობოდ აპატიეთ ქმარს ღალატი – ამის თქმა გინდათ, ასეა?
– იცით, რაშია საქმე? ალბათ, პატიება ასეთიც უნდა იყოს – უპირობო. თორემ, თუ ადამიანს ულტიმატუმები წაუყენე, სული ამოართვი და ყოველ წუთს აყვედრე, გაპატიე, გაპატიეო, ურთიერთობა მხოლოდ გაუარესდება. მაშინ აზრიც არა აქვს და ჯობია, დაიშალოთ. ჩემს ქმარს ჩემთვის არ მოუთხოვია უპირობოდ მაპატიეო. მაგრამ, რადგან გულწრფელად აღიარა მომხდარი, ჩავთვალე, რომ ამას მართლა ნანობდა. სიტუაციური ღალატი, სავარაუდოდ, მართლა არსებობს. წინასწარ დაუგეგმავი. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ეს რატომ უნდა გამოვრიცხოთ? ჩემი ქმარი იმ ქალს საერთოდ არ ხვდება და არც მანამდე იცნობდა.
– ასე გითხრათ და დაუჯერეთ?
– მიამიტი გგონივართ? შეიძლება. მაგრამ მინდა, მჯეროდეს ჩემი ქმრის. მე ის მიყვარს და ვგრძნობ, მისთვისაც ძვირფასი ვარ. ხაზი რატომ უნდა გადავუსვა ათწლიან ურთიერთობას. მე მას ვაპატიე და შანსი მივეცი. ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება თქვათ, თავი რომ გაემართლებინა, სიტუაციური ღალატი მოიგონაო. მაგრამ ასეც რომ იყოს, მტკიცდება ის, რომ ჩემთან ურთიერთობას უფრთხილდება. ვაფასებ ამას და ვაპატიე.
скачать dle 11.3