კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№39 რატომ დაჭრეს ავთანდილ ხურციძე კრიმინალებმა, რომლებიც ადამიანებს თვალებს სთხრიან და ატყავებენ და როგორ გადაარჩინა მან „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია სიკვდილს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ცოტა ხნის წინ ბრუკლინის ციხეში ავთანდილ ხურციძე დაჭრეს. ეგრეთ წოდებულ, „კანონიერ ქურდს“, რაჟდენ შულაიას, დაპირისპირება ლათინოამერიკულ დაჯგუფებასთან მოუვიდა, რის შემდეგაც ჩხუბში ავთანდილ ხურციძე ჩაერთო და მეგობარი გადაარჩინა. ხურციძეს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მას ამ ჩხუბის შემდეგ სასამართლომ კიდევ ხუთი წელი დაუმატა და ჯამში ათი წელი მიუსაჯეს. ავთანდილი ახლაც კარცერში იმყოფება. ჩვენ მას დავუკავშირდით და გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც თავად გვიყვება მომხადრი ჩხუბის დეტალებს.
ავთანდილ ხურციძე: თავს კარგად ვგრძნობ, იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე ოდესმე მიგრძნია, რადგან ქართველი, ქრისტიანი კაცი, პროფესიონალ მკვლელებს დანით საჯიჯგნად არ მივეცი. მათ რამდენიმე კაცი ჰყავთ მოკლული, გულებს აჭრიდნენ, თვალებს უღებდნენ, ატყავებდნენ, სკალპს ხდიდნენ ხალხს და ასეთ საზიზღრობებზე სხედან ციხეში. გვამების ფოტოები აქვთ გაკრული თავიანთ საწოლთან და თვალს რომ ახელენ, პირველად ამ ფოტოებს ხედავენ. ამაყობენ ამით და ვისაც მეტი ჰყავს მოკლული, იმას მეტი ავტორიტეტი აქვს. მე ამას წინ გადავუდექი და ხელი შევუშალე.
– იმ ჩხუბში როგორ აღმოჩნდი?
– კალათბურთის დარბაზში ვიყავი და მთელი ორი საათი ვვარჯიშობდი. კარგი გაწურული ვიყავი. საერთოდ, მიყვარს თავის ბოლომდე დახარჯვა. მოვიდა ერთი რუსი ბიჭი, რომელიც ყოფილი მოჭიდავეა (ხინკალივით კი აქვს ყურები), მითხრა, შენი მეგობარი განსაცდელშია, კამერაში ჩხუბობსო. უცებ გავიქეცი, ერთი ორმეტრიანი შავი კაცი იდგა კართან და შიგნით არავის უშვებდა. მე რომ მივედი, მითხრა, ბოქსერ, არ შეხვიდეო. მე ხელი ვკარი და კუთხეში მივაგდე, ეს იყო შეცდომა, უნდა დამერტყა, ამეხროტინებინა და აღარ დავიჩეხებოდი. როდესაც კარი გავაღე და შევედი, ვხედავ ჩხუბი არ არის – ეს ჩხუბს არ ჰგავდა. იყო დანების ტრიალი. გონს რომ მოვედი, ეს ვინც დავინდე, უკნიდან დამეტაკა და ხელები შემიკრა. წინიდან ბოლომდე აღმართული ხელით დანა წვერით პირდაპირ თავში გამოუშვა. ეჭვიც არ შემპარვია, რომ მკლავენ. მოკვლას თავი დაანებე, დედა ვერ მიცნობდა, ისე ამჩეხავდნენ. არც მე დავიბენი, ქვემოთ ჩავჯექი მუხლებში და შემოჭერილ ხელებს ორივე იდაყვით მივაწექი, ქართული საჭიდაო ილეთი ჩავუტარე და ერთი სიტყვით, უკნიდან მომხტარი მაიმუნი ძირს დაეხეთქა, რამაც ხელები გამიხსნა, მე შენ გეტყვი, „გადატენა“ მინდოდა, ან „აბოიმის“ გამოცვლა, ავტეხე სერიების ტრიალი, ერთზე ნეკნები გამიტეხია, ვითომ, მათი აზრით, პოლიციას ემალებოდნენ და ოთახში იმიტომ იყვნენ ჩაკეტილები. ისეთ დღეში ჩავარდნენ, თვთონვე გამოცვივდნენ კამერიდან, მაგრამ მეც ძალიან დავიჩეხე, რადგან კამერა პატარა იყო და ვერ ვმოძრაობდი, დანის აცილება არც მიცდია, მოპირდაპირედ ვიდექი, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვიბრძოდი და ამ შემართებით ვიდექი.
– მძიმედ იყავი დაჭრილი?
– ოთხჯერ მომხვდა დანა თავში. მათ ჩემს სიძლიერეში ეჭვი არ ეპარებოდათ და იცოდნენ ტანზე დარტყმით ვერ შემაჩერებდნენ, მაგრამ ორგანიზმში ყველაზე ძლიერი თავი მაქვს, ალბათ, იმიტომ რომ ცარიელი მაქვს. მერე გარეთ გამოვყევი, იქ უკვე არჩევნის საშუალებაც მომეცა. ჩემმა მეგობარმაც სკამი აიღო და ზურგს მიფარავდა, ერთი გარბოდა, კიკინებით დავიჭირე და ცალი ხელით „ვეფერებოდი“. ყველას ასე ვისტუმრებდი, საშველად მოსულებსაც. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ პოლიციის მორიგე არ მოვიდა და წიწაკის ცრემლსადენი გაზი გაუშვა, მაგრამ მე ისე ვიყავი ჩაბმული, არ მიგრძნია. თვალი სისხლით მქონდა სავსე და ვერც ვხვდებოდი. სისხლი ძალიან დიდი ნაკადით მომდიოდა. არც მეგონა, ადამიანს ასე ცხელი სისხლი თუ ჰქონდა. რომ მესხმებოდა გულზე, კარგი ცხელი შხაპივით იყო. მერე საავადმყოფოში წამიყვანეს, მსხვილი ნემსით და ძაფით გამკერეს. მომიყვანეს უკან და ჩემს მეგობართან ერთად „ადინოჩკაში“ მომათავსეს.
–  ახალი დაჭრილი  კარცერში როგორ პირობებში იყავი?
– „ადინოჩკაში“ შავი დღე გამატარებინეს. ბოლო სართულზეა და ძალიან ცხელა, თან, კონდიციონერი გამოგვირთეს, საუნაში ვისხედით. როდესაც ქვემოთ ჩამომიყვანეს, ყველაფერი სველი მქონდა „ნასკებამდე“. პოლიცია რომ მეკითხებოდა, როგორ ხარო, ვაგიჟებდი – კარგად ვარ-მეთქი. რა აზრი ჰქონდა, მაინც არაფერი შეიცვლებოდა.
– რაჟდენ შულაიას და შენ ახლო მეგობრობა გაკავშირებთ?
– შულაია მოკრივე იყო. კლიჩკოებთან იყო ახლოს. მეც სპორტიდან ვიცნობ და ვმეგობრობდით. როდესაც პირველი ჭრილობა მომაყენეს, მომენტალურად გადავწყვიტე, თუ ვინმე მოკვდებოდა, პირველი მე ვიქნებოდი, რადგან ძალიან გამიჭირდებოდა რაჟდენ შულაიას დედისა და მისი პატარა გოგოსთვის იმის თქმა, რაც შეიძლება მოსვლოდა. ამას სიკვდილი მერჩია. დარწმუნებული ვარ, დედაჩემი ამას გამიგებდა.
– ამ ჩხუბის შემდეგ სასამართლო გქონდა, ეთანხმები თუ არა შენს სასჯელს?
– შვიდ სექტემბერს წამიყვანეს სასამართლოზე და ხუთი წელი ამ ჩხუბისთვის დამიმატეს, რაზეც ძალიან დიდი ეჭვი დამებადა. საერთოდ, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია ასეთი რამ აკონტროლოს და თუ რაიმე მსგავსი მოხდა, მილიონებს უხდიან, რადგან პატიმარს თავისუფალება ჩამოართვეს და არა სიცოცხლე. სასამართლოდან იმავე სართულზე მომიყვანეს, სადაც ვიყავი. პოლიციელს ვეკითხები: სად შევიდე-მეთქი, სადაც გინდა და მე მერე აგიყვან აღრიცხვაზეო. ეს ძალიან გამიკვირდა.  ოთახის ძებნა არ დამიწყია, თვითონ პატიმრებს მოვანახინე. მერე ყველაფერში გავერკვიე. ვინც დანებით იყვნენ, ოთხი დღეც არ ყოფილან განმარტოებულ საკანში, სხვა ციხეში გადაანაწილეს. ამათი თავკაცი, ვინც იქ დანით მებრძოდა, მეოთხე სართულზე მზარეულად მუშაობს, აქაც მზარეული იყო და გაგონილი მქონდა, რომ ის ყველაზე დიდი აგენტია. ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე რეიდი ჩაუტარეს, დანა უპოვეს, მაგრამ განმარტოებულ საკანში არ წაიყვანეს. ყველა გაოცდა, გამოდის, რომ დანაც არ ჩამოურთმევიათ. გავარკვიე, რომ ჩხუბიც ოთახის გამო მოხდა, ამიტომაც გამიშვა პოლიციამ ოთახის სანახავად. მათ ეგონათ, ისევ იმ ოთახში წავიდოდი და ჩხუბს ავტეხდი. საერთოდ, ვინმესთან რომ იჩხუბებ, იმ სართულზე აღარ გაბრუნებენ – ეს ამათი ციხის წესია. ჩემმა პირველმა ადვოკატმა მითხრა – შენი ბრალი არაფერია. ამაზე მაქსიმუმ ექვსი თვეა და იმასაც აქ არ უნდა იხდიდე, სამოქალაქო ციხეში უნდა გადაგიყვანონ, მაგრამ პროკურორებს უნდათ, რომ სამი წელი აიღო, თუ არ აიღებ, ათ წელს მოგცემენო. მე ვუთხარი, რაც არ გამიკეთებია, არ დავიბრალებ, მაგ ათს კიდევ ნული დაუმატეთ, რა პრობლემაა და თუ სიმართლე გინდათ, მაგაზე ვისაუბროთ-მეთქი. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, რადგან ვერანაირად ვერ მაძლევდნენ დიდ სასჯელს. გარეთაც ჩავერიე დანის გამო ჩხუბში და პროკურორებმა თქვეს, გარეთ რომ დაეხმარა, ამაზე ხუთი წელი ეკუთვნის, ციხეში ჩხუბისთვის – მაქსიმუმიო და 40 წელი სთხოვა მოსამართლეს, მაგრამ მოსამართლემ ათი წელი მომცა (შეღავათი გამიკეთა). ჩემი ადვოკატები არ ეთანხმებიან განაჩენს და მოითხოვენ, რომ თავიდან დავბრუნდეთ სასამართლოში – ჩემი ნათქვამი ნული დაგვრჩა და ისიც უნდა ავიღო. ადვოკატებმა ფსიქიატრიც კი გამომიგზავნეს, როგორ ამბობ სამ წელზე უარსო. სწორად მოვიქეცი, რომ სამი წელი არ ავიღე, სამაგიეროდ, მერე ათი წელი ავიღე, ათი უფრო მეტი არაა, ვიდრე სამი? მიხაროდა, უფასოდ მაჭმევენ და მასმევენ-მეთქი. მერე მოსამართლემ 15 ათასი რომ ჩამომაჭრა, უკვე აქ ცხოვრების ფული გადავიხადე, წამოვწვები აგერ პროკურორის ლეკვივით და ვიქნები. ჩემთვის ამხელა სასჯელის მოცემის მიზეზი ის გახლავთ, რომ ინფორმატორები ძალიან დიდი ფული, მილიონები უჯდებათ. ისინი მუშაობდნენ და ამ დაჯგუფების ხელფასებს მთავრობა აფინანსებდა. ხუთ წელზე მეტი არავისთვის მიუციათ. ჩვენ ამ ქეისის მმართველები გაგვხადეს, შესაბამისად, მე „დამმარხეს“, ათი წელი მომცეს. 21 სექტემბერს შულაიას „დამარხავენ“ და საქმეც დაიხურება.
скачать dle 11.3