კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რაზე თქვა მეუღლის გამო უარი ლალი ტოტიკაშვილმა და რას არ გააკეთებდა ის წლების წინ არავითარ შემთხვევაში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ლალი ტოტიკაშვილის სილამაზის საიდუმლო არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ ოჯახია, რომელიც მან წლების წინ შექმნა და დღეს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
ლალი ტოტიკაშვილი: ბოლო პერიოდში საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ სიმშვიდეში ყოფნა უფრო მეტად მომწონს. სიმშვიდეში მარტოობას არ ვგულისხმობ. ხმაურიანი ადგილები, კურორტები, 24 საათი მუსიკა აღარ მომწონს. სამაგიეროდ, ძალიან მომწონს ბუნებასთან კონტაქტი, აღარ მინდოდა თბილისში დაბრუნება. ახალი ნარგავები გვაქვს აგარაკზე, რომელთაც სულ სჭირდება მორწყვა და საღამოობით სიამოვნებით დავდიოდი და ვრწყავდი. ეს იყო ჩვეულებრივი რელაქსი, ძალიან მსიამოვნებდა.
– ხომ არ აპირებ საცხოვრებლად გადასვლას?
– რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხა, ვიტყოდი – არავითარ შემთხვევაში! მაგრამ ახლა უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ შეიძლება, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრო ქალაქგარეთ.
– როგორი ხარ დედის ამპლუაში, რამდენად მეგობრული?
– საბა უკვე ჩემსიმაღლეა და ალბათ, ერთ წელში გამასწრებს. უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ სასიამოვნო. ზომიერად მკაცრიც ვარ, მაგრამ მეგობრული, მირჩევნია, ყველაფერს მიყვებოდნენ. აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში ვარ ხოლმე. მე და ნიტა, როგორც თვითონ ხუმრობს, დაქალები ვართ. საბასგან განსხვავებით, ძალიან უყვარს ჩემთან ერთად სიარული. უკვე ჩემი სამოსიც მოირგო. არ უყვარს, როცა მის გარეშე მივდივარ სადმე და ამაზე საბა სულ ეუბნება: რა გინდა, წავიდეს, გაუშვიო. ღონისძიებაზე რომ ვარ, ხუთასჯერ მირეკავს, მაკონტროლებს: სად ხარ, რამდენ ხანში მოხვალ, დროს ვინიშნავო.
–  ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურები.
– ალბათ, პირველი მაინც გენეტიკაა. მაგრამ მერე დახმარება სჭირდება. უკვე დავიწყე სახეზე, სხეულზე ზრუნვა. ერთი წელია, ვარჯიში დავიწყე – ერთ-ერთი ბრენდის სახე ვარ. საოცარი გარემოა, სიხარულით მივდივარ სავარჯიშოდ. გენეტიკა და შინაგანი განწყობა მაინც მთავარია.
– შინაგანი განწყობის შექმნაში ყველაზე დიდ როლს ოჯახი ასრულებს.
– როცა დიდი პრობლემები გაქვს, დისკომფორტს განიცდი, რთულია, კარგი განწყობა შეინარჩუნო, თუმცა მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მოვახერხოთ. ოჯახში მთავარ როლს ქალი ასრულებს, რადგან მის ხასიათზე, ბუნებაზეა დამოკიდებული მთელი ოჯახი. ბუნებრივად ვარ ძალიან უკონფლიქტო, იშვიათად შეიძლება გამოვიდე წყობიდან და ისიც, მაქსიმუმ, რაღაც ვთქვა, მერე მთავრდება. ბავშვობიდან ვერ ვიტან კონფლიქტებს და შემდეგ დისკომფორტს განვიცდი ხოლმე. მირჩევნია, წყნარად, მშვიდად ვთქვა და გავაკეთო.
– მეუღლესთან ურთიერთობაში დიპლომატი ხარ?
– წლების მერე გამოცდილებაც გემატება. თუმცა, ეს მაინც ადამიანის ხასიათია. ჩხუბის მიზეზი არც მაქვს, ამაში ხელს მიწყობს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სიმშვიდე – ეს არის პირველი, რაც საჭიროა ოჯახში, შვილებთან, მეუღლესთან ურთიერთობისას. ჩემი მეუღლეც საერთოდ არ არის კონფლიქტური. ერთნაირად ვუყურებთ სამყაროს, ერთნაირად ვფიქრობთ.
– შეყვარებულობის პერიოდი გენატრება?
– არა. ხომ ამბობენ, 3 წლის მერე სიყვარული ნელდებაო, კი არ ნელდება, სიყვარული სხვდასხვა ფაზებში გადადის. შეყვარებულობის პერიოდს სხვა მუხტი აქვს. ისე, მაშინ უფრო ვკამათობდით, იყო პატარა კონფლიქტები. რომ ქორწინდებით, ბავშვები რომ ჩნდებიან, სიყვარული სხვა ფაზაში გადადის, რა თქმა უნდა, თუ ეს გრძნობა ორივე მხრიდან არის. თუ ოჯახი ორივესთვის ძვირფასია, სიყვარული მყარდება და ორი ადამიანი უფრო მეტად ხდება ახლობელი. სიყვარულს ძალიან საინტერესო ფაზები აქვს და ყველა ძალიან სასიამოვნოა.
– ახლა რა ფაზაში იმყოფებით?
– სიმშვიდის, სტაბილურობის ფაზაში ვართ.
– ყოველთვის პოპულარული იყავი, მოდელობდი – ამას შენი მეუღლის მხრიდან წინააღმდეგობა არასდროს მოჰყოლია?
– თავიდან იყო – პოდიუმთან დაკავშირებით. პირდაპირ არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ვიგრძენი და ვიცოდი მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არც გამიპროტესტებია და იმ პერიოდში პოდიუმზე გამოსვლასაც შევეშვი, თუმცა ამ სფეროში დავრჩი. სხვა რაიმე შეზღუდვა მისი მხრიდან არ მქონია.
– როდესაც გათხოვდი, პოპულარობის ზენიტში იყავი, ბევრი თაყვანისმცემელიც გყავდა. ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რით მოგხიბლა მაშინ მომავალმა მეუღლემ?
– ღირებულებებით. ერთნაირი შეხედულებები გვქონდა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი ბუნებით ერთგულია. აბსოლუტურად ერთნაირი შეხედულება გვქონდა ოჯახზე, ცოლ-ქმრობაზე, მომავალ ცხოვრებაზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გამართლდა.
–  გადაწყვეტილებებს, ალბათ, ერთად იღებთ.
– როცა საქმე ოჯახს ეხება, აუცილებად ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი საკითხის გადაჭრა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. ერთმანეთის აზრს, რჩევებს ვითვალისწინებთ. კაცის უფროსობა მაგიდაზე ხელის დარტყმას არ ნიშნავს, ისედაც ბევრი საკითხია, სადაც მამაკაცი უპირატესია.
– რა არის შენი ბედნიერების ფორმულა?
– ძალიან რთულია ამის თქმა. ჩემთვის ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახია, ჯანმრთელობა, კომფორტული, მშვიდი გარემო. ადამიანმა დადებითი მუხტი არ უნდა დაკარგოს, რადგან ეს მუხტი თუ ჩაქრება, მერე არც შვილისთვის იქნება საინტერესო და არც მეუღლისთვის. თუმცა, შენარჩუნებაში მეუღლემ უნდა შეგიწყოს ხელი. თუ გაქვს სიმშვიდის, სიყვარულის განცდა, უკვე კარგად ხარ და მე ამისთვის ბევრი არაფერი მინდა.
– სიურპრიზებს კიდევ უწყობთ ერთმანეთს?
– წინა წლებისა და შეყვარებულობისგან განსხვავებით, სიურპრიზი აღარ გამოდის ხოლმე, რადგან რაც მინდა, პირდაპირ ვეუბნები. ჩემს მეუღლეს ნაკლები სურვილები აქვს, ხომ იცით, ქალები უფრო მეტს მოვითხოვთ. სიყვარულს ორივეს მხრიდან სჭირდება მოვლა, რადგან ერთი მხრიდან თუ არ არის ინტერესი, ჯობია, ურთიერთობა დასრულდეს. ხშირად უთქვამთ – ბავშვების გულისთვისო, მაგრამ იქ, სადაც დედასა და მამას ერთმანეთი არ უყვართ, თან თუ ამას კონფლიქტიც ემატება, ბავშვები უფრო ცუდად გრძნობენ თავს. ამიტომ, ასეთ დროს ცალ-ცალკე და მშვიდად ცხოვრება ჯობია.
скачать dle 11.3