კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ინფარქტის თავიდან აცილება შესაძლებელია – რას წარმოადგენს უსისხლო შუნტირების მეთოდი და რას სთავაზობს კლინიკა „მარჯი“ გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს

დედამიწის მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტზე მეტს გულ-სისხლძარღვთა დაავადების ესა თუ ის ფორმა აღენიშნება. მათ შორის  უპირატესი ადგილი უკავია გულის ქრონიკულ უკმარისობას. საუბარია არა მარტო ხანდაზმულ, საპენსიო ასაკის მოსახლეობაზე, არამედ შედარებით ახალგაზრდა, ცხოვრების ყველაზე აქტიურ ფაზაში მყოფ (45 წლის ზევით) ადამიანებზე. სიკვდილიანობის ზრდა კი ამ პათოლოგიის მქონე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეინიშნება.
ბოლო დროს შეინიშნება გულის იშემიური დაავადების მქონე იმ ავადმყოფთა რიცხვის მატება, რომელთათვისაც მედიკამენტოზურმა თერაპიამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა, ენდოვასკულარული ან ქირურგიული ჩარევა კი სხვადასხვა მიზეზების გამო  შეუძლებელია.  ამ ჩიხიდან რეალურ გამოსავალს - კუნთოვანი კონტრ-პულსაციის  მეთოდს გთავაზობთ კლინიკა „მარჯი“, მისი დამფუძნებელი  და ხელმძღვანელი  იტალიის კარდიოქირურგთა ასოციაციის პრემიის ლაურეატი, პროფესორი 
ლერი ლაფანაშვილი: გულის პათოლოგიებიდან ყველაზე რთულად სამკურნალო გულის ქრონიკული უკმარისობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გულის უკმარისობამდე პაციენტი სხვადასხვა დაავადებებს მიჰყავს – დაწყებული ჰიპერტონიითა და იშემიური დაავადებით, დამთავრებული სარქველოვანი პათოლოგიებით.  თუ ამ დაავადებების დროული და ეფექტური მკურნალობა არ მოხდა, შედეგი აუცილებლად იქნება გულის ქრონიკული უკმარისობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხდება ათეროსკლეროზის  ეფექტური მკურნალობა, რომელიც ყველა ამ პათოლოგიის მიზეზად გვევლინება. ათეროსკლეროზი  ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებში „ფოლაქების“  ჩალაგება ხდება.  თანდათანობით სწორედ  ათეროსკლეროზი იწვევს გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა, მძიმე პათოლოგიებს.  თუ მან არ გამოიწვია ინფარქტით ან ინსულტით სიკვდილი, მაღალი ალბათობით, გულის უკმარისობაში გადავა. გავლენას ახდენს გენეტიკური განწყობა და ცხოვრების წესიც (განსაკუთრებით სიგარეტი!).
– რა აწუხებს გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს. როგორია ჩივილები?
– ჩივილები იწყება ჰაერის უკმარისობითა და სწრაფი დაღლით. მაგრამ ეს სიმპტომები სხვა დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი. თუმცა, როცა  ამ ჩივილებს თან ერთვის ქოშინი,  კიდურების შეშუპება, „წყლის ჩადგომა“, ეს უკვე გულის უკმარისობის მძიმე ფორმებია.  სამწუხაროდ, ამ დაავადების რეალური მკურნალობა ვერ ხდება და მესამე-მეოთხე სტადიის გულის უკმარისობის დროს გულის გადანერგვის საკითხიც კი დგება.
– როგორ ვუშველოთ  ჩვენს გულს? ვიცი, რომ კლინიკა „მარჯში“ არსებობს გამოსავალი გულის უკმარისობით გატანჯული პაციენტებისთვის?
– დღეს ამ მძიმე პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის რეალური შველა არის კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი, რომელიც  გულს დასვენების  საშუალებას აძლევს.  ანუ, სპეციალური აპარატის მეშვეობით ვეხმარებით გულს, დიდი დატვირთვის გარეშე უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევა. გულის განტვირთვა სხეულის სხვა კუნთების გააქტიურებით ხდება. აპარატის ჩართვიდან სამ-ხუთ წუთში უკვე გულის მუშაობის სხვა მონაცემები გვაქვს. დატვირთვის მაჩვენებელი 20-25 პროცენტით იკლებს,  ანუ ამ პროცედურის დროს გული ისვენებს, რაც გულს საშუალებას აძლევს, აღიდგინოს თავისი თავი.
– პაციენტებისთვის რამდენად რთულია ეს მეთოდი?
– კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხო, არაინვაზიური და უმტკივნეულოა. გამოიყენება პროფილაქტიკისთვისაც, როგორც ანტისტრესი. რაც შეეხება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს, კლინიკა „მარჯში“ ყველა საჭირო გამოკვლევა ტარდება, ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება,  მისი  პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და მხოლოდ ამის  შემდეგ ინიშნება მკურნალობა.
– თქვენი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირდათ,  კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდით მკურნალობის შემდეგ  თავისუფლად ადიან   მეხუთე- მეექვსე სართულზეც კი...
– დიახ. ისინი შვებას უკვე მეორე-მესამე პროცედურაზე გრძნობენ. იხსნება ჩივილები, აღარ აღინიშნება ქოშინი.  მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესი დასრულებულია. საქმე ისაა, რომ ფუნქციონალური ცვლილებები, მკურნალობის პროცესში წინ უსწრებს სტრუქტურულ ცვლილებებს. ამიტომ პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ მკურნალობა მიიყვანონ ბოლომდე. კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა  ნებისმიერი პათოლოგიის დროს. რაც უფრო შორსწასულია პროცესი, მით უფრო თვალსაჩინოა მკურნალობის ეფექტი. გულის მესამე ხარისხის უკმარისობა რომ აღმოვფხვრათ, მკურნალობის რამდენიმეთვიანი კურსია საჭირო. პროცედურები არის უმტკივნეულო და უსისხლო. პაციენტების უმეტესობა პროცედურის დროს იმდენად კარგად, კომფორტულად გრძნობს თავს, რომ იძინებს.
– მხოლოდ თქვენს კლინკაშია აპარატი, რომელიც გულის პორტრეტს იძლევა.
– საუბარია კარდიოვიზორზე. რომელიც ძალიან თანამედროვე და მნიშვნელოვანი მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ უმნიშვნელო ცვლილებაც კი გულის მუშაობაში, რომელიც ჩვეულებრივ კარდიოგრამაზე ჯერ არ ჩანს. ვნახოთ, რამდენად სრულფასოვნად იკვებება გული. იმდენად მგრძნობიარე მეთოდია, რომ დატვირთვის ტესტიც კი აღარ არის ხოლმე საჭირო, რაც გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საკმაოდ შემაწუხებელია და შეზღუდულია მისი გამოყენება. კარდიოვიზორით კვლევა საკმაოდ ხელმისაწვდომია, არ არის დაკავშირებული დიდ თანხასთან და გულის მუშაობის, მისი მდგომარეობის სრულყოფილ სურათს იძლევა. მეტსაც გეტყვით, მყოლია პაციენტები, რომლებიც  განიცდიდნენ  დისკომფორტს და თითქოს გულს არ უჩიოდნენ, მათ კარდიოგრამაზეც არ ჩანდა რაიმე დარღვევა, მაგრამ კარდიოვიზორით პათოლოგია საწყის სტადიაში გამოვლენილა.
– რატომ ეძახიან კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდს უსისხლო შუნტირებას? მისი ალტერნატივაა?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხშირად პაციენტი მომმართავს ამ ოპერაციის შემდეგ და ამბობს, რომ  ისევ აქვს ჩივილები და უკმაყოფილოა. საქმე ის არ არის, რომ მას ვინმემ ცუდად გაუკეთა ოპერაცია.  შუნტი აღმოფხვრის შედეგს, მაგრამ მიზეზი – ათეროსკლეროზი – რამაც პაციენტში გულის პათოლოგია გამოიწვია, დარჩა. ის არსად წასულა და აგრძელებს თავის „ცუდ საქმეს“.  ოპერაციის დროს აღმოიფხვრა ერთი კონკრეტული უბნის დაზიანება, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, ათეროსკლეროზი სხვა უბანს დააზიანებს. კუნთოვანი კონტრპულსაცია არის შუნტირება ოპერაციის გარეშე. რადგან ამ პროცედურებით გულის  არააქტიური სისხლძარღვების „გამოღვიძება“ და კაპილარული ქსელის განვითარება ხდება, რაც თავიდან  ააცილებს პაციენტს  სისხლის ნაკადის შეჩერება-შეგუბებას გულის რომელიმე უბანზე და შემდგომ გართულებებსაც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ  კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი  გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების აქტიურ  ცხოვრებაში დაბრუნების რეალური საშუალებაა.
მისამართი: კლინიკა „მარჯი“,
ზ. ანჯაფარიძის ¹23
(საპატრიარქოს ტელევიზიასთან). კონსულტაციისთვის დარეკეთ:
597 033-173.
скачать dle 11.3