კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა გავლენას ახდენს ადამიანზე ფერები

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ფერი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძალა სამყაროში, რომლის ფსიქოლოგიური ზეგავლენითაც, შეიძლება, გუნება-განწყობა სრულიად შეგეცვალოთ და თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეული ფიზიკური ზეწოლაც კი იგრძნოთ. შესაბამისად, არსებობს მრავალი მოსაზრება, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია კონცეფცია, რომ მუქი ფერი ამშვიდებს, ღია კი – აღაგზნებს... თუმცა, ეს ხომ ზღვაში წვეთია?! ამიტომ, თუ გინდათ, რომ გაიგოთ, რომელია თბილი და ცივი ფერი, მათ შორის, ექსცენტრიკული თუ კონცენტრირებული; რას გვიწინასწამეტყველებს თითოეული მათგანი; ანდა სახლში რომელ ზონას რა ფერი შეესაბამება, ამ ყველაფერს ფენ-შუის სპეციალისტის, ქალბატონი ნანი ს.-ს ინტერვიუდან შეიტყობთ.
– დავიწყოთ ფერების შესახებ კონცეფციით: მუქი ფერი ამშვიდებს, ღია კი – აღაგზნებს...
– ფერებს შეუძლია, ადამიანზე, მართალია, თითქმის უმნიშვნელო ფიზიკური, მაგრამ, განსაზღვრულ საგანზე ხანგრძლივი მზერის შედეგად, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს. ხსენებული მუქი და ღია ფერის კონცეფციიდან გამომდინარე კი: სიმუქიდან პირველი ლურჯი ფერი გამოიყოფა, ღიადან კი – ყვითელი. ეს ფერებია ძირითადი, დანარჩენი კი მათგან მიიღება. ჩვენ ფერებს ასოციაციის საშუალებით აღვიქვამთ: მაგალითად, ლურჯი – ცივია. მზერიდან ფერთა აღქმა ორგანოებს გადაეცემა, რაც შემდეგ ისეთ შეგრძნებებს იწვევს, რომ ზოგჯერ მისი გავლენით, სისხლის წნევაც კი იზრდება – ის მაღლა იწევს ლურჯიდან მწვანემდე, ყვითლიდან წითლამდე (შერწყმულად და სათითაოდაც). უკუპროცესი კი ვითარდება პირუკუ, შესაბამისი თანმიმდევრობით.
– ფორმა და ფერი როგორ უთავსდება ერთმანეთს?
– ყურადღება უნდა მიექცეს ფორმას – ზოგი ფერი თუ ფორმას შთანთქავს, მაგალითად: ყვითელი, თეთრი... სხვას თავად ფორმა შთანთქავს და ასეთია ლურჯი. ყველა ფერი მოქმედების ტიპის მიხედვით იყოფა: ექსცენტრიკული (ყვითელი), კონცენტრირებული (ლურჯი კვადრატი იწვევს განგაშს)... და თითოეულ მათგანს მრავალი დანიშნულება აქვს. არსებობს ფერისა და დროის ურთიერთქმედებაც კი. მაგალითად, ყოველი ეპოქა საკუთარ ფერს ირჩევდა: რუხი თუ პურიტანობისა და ომისშემდგომი ბრიტანეთის სიმბოლო გახლდათ, მეწამული ძველ რომში ძალაუფლებას განსაზღვრავდა. ფერთა მრავალფეროვნება კი აყვავებული ერის სიმბოლოა.
– ფერებით მკურნალობენ კიდეც?
– პირველად ამაზე ძველი ბერძნები დაფიქრდნენ, როცა შენიშნეს, რომ ტაძარში ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი სპექტრებად იმსხვრეოდა. ადამიანმა კი აირჩია ფერი, რომელიც მოეწონა. მაგალითად, ძველ ჩინეთში მზეს წითელ აბრეშუმზე წამოწოლილი ეფიცხებოდნენ და ასე მკურნალობდნენ ყვავილის ნარჩენებს. მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში კი გავრცელდა ფერადი ვიტრაჟები... თუმცა ადამიანი შეიძლება, დაღალოს ერთმა ფერმა, მაშინ მზერა საპირისპიროსზე უნდა გადაიტანოს, რაც ნიშნავს, რომ მდგომარეობა საპირისპიროდ იცვლება. წითელი ყოველთვის მოქმედებს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ყვითელი – გონებრივზე, ცისფერი – ემოციებზე. შესაბამისად მოქმედებს მათი ელფერიც. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ რჩეული ფერი იმწუთისმიერ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას; უარყოფილი ფერი კი ინფორმაციაა იმ მიზეზებზე, შეცდომის დაშვებისკენ რომ გვიბიძგებს. მაგალითად, ცისფერი უყვარს მას, ვინც დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო შრომისმოყვარე ადამიანი მას ვერ იტანს. ამის მიხედვით მოკლე ტესტის ჩატარებაც შეიძლება: პირველ ადგილზე დასახელებული ფერი პიროვნებას აწმყოში ახასიათებს, მეორე – სამუშაო განწყობისაა, მესამე კი  – გარემოსთან ურთიერთობას განსაზღვრავს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ირგვლივ მყოფებთან.
– ადამიანისთვის განწყობის ტაძარი იქმნება ფერებით...  
– გარემოსგან ვიღებთ ურიცხვ ინფორმაციას, მაგრამ ფერი ყველაზე სწრაფად მოქმედებს ჩვენზე. თუმცა, სამწუხაროდ, ფერთა ამ გავლენას იშვიათად ითვალისწინებენ ინტერიერის მოწყობისას. სახლების უმრავლესობა და თითქმის ყველა ოთახი შაბლონურადაა გაფორმებული – კედლები თეთრ ტონებშია შეღებილი, ხოლო იატაკი ყავისფერი ან კრემისფერია. ფენ-შუის მიხედვით, ყველა ზონას თავისი ფერი შეესაბამება. სწორად შერჩეული ფერი კი ენერგიას შეგმატებთ ცხოვრების შესაბამის სფეროში. ფენ-შუის ხელოვნება, თავისი ფაქიზი და ყოვლისმომცველი აქცენტებით, ყველას აძლევს საშუალებას, რომ ჰარმონიულობას მიაღწიოს. ამისთვის: სცადეთ და სიმდიდრის ზონაში მეწამული სანათი, ურთიერთობის ზონაში – ნაზი ვარდიფერი ყვავილებით სავსე ვაზა, ხოლო კარიერის შესაბამის ზონაში – შავი მარმარილოს სკულპტურა დადგით. კონკრეტული ნივთისა და ტონის შერჩევისას ენდეთ ინტუიციას და ნახავთ, რა მალე იგრძნობთ, როგორ იმკვიდრებს თქვენ ირგვლივ ჰარმონია.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ფერების შეჩევისას?
– ნუ გამოიყენებთ ფერს, რომელიც არ გიყვართ. თუ მკვეთრი ფერები გაღიზიანებთ, არსებობს მისი ათასობით გრადაცია. თუ მხატვარი არ ხართ, ყურადღება მიაქციეთ, რომ: წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი – თბილი ფერებია და ადამიანს აღაგზნებს; მწვანე – მშვიდი, ნეიტრალურია, რადგან სპექტრის შუაშია მოქცეული. ლურჯი, ინდიგო და იისფერი კი – ცივი, ძლიერ დამამშვიდებელი ფერებია... და კიდევ: ყვითელი სიბრძნის სიმბოლოა და ინტელექტს ასტიმულირებს; ლურჯი ახალისებს აზროვნებასა და ხელს უწყობს მოდუნებას; მწვანე – წონასწორობასა და ჯანმრთელობას გინარჩუნებთ; წითელი ასტიმულირებს ფიზიკურ აქტივობას და აღაგზნებს; ნარინჯისფერს მოაქვს ბედნიერება და ხსნის შებოჭილობას; თეთრი სიწმინდის სიმბოლოა; იისფერი აძლიერებს ინტუიციას; ვარდისფერი განგაწყობთ სიყვარულისთვის... და რადგან ყოველ ოთახს თავისი დანიშნულება აქვს თქვენს ცხოვრებაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ განწყობას ეძებთ და ისე შეარჩიეთ შესაბამისი ფერი. ნუ დაიწყებთ გლობალური ცვლილებებით, შესაძლოა, უმნიშვნელომ, მაგრამ მიზანმიმართუულმა უფრო გაამართლოს. თუნდაც ეს იყოს: პატარა სანათი ერთ ადგილას, დეკორატიული ბალიში მეორეგან და ასე, წვეთ-წვეთობით მიზანსაც მიაღწევთ.
скачать dle 11.3