კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ქმარს ვუყვარვარ, მაგრამ მისმა ეჭვიანობამ ცხოვრება გამიმწარა

დედა ხშირად მეუბნებოდა, შენი ქმარი იმიტომ ეჭვიანობს, რომ უყვარხარო. მეც ასე მჯეროდა, მაგრამ მისმა ქცევებმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაკონტროლებს, ტელეფონის ზარებს ამოწმებს, ყველა შემოსულ შეტყობინებას კითხულობს და თუ სოციალურ ქსელში დადებული ჩემი ფოტო მამაკაცმა მოიწონა, გიჟს ჰგავს. ვერაფრით დავუმტკიცე ჩემი ერთგულება. არც გამომწვევად მაცვია და არც მამაკაცების ყურადღებას ვიქცევ. ფაქტია, ავადმყოფურად ეჭვიანია და მარტო უცხო მამაკაცებზე კი არა, ნათესავებზეც ეჭვიანობს. ქალიშვილი გვყავს და მისი უმცროსი დაც ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ მათთან ასეთი დამოკიდებულება არ აქვს. გვიანაც მოსულან, მოკლე კაბაც სცმიათ, თაყვანისმცემლებიც ჰყავთ და ბიჭებსაც ესაუბრებიან, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას. მხოლოდ ჩემზე ეჭვიანობს. რომ გავთხოვდი, ჩემი მუშაობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაშინ ჩემი გავიტანე. პედაგოგი ვარ. ახლახან მითხრა, სკოლაში კი გამუშავებ, მაგრამ სხვაგან არ გაგიშვებდიო. რა შუაშია სკოლა? რამის გაკეთება რომ მინდოდეს, ისე გავაკეთებ, ვერც ვერაფერს გაიგებს. სკოლაში რა, მამაკაცი პედაგოგები არ გვყავს? ეს მხოლოდ მიზეზია. თუმცა, ჩემთვის არასდროს ენანება რამის ყიდვა. არც ჩაცმა მაკლია და არც ზამთარ-ზაფხულ კურორტებზე სიარული. მაგრამ რად გინდა? ამ ზაფხულს ზღვაზე ვიყავით დასავენებლად და სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით არ დამსვა. მითხრა, ახლა აქ ნუ მაჩხუბებ, ვინმე შემოგხედავს და ნუ მომაკვლევინებო. ჰოდა, ვიჯექი სარაფანაგადაცმული ზღვის პირას და გავცქეროდი ტალღებს. მისი ასეთი ქცევების გამო ყველაფრის სურვილი მეკარგება. არც დაბადების დღეზე მინდა წასვლა და არც ქორწილში. შეყვარებულები რომ ვიყავით, მთაწმინდაზე ამიყვანა. ნაყინს მივირთმევდით კაფეში. უცბათ წამოხტა, ეცა ჩემს უკანა მაგიდაზე ბიჭს და ცემა დაუწყო. სანამ პოლიცია მოვიდოდა, გააშველეს და ძლივს წამოვიყვანე იქიდან. ვკითხე, მშვიდად ვსაუბრობდი და რა მოხდა-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? ის ბიჭი გაკვირდებოდა, რამდენჯერაც გავხედე, შენ გიყურებდაო. მაშინ რაღაცნაირად მევაჟკაცა მისი ქცევა, მაგრამ ახლა ვხვდები, მისი სიყვარულით თვალები დაბნელებული მქონდა. შეიძლება ის ბიჭი, სულაც არ მიყურებდა და ამან უაზროდ იეჭვიანა. ბევრჯერ შევამჩნიე ჩემს კარადაში არეული ნივთები, რას ეძებს იქ, არ ვიცი. ბევრჯერ წავასწარი, ჩემს ჩანთაში რომ იქექებოდა. რომ ვკითხე, რას ეძებ-მეთქი, არაფერსო, მიპასუხა და ჩანთა მომაწოდა. არ ვამბობ, არ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ რა აქვს საეჭვიანო, ვერ გავიგე. ინკასატორზეც კი ეჭვიანობს. ეს ყველაფერი ჩემმა მეგობარმა იცის – ახლოსაა ჩემთან და მასთან ვახერხებ გულის გადაშლას. მითხრა, ფსიქოლოგთან მიიყვანე, ვერ ხედავ, პათოლოგია და ერთ დღესაც შენზე ხელი რომ ასწიოს, არ გაგიკვირდესო. მეც მეშინია, არ მოელანდოს რამე და ან სხვა არ შემოაკვდეს და ან – მე. ასე, სულ კონტროლში ცხოვრება, უკვე აღარ შემიძლია. დედას რომ მოვუყევი, მითხრა, მოგიკვდეს ჩემი თავი, გაშორდი და ჩემთან წამოდიო. მაგრამ, ვუყვარვარ და მიუხედავად ყველაფრისა, მეც მიყვარს. ამდენი წლის ოჯახი როგორ დავანგრიო? თუმცა, ისიც ვიცი, რაც ასაკში შევა, ეს ეჭვიანობა უფრო გაუმძაფრდება და ვეღარ გავერკვიე, რა გავაკეთო.
ნანიკო, 44 წლის.скачать dle 11.3