კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№39 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: გავიგე, რომ ხაჭოს, არაჟნის, თაფლისა და ვაშლის ნიღბები არაჩვეულებრივია დახეთქილი ტუჩისთვის. როგორ მოვამზადო და  წავისვა ეს ნიღბები?
პასუხი:
ხაჭოს ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და კარგად აღქვიფეთ, მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ. 10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ. ტუჩებზე კი, ვაზელინის ან ჰიგიენური ბალზამის თხელი ფენა წაისვით. ნაღების მაგივრად, ხაჭოს შეგიძლიათ, შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი. ვაშლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ გახეხილ მწვანე ვაშლს, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი რბილი ნაღების კარაქი და მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, ტუჩებზე კი, ცოტა ვაზელინი შეიზილეთ. თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს, შეურიეთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ნახევარი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა 15 წუთით შეიზილეთ ტუჩებზე. არაჟნის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და სქლად წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კითხვა: მინდა, ჭიპის გახვრეტა ანუ პირსინგის გაკეთება და რთულია მისი მოვლა? ხომ არ გამიღიზიანდება და შემიქმნის პრობლემებს?
პასუხი:
პირსინგის პროცედურა არცთუ რთული და უმტკივნეულო პროცედურაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, მოგვეჩვენოს. მთავარია, მიმართოთ ამ საქმის პროფესიონალს. პროცესი მაქსიმუმ 10 წუთი გრძელდება. ჯერ იღებენ სინჯს ალერგიულობაზე, რის შემდეგაც ადგილს სპირტით კარგად ამუშავებენ. შემდეგ ინიშნება 3 ადგილი,  კეთდება გამაყუჩებელი ინიექცია და ნახვრეტი ერთჯერადი სტერილური კათეტერით. გაყუჩების შემდეგ, ეს პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. პირსინგს, გახვრეტიდან 3 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული მოვლა უნდა. დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოს საგულდაგულოდ. იმისთვის, რომ პირსინგი არ გაღიზიანდეს, გაკეთებისას, საყურის სახეობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ის უნდა იყოს, აუცილებლად ქირურგიული ლითონის, ტიტანის. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და სახის ჭიპის საყურე, მაგრამ თავიდან ჯობია უბრალო, რადგან, სპეციალური ფორმის გამო, მისი მოძრაობის საშიშროება მცირდება და ჭრილობაც ადვილად შუშდება. გაითვალისწინეთ, პირსინგი უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პროფესიონალი აკეთებს და ამ პროცედურის შესრულებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული სტერილიზაციის ნორმები, რომ შემდგომი გართულებები არ მოჰყვეს.

скачать dle 11.3