კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№39 მოიცილეთ ცელულიტი სახლში ჩატარებული მარტივი პროცედურებით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებაა, რომლის მაპროვოცირებელი ბევრი ფაქტორია, მაგალითად, ასაკი, ჰორმონული დისბალანსი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, მავნე ჩვევები და ასე შემდეგ. მის მოშორებას კი სწორად შერჩეული კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რაც გულისხმობს, ბალანსირებულ დიეტას, სწორ მასაჟს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კოსმეტიკურ საშუალებებს.
დღის განმავლობაში აუცილებელია, მიირთვათ 100 გრამი ხაჭო, ასევე, ნარინჯისფერი ხილი, მოხარული ქათმის ან ინდაურის ხორცი, უმარილო საკვები, ცოცხალი ბოსტნეული და სვათ წყალი.
ასევე, აუცილებელია ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟებისა და ნიღბების გაკეთება.

* მასაჟი ზეთითა და კოვზით – ცელულიტიან კანზე წაისვით კოსმეტიკური ზეთი ან ანტიცელულიტური კრემი. აიღეთ სუფრის კოვზი და ამობურცული ზედაპირიდან, მსუბუქი დაჭერით, ისვით პრობლემურ ზონაზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ყოველ დილა-საღამოს. კოვზი უნდა ამოძრაოთ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით. მასაჟის კურსი მოიცავს 10-12 პროცედურას და შედეგს თავად ნახავთ.
* ჩაისა და თაფლის საფენები – 100 გრამ მწვანე ჩაის დაფქულ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ ფაფის კონსისტენციის მასა გამოვიდეს. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე და გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან თბილი პლედი მოიფარეთ და წამოწექით. ნახევარი საათის შემდეგ, სახვევი მოიხსენით და მიიღეთ შხაპი. პროცედურის შემდეგ კი კანზე სპეციალური ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი შეიზილეთ.
* თაფლისა და მდოგვის საფენები – 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი ერთმანეთში აურიეთ. თუ ძალიან სქელია, გაათხელეთ წყლით. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ანტიცელულიტური კრემი.
* ზღვის მარილის სკრაბი – ზღვის მარილი დაალბეთ ცოტა იოგურტში ან კეფირში ისე, რომ მარილის უხეშმა გრანულებმა კანი არ დაგიზიანოთ. მიღებული მასით წრიული მოძრაობით, ნაზად დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები 5 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ, კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი. პროცედურა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.
* ყავისა და ზღვის მარილის სკრაბი –  5 სუფრის კოვზ ყავასა და 5 სუფრის კოვზ წვრილად დაფქულ ზღვის მარილს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასით წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები. პროცედურის დასრულების შემდეგ კი კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.
ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების ჩატარების შემდეგ, მეტი ეფექტისთვის კარგი იქნება ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთის გამოყენება, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ: 1 ჩაის კოვზ ნუშის ან ფორთოხლის ზეთს, რომელიც აფთიაქებში იყიდება, დაამატეთ 2-2 წვეთი ლიმონის, ბერგამოტისა და მუსკატის წვენი და მიღებული ზეთი პრობლემურ ადგილებში კარგად შეიზილეთ.  ასეთი წესით დამზადებული ზეთი შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ.скачать dle 11.3