კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (176)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№39 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 10 ოქტომბერს, 22 საათსა და 45 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში ელის წარმატება და რომელი უცხო ქვეყნებია მისთვის სასურველი?
პასუხი:
მისი კოსმიური მისიაა ის, რომ წარმოაჩინოს ხასიათში დადებითი თვისებები. კერძოდ, უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, შრომისმოყვარე, უნდა შეძლოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, დაეყრდნოს უშიშარ, მებრძოლ სულისკვეთებას. იმავდროულად, სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, იდილია და არა აგრესია, დეპრესია... უნდა იყოს მშვიდობის მტრედი. ურთიერთობაში გამოიყენოს დიპლომატია, კომუნიკაბელურობა, კეთილშობილება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, სამართლიანობას. ამ თვისებების გამოვლენით თქვენი შვილი დაადგება სწორ ევოლუციურ გზას, მიაღწევს წარმატებებს ცხოვრებაში და კოსმიურ მისიასაც შეასრულებს. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთებია: სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სადაზღვევო ორგანიზაციები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. რაც შეეხება უცხოეთს, მისთვის კარგია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორებიცაა: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკის მხარე; კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი ნაწილი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია – ჩრდილო ნაწილის გამოკლებით, უფრო მისაღებია სამხრეთი ნაწილი, ასევე, ბირმა, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, გვატემალა, ჰავაის კუნძულები, ავსტრია.
скачать dle 11.3