კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა გრანდიოზული პროექტი ჩაიშალა ბერიას მკვლელობის შემდეგ საგარეჯოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ თამამი ინოვატორი და ამასთანავე, პატრიოტი მამულიშვილი იყო, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი ინიციატივით დავით გარეჯის უდაბნოში დახურული, ზამთრის კურორტის მშენებლობა დაიგეგმა. ისტორიის დოქტორი, ბერიას ბიოგრაფიის მკვლევარი, ბორის კოლდუნოვი წერს: „დღესდღეობით ორიგინალური, თამამი პროექტებით ვერავის გააკვირვებ. ოცდამეერთე საუკუნეა და რომ იტყვიან, ფული გადაიხადე და სამოთხეს აგიშენებენო. ამგვარად, ხშირია, როდესაც ჩრდილოეთის ცივ რაიონებში დახურულ ტროპიკულ ბაღებსა და ტყეებს აშენებენ და პირიქით – ცხელ, გვალვიან ადგილებში, სადაც ტემპერატურა პლუს 40-ზე დაბლა არ ჩამოდის, დახურულ ზამთრის კურორტებს წამოჭიმავენ ხოლმე. ეს ყველაფერი ოცდამეერთე საუკუნის „პროდუქტია“, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც და სწორედ ასეთი გამონაკლისი იყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში ლავრენტი ბერიას მიერ ჩაფიქრებული სუპერპროექტი, სახელწოდებით – „თოვლიანი უდაბნო“. პროექტი მიზნად ისახავდა დავით გარეჯის უდაბნოში ზამთრის კურორტის მშენებლობას. ეს იქნებოდა 10 ჰექტარზე გადაჭიმული, გადახურული კომპლექსი ორი თანამედროვე სასტუმროთი. სასრიალო ყინულითა და სათხილამურო ტრასით. ხელოვნური ტბითა და მარადმწვანე წიწვოვანი ტყით. პროექტის ღირებულება (წინასწარი გათვლებით) 120 მილიონი მანეთი იყო და მისი მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო (1954-1956 წლები). საგულისხმო ფაქტია, რომ „თოვლიანი უდაბნო“ ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე იყო გამოტანილი და ბრალდებულს მისი მეშვეობით სახელმწიფო სახსრების განიავების მცდელობის ბრალდება წაუყენეს. თუმცა, ერთი კაპიკის დატაცების მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენიათ. ბერიას თხოვნით, პროექტი ცნობილმა ლენინგრადელმა არქიტექტორმა, ტიმოფეი ვოლხოვსკიმ შეადგინა და ჩონჩხი კი მას თავად ბერიამ მისცა. 1986 წელს „პერესტროიკის“ დროს ღრმად მოხუცებული ვოლხოვსკი ყვებოდა: „ლავრენტი პავლოვიჩი განსაკუთრებული კრეატიულობითა და ინჟინრული ნიჭით იყო დაჯილდოებული. მის მიერ გაკეთებულ მონახაზს „ჩონჩხი“ მხოლოდ ფორმალურად ერქვა. სინამდვილეში კი, ეს იყო სრულყოფილი პროექტი, თავისი ინჟინრული გადაწყვეტილებებითა და ყველა იმ ატრიბუტიკით, რაც ასეთ მასშტაბურ პროექტებს სჭირდება. მე მხოლოდ უმნიშვნელო, კოსმეტიკური შესწორებები შევიტანე მასში და სამწუხაროა, რომ „თოვლიანი უდაბნო“ არ განხორციელდა...“ ბერიას პროცესზე ვოლხოვსკი მოწმედ იყო გამოძახებული და მან დაადასტურა, რომ ცხელ უდაბნოში ზამთრის კურორტის მშენებლობა სწორედ ბერიას იდეა იყო. ხრუშჩოვსა და შეთქმულთა ბანდას ამით უნდოდათ დაემტკიცებიათ, რომ ასეთი შეუსაბამობა იყო სწორედ ფულის ფლანგვა. ვოლხოვსკიმ კი მათ ცივი წყალი გადაასხა და თავის გამოსვლაში თქვა: ეს იყო ორიგინალური პროექტი, რომელიც თავისი ეგზოტიკურობით უამრავ ადამიანს დააინტერესებდა და ეკონომიკური კუთხით ძალიან შემოსავლიანი იქნებოდაო. იქვე ფალსიფიცირებული სასამართლოს მსვლელობისას მთავარმა ფალსიფიკატორმა, გენერალურმა პროკურორმა რომან ჩუდენკომ „თავი მოიქაჩლა“ და ამ პროექტის მიკერება ბრალდების იმ ნაწილისთვის უნდოდა, სადაც ლავრენტი ბერიას მიერ „კაპიტალიზმის აღდგენის მცდელობაზე“ იყო საუბარი. თუმცა, ამის დრო აღარ იყო და ეს იდეა არ განხორციელდა.
სხვათა შორის, რომან ჩუდენკო, შეიძლება, არც კი ცდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ „კაპიტალიზმის რეანიმაცია“ საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია, ეს 120-მილიონიანი პროექტი კომერციული თვალსაზრისით მართლაც ძალიან მომგებიანი იყო. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ ბერიას სწორედ ეს მხარე აღელვებდა და სურდა, რომ ეს პროექტი თავის სამშობლოში განეხორციელებინა, რაც რესპუბლიკის ბიუჯეტს დიდ სავალუტო შემოსავალს მოუტანდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ამ კუთხით, სწორედ ბერიას ინიციატივით, მართლაც  მიმდინარეობდა ლიბერალიზაცია, რასაც შემდგომ „კაპიტალიზმის რესტავრაციის მცდელობა“ უწოდეს. ტიმოფეი ვოლხოვსკი იხსენებდა: „ნიშანდობლივია, რომ დანახარჯს – 120 მილიონ მანეთს, ეს დასრულებული პროექტი ზუსტად 3 წელიწადში აანაზღაურებდა. სამი წლის მერე კი უკვე სუფთა მოგებაზე იმუშავებდა და შემოსავალი ორნახევარჯერ გაიზრდებოდა...“ აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბერიამ თხოვნით მიმართა თავის მეგობარს, მირჯაფარ ბაგიროვს, რომელიც მაშინ აზერბაიჯანს მეთაურობდა და მან კი  გარეჯის უდაბნოში გარკვეული ტერიტორია დაუთმო საქართველოს. მოგვიანებით კი, როდესაც ბერია დახვრიტეს და მას ბაგიროვიც მიაყოლეს, ბოღმიანმა ხრუშჩოვმა საქართველოს ოთხჯერ მეტი ტერიტორია ჩამოართვა გარეჯის უდაბნოში და აზერბაიჯანს დაუმტკიცა. სულ მალე კი მომავალი კურორტის ადგილზე საბჭოთა  არმიის სამხედრო პოლიგონი გამართეს, რომელიც საარტილერიო სწავლებისთვის გამოიყენებოდა.
„თოვლიანი უდაბნოს“ პროექტი, ბერიას ჩანაფიქრით, რადიკალურად შეცვლიდა ამ რეგიონის ეკონომიკურ მაჩვენებელს და ხალხის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში, როცა ბერია გაცილებით მეტ ძალაუფლებას მოიპოვებდა, მართლაც შეეცვალა ქვეყნის ეკონომიკური ვექტორი და სუფთა კაპიტალისტური თუ არა, შვედური ან ჩინური მეთოდები გამოეყენებინა. თუმცა, სამწუხაროდ, საბჭოთა „ჟანდარმერიის მარშალს“ ეს არ დასცალდა და ამ უნიჭიერესმა ადამიანმა თავისი სიცოცხლე ლენინის სამართლის ყველა კანონის (უკანონობის) დაცვით სამხედრო ბუნკერში დაასრულა.“
скачать dle 11.3