კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ექიმის რჩევები

კითხვა: რომელი ექიმის კომპეტენციაა ოსტეოქონდროზის მკურნალობა?
პასუხი:
მდგომარეობის მართვისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ორთოპედ-ვერტებროლოგს.
კითხვა: 10 თვის ბავშვი დაახლოებით 300 მილილიტრ წყალს სვამს და ეს ნორმალურია?
პასუხი:
წლამდე ბავშვი უნდა სვამდეს 100-200 მილილიტრ წყალს, ზოგიერთი მონაცემით კი, წყლის რაოდენობის ნორმა განისაზღვრება სხეულის 1კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი წყლით, ანუ თუ ბავშვი იწონის 10 კილოგრამს, მაშინ წყლის დღიური ნორმა 30x10 = 300 მილილიტრია. წყალი უნდა მისცეთ კვებათა შორის ან კვებიდან 1 საათის შემდეგ.
კითხვა: ყოველ დილით მაქვს გამჭვირვალე ბლანტი ნახველი პირის ღრუში, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ გაციებული და არც მახველებს. შეგიძლიათ ამიხსნათ, რა ხდება ჩემს თავს, რომელ ექიმს მივაკითხო?
პასუხი:
ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების/გლანდების ანთება), ფარინგიტი (ხახის ანთება) ან სუნუსიტი (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება). ამიტომ დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დანიშვნის მიზნით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ბავშვს ვასმევ კალცს. შევამჩნიე, რომ კბილებზე პრობლემები მაქვს, თითქოს ნელ-ნელა მეშლება. თუ შეიძლება, მეც რომ დავლიო, ბავშვი ძუძუზე მყავს და მისთვის ზედმეტი ხომ არ იქნება?
პასუხი:
იმ შემთხვევაშიც თუ ბავშვს ზედმეტი კალციუმი მიეწოდება, პატარა ნორმაზე მეტს, უბრალოდ, ვერ აითვისებს. ამიტომ, კალციუმის პრეპარატის მიღება თქვენც შეგიძლიათ.
კითხვა: ჩემს შვილს ინსულინრეზისტენტობა აქვს 3,0, ბეტაუჯრედული ფუნქცია – 155,7, ხოლო მგრძნობელობა ინსულინის მიმართ 33,1. რა დაავადებები შეიძლება  გამოიწვიოს ამან და  განკურნებადია თუ არა? თუ განკურნებადია, დაახლოებით, რამდენი ხანი დასჭირდება განკურნებას?
პასუხი:
ინსულინრეზისტენტობა ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლის მრავლობითი რგოლი. იწვევს სხვადასხვა დაავადებას. პირველ რიგში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების წინა პირობაა. როგორც წესი, ასოცირებულია სიმსუქნესთან. წონის კლება ინსულინრეზისტენტობაზე მოქმედ პრეპარატთან ერთად მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. განკურნების პერიოდი დამოკიდებულია პაციენტის მონდომებასა და წონის კლების პროგრესზე. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა არ დაბრუნდეს, აუცილებელია დაკლებული წონის სტაბილურად შენარჩუნება.  
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3