კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ ტოვებენ ადამიანები ოჯახის შექმნისა და სამსახურის დაწყების შემდეგ ეკლესიას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ჩვენთვის, ვინც ეკლესიაში დავდივართ, ყოველი სექტემბერი სტუდენტობის პერიოდი უნდა იყოს, რადგან მეორედ მოსვლამდე სტუდენტები ვართ. სიცოცხლის ბოლომდე ვსწავლობთ და რომ გარდავიცვლებით, მერე ანგელოზები, წმიდა სულები გვასწვლიან. ცოდნის მიღება დაუსრულებელი პროცესია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– ღმერთი, სამებაა ერთადერთი, რომელსაც ცოდნის მიღება არ სჭირდება. ანგელოზებიც განისწავლებიან წმიდა სამებისგან, ჩვენ – ანგელოზებისგან და ჩვენ კი გასწავლით თქვენ, მრევლს. ის, ვინც ამბობს, რომ მე ეკლესიაში ვარ, ყველაფერი ვიციო, მან ისე არ იცის ყველაფერი, როგორც უნდა იცოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდამ დავლოცოთ ერთმანეთი. გარეთ რომ გამოდიხართ, სადარბაზოში ან ქუჩაში ვინმე რომ შეგხვდებათ, არ დაუბღვიროთ, გაუღიმეთ, იქნებ, რა უჭირს იმ ადამიანს და როგორ სჭირდება ჩვენი დახმარება. თუ ტრანსპორტით გადაადგილდებით, იქაც კარგად მიიხედ-მოიხედეთ, ნურავის განიკითხავთ და სავსეები იქნებით – რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება – ამიტომ, როგორც მოიქცევით, ის მოგეცემათ. ერთი წმიდა მამა ღმერთს ევედრებოდა: რაც სხვისთვის მინდა, ის მე მომეციო. ჩვენ რომ ასე ვიფიქროთ, კარგი არ იქნება, რადგან ის, რაც სხვისთვის გვინდა, შეიძლება, ჩვენთვის არ გვინდოდეს. იესო ქრისტე სწორედ იქ იწყებს პირველ ქადაგებას, სადაც ჰგონიათ, რომ არანაირი სიკეთე არ არის. ყველა მართლმადიდებელმა უნდა დაიმახსოვროს ის, რაც მაცხოვარმა მაშინ იქადაგა. ჩვენ რომ გვგონია, მხოლოდ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, მხოლოდ ჩვენთან არის ყველაფერი კარგი, იესო ქრისტე ეუბნება მათ: ბევრი ქვრივი იყო და ილია თეზბიტელი წარმართ ქვრივთან მივიდაო. ელისეს დროს ბევრი კეთროვანი იყო, მაგრამ ნეამ ასური განიკურნა მხოლოდო. ანუ მაცხოვარმა ორი წარმართი ადამიანი დაუსახელა ებრაელებს და უთხრა: ნუ გგონიათ, რომ თქვენ გადარჩებით, რომ თქვენ ხართ კარგები, თქვენთან არის რჯული და წინასწარმეტყველება. მხოლოდ თქვენთან არ არის მესია, მხოლოდ თქვენთვის არ არის მართლმადიდებლობაო. ამაზე გაბრაზდნენ იუდეველები და მაცხოვრის ქიმიდან გადაგდება უნდოდათ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წელი რომ დაიწყო, ეს არის დაფიქრება იმაზე, საქართველოში ამდენი ირანელი, ინდოელი რომ დადის, შეიძლება, მათ დაიმკვიდრონ საქართველოში და ქართველები ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. ქრისტიანისთვის უკვე შეიძლება ახლობელი იყოს ის ადამიანი, რომელიც ქართველი არ არის, მაგრამ მართლმადიდებლობას მიიღებს, ვიდრე ის, რომელიც მთელი დღე მარიხუანით დაბოლილი დადის და მასთან ერთად ქვეყანა თავზე დაენგრევა. სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება ხელისუფლება და ცოდვას ისე აკანონებს. სამი მუხლი მინდა, გავიხსენო წმიდა წერილიდან.
– რა მუხლებია ესენი?
– ვინც ითხოვს იესო ქრისტეს სახელით, ის მიიღებს. მაგრამ თუ სახარებიდან ამ სამ მუხლზე გავამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი დარჩენილი ცხოვრება უფრო მეტად საინტერესო გახდება. იესო ქრისტე მეხუთე თავში პირდაპირ ეუბნება მთელ ისრაელ ერს: ვინც მარჯვენა ლოყაში შემოგარტყათ, მარჯვენა მიუშვირეთო. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ დღეს მცირედი შეურაცხყოფა მოგაყენეს, მოითმინე, რადგან მერე შეიძლება, უფრო დიდი ტკივილი მოგაყენონ. თუ მზად იქნები მცირე შეურაცხყოფა მოითმინო, ხვალ უფრო კარგი ქრისტიანი იქნები. როცა მცირედს მოითმენ, მერე უკვე ელოდები, რომ შეიძლება უფრო მეტი შეურაცხყოფა მოგაყენონ და პირდაღებული აღარ დახვდები, იმის მზაობა გექნება, რომ დღეს ცოტას მოვითმენ და ხვალ უფრო დიდი რომ იქნება, იმასაც მოვითმენო. თუ დაელოდები უარეს შეურაცხყოფას, შეიძლება, არაფერი მოხდეს. თუ გთხოვეს: პერანგი მომეციო, მოსასხამიც მიეცი. თუ ამის მზაობა გექნება, ძალიან კარგი ქრისტიანი იქნები. ასი მეტრი რომ გაცურო, კილომეტრები უნდა ივარჯიშო, რომ ის ასი მეტრი წამებში დაფარო. ამიტომ თუ წინასწარ იქნები მზად შეურაცხყოფისთვის, გაცემისთვის და ვინმე გეტყვის, ერთი მილი გაიარეო, ორს გაივლი. დღეს თუ ხუთი ლარი უნდა გავცე, ხვალ ველოდები, რომ შეიძლება 100-1 000 ლარი გავცე. დღეს თუ ფეხსაცმელს მივცემ, ხვალ შეიძლება, პალტო მივცე და ამისთვის უნდა ვიყო მზად. თუ ადამიანები ამ სამ მუხლს კარგად გაიგებთ, მზად იქნებით ამისთვის, ღმერთი ზეცას გაგიხსნით და მერე აღარ მოგიწევთ შეურაცხყოფის ატანა, ლოდინი, რომ რა მეშველება, რატომ ვარ გაჭირვებული, აღარ მოგვიწევს ვინმეს ხელებში ყურება. ჩვენ ველოდებით, როდის მოგვცემს ღმერთი და არ ველოდებით იმას, როდის გავცეთ, დავამშვიდოთ, მოვეფეროთ ადამიანს. მადლიერი უნდა იყო და მაშინ არის შენი ლოცვა კარგი, როცა ხარ ცუდად, რადგან ამ დროს გულით ლოცულობ. დღესასწაულებზე ეკლესია სავსეა ადამიანებით, რადგან კარგად აქვთ ყველაფერი: სახლი აქვთ, სამსახური, ოჯახი. მაგრამ როგორც კი ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ, სამსახურიდან გამოუშვებენ, მაშინვე მოდიან და ამბობენ: მიშველე, ღმერთო. როცა ყველაფერი კარგად არის, მაშინ არ ფიქრობენ ღმერთზე, ღმერთს მხოლოდ მაშინ მოიკითხავენ, როცა რაღაც პრობლემაა. როცა ცუდის მოლოდინში ხარ, ცუდი აღარ შეგხვდება. მაგრამ როცა გგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, სწორედ მაშინ იჩენს თავს პრობლემები. ფხიზლად იყავით, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის და ცდილობს, რამე გვავნოს. თუ მზად იქნები, რომ მარცხენა ლოყაც მიუშვირო, მოწყალება გასცე, ერთი მილის მაგივრად, 2-3 მილი გაიარო, დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ვიქნებით თვითკმაყოფილები, გვეგონება: ეკლესიაში ვიყავი, აღსარება ვთქვი, ვეზიარე, ყველაფერი კარგად იქნებაო, პირიქით, შეიძლება, ყველაფერი აირიოს. ღმერთს ძალიან უყვარხარ და როდესაც ხედავს, რომ მას არ ესაუბრები, მისკენ არ მიდიხარ, არაფერს სთხოვ, სამაგიეროდ, სთხოვ შენნაირ მონას დახმარებას, მაშინ განრისხდება და გეტყვის: ვინ გაეკრა, შვილო, შენთვის ჯვარზე, ვინ ეწამა? სამწუხაროდ, ჩვენ რაღაც სექტას ვემსგავსებით და ეს არ არის მართლმადიდებლობა.
– აბა, რა არის მართლმადიდებლობა?
– მართლმადიდებლობაა, როცა ყოველ დილით ადგები, სახარებას კითხულობ, გიხარია, ადიდებ უფალს და სულ ინტერნეტში არ ხარ ჩაფლული. ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ეკონტაქტები, კითხულობ, გაინტერესებს მათი ამბები. დღეს დრო არ აქვთ ცოცხალი ურთიერთობისთვის – ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რატომ ვამბობთ, რომ ტაძრები ცარიელდება? იმიტომ, რომ ქრისტეს ერთგულები აღარ არიან. ადამიანი არ იზრდება სულიერად. გათხოვდა და მიატოვა ეკლესია, სამსახური დაიწყო და მიატოვა ქრისტე. რახან ოჯახი შექმენი, უნდა მიატოვო ქრისტე? ოჯახი ხომ მცირე ეკლესიაა და თუ დიდი ეკლესიიდან გაქრები, მცირე ეკლესიაც ჩაქრება და, რომ ჩავარდები განსაცდელში, მერე მამაომ უნდა იფიქროს, როგორ დაგეხმაროს.
скачать dle 11.3