კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№39 სიყვარული გაქრა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

როგორ გავიგოთ, გაიარა თუ არა სიყვარულმა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაშინაც კი, როდესაც საუბარია საკუთარ გრძნობებზე. თუმცა, ფსიქოლოგებმა დიდი ხანია,  განსაზღვრეს სიყვარულის დასასრულის მომასწავებელი რამდენიმე ძირითადი ნიშანი:
* ურთიერთშეხების არქონა –  შეყვარებული ადამიანები ხშირად ეხებიან ერთმანეთს. გარშემო მყოფებს ზოგჯერ აღიზიანებთ კიდეც შეყვარებულთა მსგავსი ქცევა. ადამიანები, რომელთაც ერთმანეთის მიმართ გული გაუცივდათ, ურთიერთშეხებას გაურბიან. ისინი, უბრალოდ, ერთ ბინაში ცხოვრობენ და ძალაუნებურად უწევთ ახლო კონტაქტი.
* უპატივცემულობა –  პარტნიორის მიმართ პატივისცემის დაკარგვა სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, პარტნიორები კამათისას და ურთიერთობის გარკვევისას ურთიერთშეურაცხყოფაზე გადადიან და ცდილობენ, ერთმანეთს „წელსქვევით დაარტყან“ და მტკივნეულად  „დაჭრან“. გარდა ამისა, თუ წყვილმა ურთიერთპატივისცემა დაკარგა, მეუღლის ნებისმიერ მოქმედებას – პროფესიულ საქმიანობას თუ სახლში მუშაობას – უარყოფითად აღწერენ და ცუდ შეფასებას აძლევენ. ქმრები დასცინიან ცოლების კულინარიულ შესაძლებლობებს, ცოლები კი  – მასხრად იგდებენ ქმრების კარიერას.
* წვრილმანებზე საყვედურები – განსხვავებით შეყვარებულებისგან, რომლებიც მხოლოდ  „ვარდისფერი სათვალეებით“ ხედავენ თავიანთი ოცნების საგანს, სიყვარულის „გადავლის“ მერე, პარტნიორები არა მხოლოდ მშვენივრად ამჩნევენ პარტნიორის ნაკლს, არამედ იმ  „ცოდვებსაც“  მიაწერენ, რომლებიც არ გააჩნიათ. ერთმანეთის მიმართ საყვედურის საბაბი ხდება ყოველგვარი სისულელე – გაურეცხავი თეფში, საწოლის ქვეშ დატოვებული წინდები ან გასაღები, რომელიც უადგილო ადგილას დევს.
* არ მიმართავენ ერთმანეთს რჩევისთვის – თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ცოლ-ქმარი აღარ ეთათბირება ერთმანეთს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მოუყვება თავის მეორე ნახევარს იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დგას. თუ არ მოუყვა, თუ რჩევა არ ჰკითხა, სიყვარული დასრულებულია.
* იუმორის გრძნობის დაკარგვა –  ხუმრობებზე ერთად სიცილის უნარი სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია. თუ ადამიანს მსუბუქად ჩაცინებაც კი არ შეუძლია იმ ანეკდოტის მოსმენისას, სიცილით რომ კლავს მის მეორე ნახევარს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. სიყვარულის გაქრობასთან ერთად ქრება პარტნიორისადმი გულწრფელი თანაგრძნობის უნარიც. – უნარი, რომ შეიცოდო მეუღლე, თუ მანქანის გასაღები დაკარგა ან პერანგზე ყავა გადაესხა.
* საიმედოობის განცდის დაკარგვა –  შეყვარებულ მეუღლეებს არასოდეს ეპარებათ ეჭვი, რომ ერთმანეთისთვის საიმედო საყრდენს წარმოადგენენ. ქალი თავის გვერდით ყოველთვის გრძნობს მამაკაცის ძლიერ მხარს. კაცი ოჯახს აღიქვამს ადგილად, სადაც ყოველთვის შეუძლია, უსიამოვნებებსა და პრობლემებს დაემალოს, სადაც შეიბრალებენ და თანაუგრძნობენ. როდესაც სიყვარული ქრება, დაცულობის შეგრძნებაც აღარ არის.

ოჰ,  ეს სიყვარული!

ვინმემ იცის, რა არის სიყვარული? სიყვარული – ეს ხომ ფართო ცნებაა, რომელიც ყველას თავისებურად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს. ამბობენ, თუ მართლა გიყვარს, გრძნობა ჭეშმარიტია და  ნამდვილი, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემო.  მართლაც, რთულია  იმ განცდების  აღწერა, რასაც სიყვარული განიჭებთ.
 სამწუხაროდ, ადამიანები სიყვარულს, რომელიც ჯილდოდ  გვეძლევა, ხშირად ვერ აფასებენ და იმის საშუალებას აძლევენ, რომ მათი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრეს.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს. უმრავლესობა თავის მეორე ნახევარს მხოლოდ მაშინ აფასებს, როდესაც მას კარგავს და გრძნობს, რომ ის მის გვერდით აღარასდროს იქნება.
არსებობს კი საერთოდ სიყვარული? იქნებ, ეს რაღაც გამოგონილი „მისტიფიკაციაა“  ან მართლაც უცნაური საჩუქარი, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, შეუძლია, წარმოუდგენელი სიმაღლეები დაიპყროს.
ფსიქოლოგებიც კი ადასტურებენ, რომ ადამიანი სიყვარულის დროს გრძნობათა მთელ გამას განიცდის – ეჭვებიდან დაწყებული, სიყვარულის ობიექტის დანახვაზე მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული.
რაში გვჭირდება სიყვარული, თუ მას ტანჯვა და ტკივილი   მოაქვს? საქმე ისაა, რომ როცა ადამიანს უყვარდება, უკეთესი მომავლის იმედით ივსება. დარწმუნებულია, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა,  მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.
რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს სიყვარული, მას მოფრთხილება, „მოფერება“ და გადახალისება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში „გახუნდება“ და „ყოველდღიურ პროზად“  გადაიქცევა. ხანმოკლე განშორებებიც ერთგვარი გამოცდაა. სწორედ ამ დროს აცნობიერებ, რამდენად ძვირფასია ის შენთვის.
ნუ ეცდები, სიყვარული რაღაც საშუალებებით იპოვო. ის  თვითონ მოვა მაშინ, როცა საერთოდ არ ელოდები. მთავარია, ბოლომდე გაუხსნა გულის კარი და შემოუშვა.

გავექცეთ გავრცელებულ
 შეცდომებს


იდეალური  ურთიერთობებიც კი – ჰარმონია და ურთიერთგაგება, გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტებსა და გაუთავებელ დაძაბულობაში გადადის. ასეთი ცვლილებების მიზეზი გახლავთ ის, რომ წყვილს არ შესწევს ძალა, ბოლომდე შეინარჩუნოს  იმ ტიპის გულახდილი ურთიერთობა,  რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ყალიბდება.
აღსანიშნავია, რომ იდეალური ურთიერთობა არის იმ ტიპის ურთიერთობა, სადაც ორივე მონაწილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს, არ არის ერთმანეთში კონკურენცია. ადამიანებს, მათ შორის მამაკაცებს, საკუთარი კრიტერიუმები აქვთ. მათთვის სასურველი სუსტი სქესის წარმომადგენლი კი ამ მოთხოვნილებათა გარკვეულ ნაწილს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ეს ყველაფერი სრულებით ნორმალურიცაა, მაგრამ მიუღებელია უსაფუძვლო კონკურენცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალბატონი მამაკაცისთვის გარკვეული უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობს. ეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მეტად გამაღიზიანებელია.
ქალბატონების უდიდესი ნაწილი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა  ისინი მამაკაცების მაგივრადაც ცდილობენ გარკვეული სიტუაციების მოგვარებას და აზროვნებას მათ ნაცვლად იწყებენ. არ შეიძლება ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს. ქალბატონებო, გახსოვდეთ, ეს უკანასკნელი შეცდომა განსაკუთრებით საშიშია!
ქალისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტიპური შეცდომა – მუდმივი და მარადიული კითხვა: თუ რას გრძნობს მის მიმართ. მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავს ამ თემებზე საუბარი. უკეთესი იქნება, თუ  კარგად შეისწავლით საკუთარ პარტნიორს და მის გრძნობებს მამაკაცის სიტყვებში კი არა, არამედ ქმედებებში ამოიცნობთ.
მამაკაცებს არც ის ფაქტი სიამოვნებთ, როცა ქალბატონები თავიანთ პარტნიორს საკუთრებად მიიჩნევენ. ამას ისე იღებენ, როგორც კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერ შეჭრას.скачать dle 11.3