კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№39 როგორ ხდებიან ქმრები ცოლებისთვის მტრები

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე



სად მიდის სიყვარული? სწორედ ეს კითხვა ჩნდება, როცა იგებ, რომ ერთ დროს იდეალური ურთიერთობა დაინგრა. ჯერ კიდევ გუშინ შეყვარებული წყვილი მოსისხლე მტერივით ექცევა ერთმანეთს, არ ინდობს და ცდილობს, გაანადგუროს. თითქოს ეჯიბრებიან კიდეც ურთიერთს, რომელი მეტს ავნებს მეორეს. რამ შეიძლება გადააქციოს ქმარი ცოლის მტრად, რატომ ფუჭდება შეყვარებული წყვილის ურთიერთობა ქორწინებაში...

მაცაცო (37 წლის): ჩემს ქმარს ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე ვიცნობდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ შემთხვევით არ გადავყრივარ და ერთკვირიანი „აფექტის“ გავლენით არ გავთხოვილვარ. საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა. ბევრ დროს ვატარებდით ერთად. თითქმის ყველა სიტუაციაში მყავდა ნანახი. სიყვარულიც რომ იყო ჩვენ შორის, ეს საკმაოდ გვიან გავაცნობიერე.
– ანუ, ურთიერთობა მეგობრობით დაიწყეთ? ძირითადად ამაზე იყო აგებული?
– დიახ. წარმოიდგინეთ, თორმეტი წლის განმავლობაში ისეთი ახლო ურთიერთობა გვქონდა, რომ ერთმანეთის შესახებ, ფაქტობრივად, ყველაფერი ვიცოდით. ამ პერიოდში ორი შეყვარებული ჰყავდა. ერთთან მე ვეხმარებოდი ურთიერთობის „დალაგებაში“. მაშინ ჩვენ შორის გაცილებით მეტი სიახლოვე იყო და უკეთესად გვესმოდა ერთმანეთის, ვიდრე ახლა.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რაც ახლა ჩემს ოჯახში ხდება. ხშირად ვფიქრობ, რომ სრულიად უცხო ადამიანის გვერდით ვცხოვრობ. ჩემმა ქმარმა ქორწინებაში, სრულიად მოულოდნელად, ისეთი თვისებები გამოავლინა, გაოგნებული დამტოვა. გულგატეხილი ვარ. თურმე, მეგობარს კი არა, მტერს გავყოლივარ ცოლად.
– მტერი რატომ არის?
– სხვა რა სახელი მოვუფიქრო კაცს, რომელსაც ჩემი წარმატება არ უხარია, არ აინტერესებს, რითი ვცხოვრობ, არ ესმის ჩემი, უფრო სწორად, არ მისმენს. ყოველთვის ყველასთან მე გამოვყავარ მტყუანი. ჯიბრში მიდგას და ყველანაირად ცდილობს, გული მატკინოს.
– ამ ყველაფერს საკუთარ ქმარზე ლაპარაკობთ?
– სამწუხაროდ. ხუთი წელია ცოლ-ქმარი ვართ და დღითიდღე მიმყარდება აზრი, რომ მისი იმედი არ უნდა მქონდეს. ეს ისეთი დამთრგუნველი და მტკივნეული განცდაა, გული ყელში მებჯინება და ყველა ჯერზე ტირილი მინდება.
– თქვენ იმას ამბობთ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელიც გქონდათ, ქორწინებამ დაანგრია?
– სხვას რას დავაბრალო? სანამ ერთ ჭერქვეშ დავიწყებით ცხოვრებას, ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავდა. მოგვწონდა ერთმანეთის ქცევები, ხასიათი, იუმორი. ახლა ორი მტრული ბანაკი ვართ და იმას ვაკეთებთ, რომ ერთმანეთს ვებრძვით. როდის დაიწყო ეს, რატომ? – ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ფაქტის წინაშე ვდგავარ და ძალიან ვნერვიულობ. ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. ნორმალური წყვილის შთაბეჭდილებას ვტოვებთ, მაგრამ მარტო მე ვიცი, როგორ ვცხოვრობთ. მიჭირს საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის მიმართ ნდობა აღარ მაქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეჭვიანობ, როგორც მამაკაცზე. სხვა პრობლემები გაცილებით მწვავედ მაწუხებს, ამიტომ ეს თემა ცოტათი ჩრდილში დარჩა. ჩვეულებრივი ბრძოლაა ჩვენ შორის.
– რას ნიშნავს ბრძოლა მეუღლეებს შორის?
– აგიხსნით. შეიძლება, თქვენთვის არ არის ნაცნობი თემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ქალები, რომლებიც იმავე პრობლემების წინაშე დგანან. აი, წარმოიდგინეთ, არასოდეს, არცერთ სიტუაციაში, არცერთ კონფლიქტში თუ კამათში არ დამდგარა ჩემს მხარეზე. მასთან კონფლიქტზე და კამათზე არ ვლაპარაკობ. სხვებზეა საუბარი – ჩემს კოლეგებზე, თანამშრომლებზე, ნაცნობებზე. მტყუანი ყოველთვის მე გამოვყავარ. თუ რამე მჭირდება, ქმარს ვერ და არ ვურეკავ. აზრი არ აქვს, მაინც არ დამეხმარება. კიდევ კარგი, რომ კარგი სამეგობრო მყავს და მაშინვე მეხმარებიან. პატარა ავარია მომივიდა, მოვიდა და იმ მანქანის მძღოლის წინაშე „გამაშავა“  – ტარება ვერ ისწავლეო. როგორია, როცა ქმარი შენ მიმართ ასეთ „ყურადღებას“ იჩენს. უფრო კარგად რომ ავხსნა, როცა რამე მიჭირს ან მეგობარს ვურეკავ, ან ვცდილობ, ჩემმა ქმარმა საერთოდ არ გაიგოს. აღარ მაქვს  მისი „შხამიანი“ ისრების თავი და ვერიდები. ვატყობ, მალე სერიოზულ დაპირისპირებამდე მივალთ. სიტუაცია უარესდება. სახლში სულ დაძაბული ვარ. ვერ ვისვენებ. არ მახსენდება დღე, როცა ჩემთვის ნერვები არ მოეშალოს. ახერხებს, ხასიათი გამიფუჭოს, ჩემი თვითშეფასებაც დაბლა დასწიოს. მჩაგრავს, მამცირებს, დამცინის... ირონიულად „მეკაიფება“. მტერია ჩემი, აბა, რა არის?
– სულ ასე ხომ არ იყავით? რას ფიქრობთ, მიზეზი რა არის?
– სულ ასე ნამდვილად არ ვყოფილვართ. სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა. მერე სრულიად შეიცვალა და ჩამოყალიბდა კაცად, როგორსაც საერთოდ ვერ ვიტან. ვფიქრობ, მიზეზი ჩემზე ბატონობის სურვილია. შინაგანად არის დაკომპლექსებული. ეს პროცესი სულ უფრო ღრმავდება და აუტანელი ხდება. გულწრფელად ვამბობ – ჩემთვის უცხოა ქმრის თანადგომა. ღმერთს ვეხვეწები, ავად არ გავხდე. სრულიად დაუცველი ვიქნები.
– ასე როგორ ცხოვრობთ?
– რთულად. მე მიჭირს. იმას რა ენაღვლება. თავს მშვენივრად გრძნობს. მიუხედავად ყველაფრისა, მე მასზე ვზრუნავ, ვუვლი, კომფორტს ვუქმნი. ჩემი გულისტკივილი ჩემთან რჩება. დიახ, გული მტკივა იმის გამო, რომ გვერდით მამაკაცი არ მყავს, ვისაც დავეყრდნობოდი. ჩემი წინსვლა არ უხარია. ეს უკვე მტრობაა. ჩვენმა იდეალურმა ურთიერთობამ მხოლოდ ქორწინებამდე იარსება. მიკვირს ხოლმე, ნუთუ ეს ის ადამიანია-მეთქი? საკუთარ ცოლს მეტოქედ რატომ აღმიქვამს, ვერ ვხვდები. ჩვენი ურთიერთობა სწორედაც მეტოქეობამ გააფუჭა. ვეჭვობ, რომ ჩემი პიროვნული სიძლიერე არ მოსწონს. რა ვქნა, ოჯახი როგორ დავანგრიო?!
скачать dle 11.3