კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ გადადო გოგა ჩანადირმა ბავშვის ნათლობა შორენა ბეგაშვილის გამო და რა მძიმე ამბავი შეემთხვა მას ინდონეზიაში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

გოგა ჩანადირის შვილი – ანიტა, ახლახან გაქრისტიანდა. მას ოთხი ნათლია ჰყავს, მათ შორის – შორენა ბეგაშვილი. ბავშვი ქაშუეთში მონათლეს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოკრძალებულ გარემოში აღნიშნეს. გოგა ახლახან დაბრუნდა ინდონეზიიდან, სადაც შვიდბალიანი მიწისძვრის დროს დიდი სტრესი გადაიტანა. როგორ გახდა შორენა ბეგაშვილი გოგა ჩანადირის ბავშვის ნათლია, როგორი მამაა გოგა, რა მოხდა ინდონეზიაში და სხვა საინტერესო ამბებს გოგა გვიამბობს.
გოგა ჩანადირი: ანიტა უკვე ორი წლის და ოთხი თვისაა. ოთხ სექტემბერს მოვნათლეთ. ოთხი ნათლია გვყავს – ჩემი და ნათიას მეგობრები, მათ შორის – შორენა ბეგაშვილი. ქაშუეთში მოვნათლეთ. ჩვენ გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნათლობას, როგორც ერთ-ერთი საიდუმლოების ჩვენს ცხოვრებაში შემოტანას და ამასთან, ნათლიების ჩართვას. ნათლობამ კარგად ჩაიარა. გვეგონა, რომ ბავშვი იტირებდა, მაგრამ წყალი უყვარს და წყალთან შეხება ძალიან მოეწონა. ძალიან მოკრძალებული სუფრა გვქონდა, მხოლოდ ნათლიები და ოჯახის წევრები ვიყავით. ორი წლის ბავშვი რას გაიგებს, ვინ იყო და ვინ – არა. ამხელა ხარჯის გაღებას ჯობია, იმ მონათული ბავშვის სახელზე დაეხმარო ვინმე გაჭირვებულს.
– შორენა როგორ გახდა ანიტას ნათლია?
– შორენა უფრო ნათიას მეგობარია, ჩემიც არის, მე ჩემი მეუღლისგან ვიცნობ და მერე დავმეგობრდით, ჩემს დაბადების დღეზეც არის ნამყოფი. კარგი ურთიერთობა გვაქვს. შორენა რომ ნათლია უნდა ყოფილიყო, პირველივე დღეებიდან გადაწყვეტილი გვქონდა. როდესაც ნათია ფეხმძიმედ იყო, შორენამ თვითონ უთხრა, მე ვიქნები თქვენი ნათლიაო და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა.
– რა გინდა, ნათლიებმა დაანათლონ?
– ვფიქრობ, ეს თვითონ ნათლიის გადასაწყვეტია. შორენას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი გოგოა, უბოროტო. არ არსებობს, შორენამ ვინმეზე ცუდი თქვას, ვინმეს ცუდი გაუკეთოს და ეს ძალიან კარგი თვისებაა. ადამიანში კეთილსინდისიერებას, პასუხისმგებლობას, პატიოსნებას ვაფასებ და შორენას ეს ყველაფერი აქვს და ამიტომაც გამიხარდა, რომ ანიტას ნათლია ის იქნებოდა. როდესაც მე ბავშვს ვნათლავ, ბევრ კარგს ვანათლავ. ახლახან ჩემი მეგობრის ბავშვი მოვნათლე გერმანიაში. ნათლობის სახელი სალომე დაერქვა. ისე, რომ ვუკვირდები, ძალიან ცოტა ქართული სახელი გვაქვს. საქართველოში, ძირითადად, გარედან შემოსული სახელებია დამკვიდრებული. ჩემს შვილს ანიტა მე დავარქვი – ღვთისმშობლის დედის პატივსაცემად და ვინაიდან ანა ძალიან გავრცელებული სახელი იყო, მინდოდა, ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და ამიტომ არის ანიტა. როდესაც ნათლობის სურათები გავრცელდა, არც მე ვჩანდი ფოტოებში, არც გვარი ეწერა, დაიწერა: ანიტა მოინათლაო და ყველა მიხვდა, ვისზე იყო საუბარი. ბიჭი რომ მყოლოდა, ვიცი, რომ შიოს დავარქმევდი, ძალიან თბილად ჟღერს. მონათვლა დიდი ხანია, გვინდოდა რადგან შორენას შვილი არ იყო კარგად, გადავდეთ, ვიდრე ამ პრობლემებს
გადალახავდა და დაძლევდა.
–  გოგა, როგორი მამა ხარ?
– ეს ისეთი ცელქია... მე და ანიტამ ამ დილითაც დამალობანა ვითამაშეთ. ჩვენ მას ძალიან დიდ თავისუფლებას ვაძლევთ. ერთდერთი, რაც არ მომწონს, ის არის, რომ ჯერ კიდევ საწოვარა აქვს. რაც არ უნდა გვიმტკიცოს მწარმოებელმა, რომ რეზინის საწოვარას თავი უსაფრთხოა, მაინც მგონია, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სჯობს, რომ ბავშვი თავიდანვე არ მივაჩვიოთ. ახლა მინდა, მოვძებნო გზები, რომ საწოვარას გადავაჩვიო. სასტიკად ვერ იტანს, როდესაც ვინმე შეხვდება და ეტყვის, ანიტა, ეს რა, „სოსკა“ გიკეთიაო. „სოსკა“ არ არის, საწოვარააო პასუხობს. ისეთ ფრაზებს გეტყვის, რომ წარმოუდგენელიც არის, ორი წლის ბავშვმა ასეთი ფრაზები საიდან იცის. გარეგნობით მგავს. მე დედასაც ვამსგავსებ და ჩემს თავსაც. ერთი, რა გამოკვეთილი თვისებაც აქვს, სიჯიუტით მგავს. მინდა, რომ ჯანსაღად ცხოვრობდეს, სულ იღიმოდეს და მართლაც, სულ იღიმის. თუ რაღაც საწადელის მიღწევა უნდა, ტირილით გამოხატავს, თამაშობს, მერე მე მივუხვდები ხოლმე ამას, ვეთამაშები და სიცილს იწყებს.
– გოგა, რა შეცვალა მამობამ შენს ცხოვრებაში?
– რომ ვთქვა, რაიმე განსაკუთრებული შეცვალა, ასე არ არის, ისევ ისე ვფიქრობ ჩემს ქვეყანაზე, ადამიანებზე. განსაკუთრებული რაც შემიცვალა, ეს არის, რომ მოგზაურობების ხანგრძლივობა შემიმცირა. ადრე თუ ორი-სამი თვით მივდიოდი, ახლა ორი-სამი კვირით მივდივარ. გული სულ სახლისკენ მიმიწევს. რამდენიმეჯერ სატელევიზიო გადაცემაში წასვლაზეც უარი ვთქვი, იმიტომ რომ ბავშვთან უნდა ვყოფილიყავი.
– ცდილობ, ქართული სიტყვების სწორი ფორმები დაამკვიდრო, დაწესებულებებზე ქართული წარწერები გააკეთებინო, უცხოეთშიც ხომ არ ეწევი ქართულის პროპაგანდას?
_უკვე ბევრმა დაწესებულებამ გააკეთა ქართული წარწერები, ბევრიც მომმართავს, რომ დავაკვალიანო, როგორ და სად გააკეთონ. მე როდესაც ვმოგზაურობ, უფრო ქართულ ამბებს ვეძებ ხოლმე. ყოველ წელს ჩავდივარ ტაო-კლარჯეთში, ვაკვირდები ძეგლების მდგომარეობას, რაიმე ხომ არ შეიცვალა, ხომ არ დაზიანდა, ახლა ვიყავით იუსოფელში, რომელსაც ახალთა ერქვა. იქ იყვნენ ქართველები, რომელთაც „დედა ენა“ ჰქონდათ. ვიჯექით და ვვარჯიშობდით. კაფე-ბარი ჰქონდათ და ყოველდღე ჩაით გვიმასპინძლდებოდნენ. საოცარი ქართულით ლაპარაკობდნენ. იქ უფროსებს „დიდმანებს“ეძახიან. სტამბოლში ერთ ქართველს ვკითხე, თქვენი თანატოლები ქართულად თუ ლაპარაკობენ-მეთქი და დიდმანები უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე პატარამანებიო. „რა ღირს“
მაგივრად გეუბნება – „რას ფასობს“. ინდონეზიაში ვიყავი, მახსოვს, ღია საჭადრაკო დაფა იყო. რამდენიმე ახალგაზრდა ჭადრაკს თამაშობდა. მე ძალიან მიყვარს ჭადრაკი და ჩავდექი რიგში. ერთი ქერათმიანი გოგო იყო, ევროპული გარეგნობის, შვედსაც კი მივამსგავსე. რიგი მე და იმ გოგოს მოგვიწია. თეთრებით ვითამაშოთ თუ შავებითო და ამ გოგომ კენჭი დამალა, თუ გამოვიცნობდი, თეთრებით მე დავიწყებდი, ხელი რომ დავარტყი ხელზე, უცებ ოქროს ბეჭედი გაუვარდა ამ გოგოს, ავიღე და რომ მივაწოდე, დავინახე ზედ წვრილი ასოებით ეწერა რაღაც, რომ დავაკვირდი, დავინახე ქართული ასოებით აწერია: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“. ამ გოგომ თქვა, ეს ჩემი დიდი ბებიის დანატოვარია, საქართველოდან იყოო. მეც საქართველოდან ვარ-მეთქი. ქართული საერთოდ არ იცოდა, ამერიკაში დაბადებული გოგო იყო, თუმცა ბეჭედს რა ეწერა, იცოდა. კრუიზით ვიმოგზაურე და ძალიან საინტერესო ისტორია გადამხდა. ჩილედან სამხრეთ ამერიკაში წამოვედი. მოგზაურობის დროს ჰაიტიზე მიწისძვრა მოხდა. გემის ერთ-ერთ წარმომადგენელს შევთავაზე, საქველმოქმედო ყუთი გაკავეთოთ, მგზავრებმა ფული შევაგროვოთ და ჰაიტს გადავურიცხოთ-მეთქი. ჭკუაში დაუჯდა, გამჭვირვალე ყუთი გავაკეთეთ, დავაწერე: „გთხოვთ, დაეხმაროთ ჰაიტს“. რა თქმა უნდა, ქართულადაც მეწერა. უცებ მოვიდნენ შუახანს გადაცილებული ქალი და კაცი, ქალმა აიღო ყუთი, დახედა, რით შემიძლია დაგემხაროთ-მეთქი? ჩემს ენაზე დაწერილი დავინახეო, რომელი-მეთქი და ქართულიო. მეც ქართველი ვარ-მეთქი. როგორ გამიხარდა თქვენი ნახვაო. საქართველოს გარეთ, საბერძნეთის გარდა, არსად მინახავს, რომ სადმე ქართულად ეწეროსო. დიდი რაოდენობის ფული ჩაყარა –  ბევრი ასდოლარიანი იყო.  სულ 12 ათას დოლარამდე შეიკრიბა.
– ახლახან დიდ მიწისძვრაში მოყევი ინდონეზიაში. გვიამბე, როგორ იყო ეს ამბავი...
– საშინელი, შვიდბალიანი მიწისძვრა მოხდა. შენობამ ჭრიალი დაიწყო. მუცელზე ვიყავი წამოწოლილი, ტელეფონს ვუყურებდი. ლოგინიდან წამოვფრინდი, მაგრამ გარეთ გასვლას ვეღარ ვასწრებდი და კარის ჩარჩოს ქვეშ დავდექი, ვიფიქრე, თუ ჩაინგრევა, იმან შეიძლება დაიჭიროს, მაინც უფრო მყარი ნაწილია, იქ მაინც დავრჩები-მეთქი. იმის მერე კიდევ სამი დღე ვიყავი ინდონეზიაში. დღეში ექვსჯერ მეორდებოდა ბიძგები. ყველაზე უცნაური ის არის, რომ როცა ვზივარ, მგონია, რომ მიწისძვრაა, ეს ფსიქოლოგიურ ტრავმას ჰგავს. ბევრი მიწისძვრა მინახავს, მაგრამ ასეთი ცუდი – არა. სოფელში რომ კარი გაიჭრიალებს, ისე ჭრიალებდა შენობა. პირველ დღეს თავში სულ რაღაც ტრიალებდა, ისეთი შეგრძნება დამიტოვა. სხვებმაც მითხრეს, რომ იგივე სიმპტომი ჰქონდათ, თქვეს, რაღაც მაგნიტური მოიტანაო. ყოველდღე „ფეისბუქი“ მიგზავნიდა მოთხოვნას, დაუდასტურე შენს მეგობრებს, რომ უსაფრთხოდ ხარო, არ ვადასტურებდი, იმიტომ რომ არავინ იცოდა, რა მოხდა. ძალიან მძიმე ამბავი გადავიტანე.


скачать dle 11.3