კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№38 რატომ ემუქრებოდა ბექა ჩხაიძეს მეუღლე ქორწილიდან წასვლით და რატომ არ ჰყავდათ მათ ქორწილში თამადა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია


ბექა ჩხაიძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ბექა და მისი მეუღლე ბავშვს ელოდებიან. მათ ახლახან ქორწილი ჰქონდათ. საქორწილო ცერემონიალი ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გაიმართა, ქორწილი არატრადიციული იყო, თამადის გარეშე, აჩი ფურცელაძეს მიჰყავდა. ხელის მოწერის ცერემონიალი კი თაკო დოლაბერიძემ ჩაატარა. რა შეცვალა ანიმ ბექას ცხოვრებაში და როგორ გახდა ის მეოჯახე ბიჭი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბექა ჩხაიძე:  დიდი ქორწილი თბილისში, ზამთარში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გადავწყვიტეთ, ბათუმში გაგვეკეთებინა. დაახლოებით 250 კაცი იყო. ქორწილისთვის ყველაფერი მე და ანიმ დავგეგმეთ. ბათუმში „სქაი ბარში“ გვქონდა არატრადიციული  ქორწილი. სადღეგრძელოებით არ ყოფილა. თამადა არ გვყავდა, წამყვანი აჩი ფურცელაძე იყო, უფრო ივენთივით ქორწილი გვქონდა. თავიდან ერთი-ორი სადღეგრძელო შეისვა და მერე ყველა თავისთვის  ერთობოდა. ალაფურშეტი იყო, საჭმელი მაგიდებზეც ეწყო, თან ვისაც ვისთან უნდოდა, ისინი დასხდნენ ერთად. ბევრი მომღერალი იყო: ჩემი კვარტეტი, მერაბ სეფაშვილი, ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი ცანკაშვილი, სალომე გოგიაშვილი... ბევრი ძალიან შინაური გამომრჩა. ყველას ვერც დავავალდებულეთ, თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა. იდეაში გვქონდა, ვინც ბათუმში იქნებოდა, ისინი ყოფილიყვნენ და 80 პროცენტი იქ იყო, დანარჩენები ჩამოვიდნენ. ბავშვი რომ გაჩნდება, ალბათ, დიდ ნათლობას გავაკეთებთ.
ჩემმა მეგობარმა, „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კორღელიძემ ქორწილში ბარსელონის საგზური გვაჩუქა. ახლა არ გვინდა და გაზაფხულზე წავალთ. ჯვარი ბათუმში, წმიდა ნიკოლოზის ტაძარში დავიწერეთ.
ანი ჩხეიძე: არატრადიციული ქორწილი მე მოვინდომე. დიდი კაბის ჩაცმა არ მინდოდა და გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირიდა: ბათუმში რომ ხარ, ძნელია. არც ვიცოდი, ვისთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ სოფო ბაკურიძემ მაჩუქა, ძალიან ლამაზი და სადა კაბა შემიკერა –  ქორწილის საჩუქარი იყო. მეგონა, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, მე ძალიან ორგანიზებული ტიპი ვარ და მაინც რაღაც საგიჟეთში აღმოვჩნდი. ერთმანეთს ვეძებდით, მე სასტუმროში მივედი, ბექა სადღაც იყო. ორ საათზე უნდა გავსულიყავით. მეჯვარეები არ მოდიოდნენ... ბექას ვურეკავ: თუ მალე არ მოხვალ, ახლა მე წავალ აქედან-მეთქი, ვჯუჯღუნებდი. ოთხ საათზე, როგორც იქნა, გამოვაღწიეთ სახლიდან. ძალიან ცუდი, საშინელი ამინდი იყო. სალონიდან რომ გამოვედი, მეგონა, თმა დავარცხნილი მქონდა, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე, გული გამისკდა. სტილისტი სასტუმროში მოვიყვანე, თავიდან გავიკეთე, თუმცა, რომ გამოვედი, ისევ ისე მქონდა. ხელისმოწერის ცერემონიალი ზღვის სანაპიროზე გვქონდა დაგეგმილი, თაკო დოლაბერიძემ მოგვაწერინა ხელი. ქორწილის დროს სტუმრები ფანჩატურებში იყვნენ სვამდნენ და
ცეკვავდნენ. საბოლოოდ ყველა კარგად გაერთო. სამ-სამი მეჯვარე გვყავდა, მე – ჩემი ორი მეგობარი გოგო და ერთი ბავშვობის მეგობარი ბიჭი, ბექას – სამივე ბიჭი. მე ძალიან გავერთე, არ დავღლილვარ. ისეთი ქორწილი არ მინდოდა, ამაღლებულ მაგიდაზე რომ  ზიხარ და ყველა გიყურებს, თან, თამადისგან დაღლილი სტუმრები რომ გარბიან. ყოველთვის ზღვის სანაპიროზე მოწყობილი ცერემონიალი მომწონდა. წინააღმდეგობა მშობლებისგანაც იყო, მაგრამ თვითონაც გაერთნენ, ძალიან კარგად მოილხინეს და აღიარეს: კარგი გადაწყვეტილება იყოო.
– ბექა, ბოლოს რომ ინტერვიუ ჩავწერეთ, ანის მშობლებთან უნდა დაგერეკა და ღელავდი, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
ბექა: ქორწილში სიდედრთან ერთად ბევრი ვიცეკვე. სიდედრი, სიმამრი და მე განუყრელი მეგობრები ვართ და ვცხოვრობთ ტკბილად. დავმშვიდდი, ხომ ვამბობდი, დავიღალე და ჩემი ბუდე მინდა-მეთქი და აი, ეგ არის. ღმერთს მადლობა – ძალიან ბედნიერად და კარგად ვარ. ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ სულ ანის დასთან ვართ. ჩემს ქვისლთან ძალიან დავძმაკაცდი და დიდი ბედნიერებაა. რამდენი ჩემი მეგობარი ვიცი, არანაირი ურთიერთობა არ აქვს ცოლის ნათესავებთან. ლისზე ვიშენებთ სახლს და ცოტა ხანი ანის დის კორპუსში გადასვლა გვიწევს, მერე კი სულ ერთად ვიქნებით.
– ბექა,  რა შეცვალა ანიმ შენს ცხოვრებაში?
– სულ ახალი ხედვით ვცხოვრობ. ჩემს ცხოვრებაში არ მიფიქრია სამსახურზე და ახლა მუშაობა დავიწყე

– ჩემი მეგობრის ბიზნესებში ჩავერთე. გახედვაც არ მინდა გარეთ, ოჯახის წევრებისა და რამდენიმე მეგობრის გარემოცვაში ვარ, ისე არა, ასი ათას კაცზე
რომ ვიყავი გადამკვდარი. ვცხოვრობ ბედნიერად. ეს არის სიყვარული და ამიტომ უნდა გიყვარდეს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება. შეჩვევაა ურთიერთობა. ძალიან საყვარელია, პატარაა ასაკით, მაგრამ განათლებითა და ცხოვრების მიმართ ხედვით ჩემზე ბევრად წინ არის და ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. თითქმის არასდროს ვკამათობთ. ჩემები სულ ჩემს ასეთ დალაგებულ ცხოვრებას ნატრობდნენ. ახლა მალე ბავშვიც გვეყოლება.
ანი: დაახლოებით სამი თვის ორსული ვარ. ორსულობის ამბავი ერთად გავიგეთ. სულ ერთად ვართ და ასე ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი. გოგოებთან რომ გავდივარ, სალონშიც რომ მივდივარ, ბექა ჩემთან არის. სულ დამცინიან, მოგაკითხავს ახლაო და ბექაც მოვა: არ გამოდიხარ, ანი?
– როგორი ორსულობა გაქვს?
– არც კარგი, არ ცუდი. წნევები და რაღაცები მქონდა. მე რომ ცუდად ვარ, ბექას ჩემზე მეტად ეშინია. ფერი არ აქვს ხოლმე, მე რომ კარგად გავხდები, მერე ბექა არის მოსასულიერებელი. არაფრის მოთხოვნილება არ მაქვს, მგონია, ეს რაღაც ილუზიაა. ორსულიც რომ არ იყოს, ყველა ადამიანს
შეიძლება, რაღაც მოუნდეს. ჯერჯერობით განსაკუთრებულიც არაფერი მომნდომებია. ბექა ძალიან მზრუნველია, ზოგჯერ – ზედმეტად. ორი საათითაც რომ გავიდე, მირეკავს, სად ხარ, რამე ხომ არ გინდა, ხომ არ გამოგიარო. ვფიქრობ, რომ ძიძა არ გვეყოლება და ბავშვს ბექა გაზრდის. ჩემს დისშვილებს ისე თბილად ეთამაშება და თავის შვილზე გაგიჟდება. ჯერ ზუსტად არ ვიცით სქესი, მაგრამ გვითხრეს, რომ სავარაუდოდ; ბიჭია. ყოველთვის მეგონა, რომ გოგო მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიჭი მინდა, შეიძლება, იმიტომ, რომ ბექას უნდა ძალიან.
– ბექა, ერთი შვილი გყავს, რა განსხვავებაა მაშინდელ ბავშის მოლოდინსა და ახლანდელს შორის?
ბექა: ბარბარე ჩემი პირველი სიხარულია, ძალიან მიყვარს, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი, ახლა უფრო სხვანაირად ვუყურებ. სად 18 წლისას რომ გაქვს ცხოვრებაზე შეხედულება და სად – ამხელა კაცს.
– ანი, სახლში დიასახლისობ?
ანი: ვერ ვიტყვი, რომ ვდიასახლისობ. სულ ყვებიან ჩემი მეგობრები. ანი ისეთ პასტას აკეთებს, ისეთ პიცას აკეთებს, ბექა ზის და იძახის – გადმოცემით ვიციო. ჩემი ბებია და ბაბუა იტალიაში ცხოვრობენ და ვიცი იტალიური საჭმელები.
ბექა:  სალობიედან ბრუსკეტებზე  გადამიყვანა.
скачать dle 11.3