კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რით ანებივრებს თიკა ბალანჩინს საყვარელი მამაკაცი და როგორ გახდა ის ესპანელი გოგოს დედა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მუსიკოსმა და მომღერალმა თიკა ბალანჩინმა,  თვეების წინ, საქართველოში, თავის პროდიუსერ დათუნა ბარნაბიშვილთნ მოაწერა ხელი და ქმართან ერთად, უცხოეთში გაემგზავრა. თიკა ახლახან ულამაზესი გოგონას დედა გახდა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ახალბედა დედას ამ უდიდეს ბედნიერებას და მის პატარას იღბალიან, ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებს. თიკა თავის საყვარელ მამაკაცთან და შვილთან ერთად, ბარსელონაში იმყოფება. ორსულობის ამბავს დიდხანს მალავდა და სოციალურ ქსელში 33 კვირის ორსულობის ფოტოები რომ დადო, თავადაც უკვირდა, იმდენი ადამიანი ურეკავდა, სწერდა და ულოცავდა. ჩვენ მას ბარსელონაში დავუკავშირდით, დედობა მივულოცეთ და ამბებიც გამოვკითხეთ.
– თიკა, გილოცავთ გოგონას დედობას! როგორ არის პატარა და როგორ გრძნობს ახალბედა დედიკო თავს?
– გმადლობთ მოლოცვისთვის. დედიკოც და პატარაც კარგად ვართ. მინდა, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად ვერ შეძლო მოლოცვა და სოციალურ ქსელში მწერდა. ბევრმა არც კი იცოდა, რომ გავთხოვდი და ფოტოზე მუცლით რომ მნახეს, გაუკვირდათ. რომ ვიმშობიარე, ეს ფოტოც იმ წუთასვე დავდე სოციალურ ქსელში და მივხვდი, ბევრ ადამიანს გაუხარდა და გაიზიარა ჩემი ბედნიერება.
– საკმაოდ აქტიური ორსული იყავი, ბოლო თვეშიც კი კლუბში მღეროდი. წონაშიც არ იყავი მომატებული და ალბათ, ამიტომ არ გაგიჭირდა მშობიარობა.
– დიახ, ძალიან აქტიური ორსული ვიყავი, ვცდილობდი, ამ მდგომარეობით არ მესარგებლა. ბოლო თვემდე სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი. მშობიარობა რომ დამეწყო, სახლში ვიყავი და სამშობიაროში მისულმა, მალევე გავაჩინე, ყოველგვარი სირთულეების გარეშე. ჩემი გოგონა რომ დავინახე, ვერ გეტყვით, რა დამემართა, ყველაფერი დამავიწყდა, მის გარდა ვერაფერს ვხედავდი და ვგრძნობდი. ამ გრძნობას ენით ვერ აღვწერ, ვერაფერს შევადარებ. ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვცადე და დედა გავხდი. 3 კილო და 300 გრამი გაჩნდა და ახლა, ცოტა მოიმატა. არც მუცელში ყოფნისას შეუქმნია დისკომფორტი, არც ამქვეყნად მოვლენის დროს და ახლაც ჭკვიანი გოგოა.
– მამიკო ესწრებოდა შვილის ამქვეყნად მოვლენას, მანაც შეიგრძნო იმ პირველი წამების განცდა, რაზეც შენ მიყვები?
– დიახ.  დათუნამ თავად გამოთქვა სურვილი, მშობიარობის დროს, ჩემს გვერდით ყოფილიყო, ესწრებოდა ბავშვის დაბადებას და თან, ვიდეოს იღებდა. არც გული წასვლია, გმირულად აღბეჭდა ჩვენი შვილის პირველი დაბადების წუთები (იცინის).
– რა დაარქვით პატარას და ვინ შეურჩია სახელი?
– მთელი ორსულობა ვარჩევდით და ვერ შევარჩიეთ. ბოლოს, რომ დაიბადა, სახელი დათუნამ მოიფიქრა და ელეა დავარქვით. ბევრი მეკითხება, ვისი სახელიაო. ჩვენ გარშემო არავის ჰქვია. უბრალოდ, მოგვეწონა და დავარქვით. მოფერებით კი, ლეას ვეძახით.
– ვის ჰგავს?
– ცოტ-ცოტა ორივეს გვგავს. ჯერ ძალიან პაწაწუნაა და რომ გაიზრდება, ვნახოთ, საბოლოოდ ვის დაემსგავსება.
– დედობამ შეგცვალა? ამ ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?
–  თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ზედმეტად კარგადაც კი. თუმცა, ლეას რომ დიდხანს ვუყურებ ხოლმე, უცხო შეგრძნებებიც მაქვს (იცინის). ალბათ, ცოტა
შევიცვალე კიდეც. მიჭირს, ჩემი დედური განცდები აღვწერო. აქ სიტყვები ცოტა მეზედმეტება. უბრალოდ, ეს საოცრებაა, რამაც ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეცვალა ყველაფერზე.
– ვინ გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– ბავშვს ერთიანი ძალებით ვზრდით. დათუნას უდიდესი წვლილი შეაქვს, ფაქტობრივად, სულ მას ჰყავს. რომ ვაკვირდები, ძალიან მზრუნველი და კარგი მამაა. მე კი სულ ვუმღერი. ძილი დიდად არ უყვარს და ამიტომ დღე და ღამე ვღიღინებთ. ზოგადად, ფეთიანი ვარ და თუ ბავშვი ტირის ან ცქმუტავს, მგონია, რაღაც უჭირს და ამ დროს ჩემი ფეთიანობები ორმაგდება (იცინის). თუმცა, პრობლემური ბავშვი ნამდვილად არ არის, სულ იღიმება. მთელი ორსულობის განმავლობაში დათუნა ძალიან მანებივრებდა, ხელის გულზე მატარებდა და ხომ წარმოგიდგენიათ, შვილს როგორ გაანებივრებს.
– როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?
– საქარველოდან ორნი წამოვედით – მე და დათუნა და ახლა სამნი დავბრუნდებით, თუმცა, როდის – ჯერ არ ვიცი. ბავშვს აქაური დაბადების მოწმობა აქვს, შესაბამისად, მოქალაქეობასაც აქაურს აიღებს და საქართველოში ჩემს ესპანელ გოგონასთან ერთად დავბრუნდებით.
– როდის აპირებ სცენაზე დადგომას? თუ დროებით ტაიმაუტს აიღებ?
– სცენას არცერთი წამით არ ჩამოვშორებივარ. ორსულიც ვმღეროდი და  ლეაც, რომ დაიბადა, ორ კვირაში, სცენაზე დავდექი. ასე რომ, დედობა სიმღერაში ხელს არ მიშლის და სულ მალე, კარიერულად, კარგ სიახლეებსაც შემოგთავაზებთ (იცინის). სულ ვამბობდი, ეს წელი ჩემთვის წარმატებულად და იღბლიანად დაიწყო-მეთქი და ჩემი გოგონა ამ იღბლის დაგვირგვინებაა.
– სოციალურ ქსელში შვილის სურათებს როდის გამოაჩენ?
– ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ცოტა წამოიზარდოს და მერე. ზოგადად, არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების აფიშირება, სოციალურ ქსელში ფოტოების აქტიურად დადება და ფაქტების გასაჯაროება. არ მომწონს, ახალშობილი ბავშვის ფოტოებს რომ დებენ.
скачать dle 11.3