კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ვინ უხდიდა ყალბ დაბადების დღეებს თამუნა მუსერიძეს და რას სთხოვენ მას გაშვილებული ადამიანები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

თამუნა მუსერიძის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გაიგო, რომ ნაშვილებია – იმ დღიდან ბიოლოგიურ დედას ეძებს. მართალია, გამზრდელი დედა, რომელიც ძალიან უყვარდა და გარდაეცვალა, დაბადების დღეს ყოველთვის უხდიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თამუნა, რეალურად, სულაც არ არის იმ რიცხვში დაბადებული, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად რომ ზეიმობდა. სწორედ ეს პრობლემა გახდა მისთვის მიზეზი, რომ ჩამოეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელწოდებით – „ვეძებ“ და დახმარებოდა ადამიანებს, ვინც დედას, მამას, შვილს ან ოჯახის სხვა წევრებს ეძებს.
თამუნა მუსერიძე: დიდი ხანია ვეძებ ბიოლოგიურ დედას, მაგრამ არსად ჩანს. ბავშვობაში რამდენიმეჯერ წამომაძახეს, აყვანილი ხარო, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. გამზრდელი დედა რომ გარდაიცვალა, მერე მითხრეს და დღემდე ვეძებ ბიოლოგიურ დედას. ზოგადად, საქართველოში გაშვილებული ადამიანების უფლებები არ არის დაცული. ანუ, არის გათვალისწინებული მხოლოდ გამშვილებლებისა და მშვილებლების ინტერესები და ანონიმურობა იმდენად დაცულია, ადამიანს საკუთარ თავზე, რეალური ინფორმაციის მიღება რომ მოუნდეს, ამის საშუალებას სახელმწიფო არ აძლევს. შესაბამისად, გაშვილებული ადამიანები, დაჩაგრულები არიან. ათასი განცხადება უნდა დაწერო, გაიაროს ათასი ინსტანცია, მაგრამ თუ გამზრდელი მშობლები ან ბიოლოგიური მშობლები წინააღმდეგები არიან, ვერაფერსაც ვერ გაიგებ. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, სრულწლოვანი ხარ თუ არა. ჩემი ორივე აღმზრდელი მშობელი გარდაცვლილია, შესაბამისად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს თავზე, სიმართლეს მეტყვის.
– დავიჯერო, სანათესაომ არ იცის რაიმე, თუნდაც მცირე დეტალი, რომელიც ბიოლოგიური დედის ძებნაში დაგეხმარება?
– დიახ, არსებობენ, გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იციან, მაგრამ არ მეუბნებიან. უბრალოდ, რამდენჯერაც ვკითხე, მითხრეს, არ არის საჭირო ამის ცოდნაო და მორჩა. იმასაც კი ვერ მეუბნებიან, რატომ. ეს ძალიან რთულია და სანამ შენ თავად არ აღმოჩნდები ამ მდგომარეობაში, მანამდე ვერავინ გაიგებ, ეს რას ნიშნავს – ცხოვრება მთლიანად იცვლება. ყოველთვის მქონდა წინათგრძნობა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა ამას ვერ ვხვდებოდი. სულ მეგონა, იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. დედის გარდაცვალების შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიგე ინფორმაცია, რომ აყვანილი ვარ. სახლში ორი დაბადების მოწმობა ვიპოვეთ და ერთ-ერთ ნათესავსაც წამოსცდა.
– როგორც მივხვდი, შენი პრობლემა გახდა მიზეზი, რომ ჩამოგეყალიბებინა არასამთავრებო ორგანიზაცია და შენნაირ ადამიანებს დახმარებოდი. რეალურად, რამდენ ადამიანს აპოვნინე ნამდვილი ოჯახის წევრები?
– საქართველოში ასეთი ორგანიზაცია არ არსებობდა. ამიტომ, მე და რამდენიმე ჟურნალისტმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია და ბიოლოგიური მშობლების ძიებაში დავხმარებოდით ადამიანებს. უკვე სამი დედა ვიპოვეთ. გვყავს ჩვენი იურისტები და ფსიქოლოგები, რომლებიც ამ საქმეში გვერდით გვიდგანან. ყველა გაშვილებულს აქვს პრობლემა და ფიქრობს, როგორ მიიღებს მას გამშვილებელი დედა. იყო შემთხვევა, როცა დედამ იცოდა, რომ გაშვილებული შვილი გვერდით სოფელში ცხოვრობდა, გოგონა კი აზრზეც არ იყო. ანუ, დედამ იცის მისი შვილის შესახებ, მაგრამ მის სანახავად არ მიდის.
– თუ დედას არ უნდა ამის გამოაშკარავება და გაშვილებული ბავშვის შვილად ცნობა?
–  ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს ვინ არის მისი ნამდვილი მშობელი და ამას კანონი არ კრძალავს. ჩვენ პირდაპირ არ მივდივართ დედასთან და არ ვეუბნებით, შვილი გეძებსო. ნათესავებს, ახლობლებს ვეკონტაქტებით, ვიგებთ ამბებს და შემდეგ გადავდივართ მოქმედებაზე. ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 80-ამდე ადამიანი დაგვიკავშირდა. ზოგს დედა ჰყავს და მამას ეძებს, ზოგი – ძმას, ზოგიც – დედას. უმეტესობა თბილისის მეორე და პირველი სამშობიაროდან არიან გაშვილებული. ამას წინათ კი ერთმა გოგონამ დამირეკა, ვიცი ბიოლოგიური დედა ვინც არის, მისი მისამართიც და გეხვეწები, შენ გამყევიო. აუცილებლად, გავყვები.
– ანუ, ჩვეულებრივ, გამოძიებას ატარებთ და გამომძიებლის როლიც მოირგე.
– დიახ, ჟურნალისტურ გამოძიებას ვატარებთ და ვხუმრობ ხოლმე, ჟურნალისტი გოგო აგენტი-გამომძიებელი გავხდი-მეთქი (იცინის). საქართველო პატარაა და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. ამის გაგება კი არ არის რთული. ჩვენი ორგანიზაცია ერთი წელია, არსებობს, მაგრამ ამას დაემთხვა ჩემი ორსულობა და არ შემეძლო, სოფელ-სოფელ და რაიონ-რაიონ მევლო. ამიტომ, ცოტა ხნით პაუზა მქონდა და ამ საქმეს ახლა ისევ ჩავუდექი სათავეში. როცა ადამიანმა საკუთარი სახელი, გვარი და დაბადების დღე არ იცის, ვფიქრობ, უსამართლობაა. მიმაჩნია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ.
– თქვი, ჟურნალისტი ვიყავი და ახლა გამომძიებელი გავხდიო. თუმცა, მაჭანკალიც ხომ იყავი?
– დიახ, რადიოში გადაცემა მიმყავდა და 32 ოჯახი შევქმენი, ახლა კი, სამ ადამიანს დედა ვაპოვნინე (იცინის). მაჭანკლის როლი ავტომატურად მოვირგე, არ მქონდა გათვლილი, გამოძიება კი ბავშვობიდან მიზიდავდა და ნატვრა დიდობაში ავიხდინე. რასაც ჩემი ძალებით ვახერხებ, ვაკეთებ და მიხარია, თუ ადამიანებს ვეხმარები.
– თამუნა, როგორ ფიქრობ, დედა რომ გამოჩნდეს, ფსიქოლოგიური დახმარება შენც დაგჭირდება?
– დიახ. ბიოლოგიური დედა რომ გამოჩნდეს, აუცილებლად დამჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. როცა გავიცნობ, ვნახავ და მერე წავა, ამ მომენტში დამჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.
–  და, როგორი იქნება თქვენი შეხვედრა, ამაზე გიფიქრია?
– როგორ არ მიფიქრია. ვიცი, ჩვენი შეხვედრა ცივი იქნება. დარწმუნებული ვარ, იცის, რომ ამდენი ხანია, ვეძებ და არ გამოჩნდა. ალბათ, არ უნდა ჩემი ნახვა. ახლა, როცა დედა ვარ, ამის გააზრება ჩემთვის ასმაგად რთულია. კიდევ ვამბობ, ბავშვობაში რამდენჯერმე მითხრეს, ნაშვილები ხარო, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი იყო, არ დავიჯერე. ახლა ვნანობ. ნეტავ, მაშინვე მეთქვა და დედასთვის დამეძალებინა, მოეყოლა.
–  ალბათ, ბევრი მსგავსი პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანი არ გენდობა და იტყვის, საკუთრი დედა ვერ უპოვია და ჩვენ როგორ დაგვეხმარებაო.
– რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ ბევრმა იცის ის რაიონი, სადაც დაიბადა, ან მამის და დედის გვარი, სოფელი, ასაკი, სამშობიარო. მე კი არაფერი ვიცი, არც დაბადების ადგილი, არც სახელი, გვარი და არც დაბადების დღე. ერთიც რომ ვიცოდე, დედის მოძებნა გამიადვილდება. იცით, რატომ არ მიყვარს შემოდგომა? იმიტომ, რომ დაბადების დღე შემოდგომაზე მაქვს, თუმცა როდის, არ ვიცი. გამზრდელი დედა დაბადების დღეებს  10 ოქტომბერს მიხდიდა და რომ გავიგე, ეს არ იყო ჩემი დაბადების ზუსტი თარიღი, რაც დედა გარდაიცვალა, აღარ აღმინიშნავს. თუმცა, ახლა, ჩემი მეუღლე, სანდრო, ძალით მიხდის დაბადების დღეებს. ასე რომ, იმიტომ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რომ ვიცი, იმ რიცხვში არ ვარ დაბადებული და ეს ყალბი ზეიმია. სამწუხაროდ, ამდენი წელი ასეთი ყალბი დაბადების დღეები მქონდა და ახლა, რაც გავთხოვდი, იძულებითი დაბადების დღეების გადახდა მიწევს (იცინის).
скачать dle 11.3