კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი სტილით აღზრდილი ბავშვები არიან ემოციურად არასტაბილურები

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

მიჯაჭვულობა ბავშვებში – ეს არის ძლიერი ემოციური კავშირი, რომელიც მყარდება ახალშობილსა და მასთან ხშირად კონტაქტში მყოფ ადამიანს შორის. ადრეულ ასაკში დადებითი მიჯაჭვულობითი კავშირის ჩამოყალიბება აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი სოციო-ემოციური განვითარებისთვის. მიჯაჭვულობა, ეს არის გარკვეულწილად ხანგრძლივი ემოციური კავშირი იმ ადამიანთან, რომელიც მნიშვნელოვანი, უნიკალური და შეუცვლელია, რომელთანაც ბავშვი დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, ხშირადაა მიჯაჭვულობის დარღვევებიც. როდის ხდება მიჯაჭვულობის დარღვევები და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს – გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: მიჯაჭვულობა – ეს არის ღრმა, ხანგრძლივი ურთიერთკავშირი ბავშვსა და აღმზრდელს შორის, ფიზიკური და ემოციური სიახლოვე, რომელიც ჩნდება ბავშვის დაბადებიდან პირველ წლებში. ბავშვისთვის მიჯაჭვულობის განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად განვითარებას ვერ მოახერხებს. სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება დამოკიდებულია აღმზრდელზე, ვინ არის ის, როგორ რეაგირებს ბავშვის მოთხოვნილებებზე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს მასთან ბავშვი თავს. ასევე, მნიშვნელოვანია რა ინფორმაცია აქვს ბავშვს საკუთარ თავზე, რამდენად დადებითია მისი გამოცდილება, რეაგირებენ თუ არა უფროსები მის სურვილებზე. თუ ბავშვს აქვს იმის განცდა, რომ უფროსებისგან ის ყურადღებას იმსახურებს, მას უყალიბდება ნდობა და კეთილგაწყობა გარემოს მიმართ, ვითარდება მაღალი თვითშეფასება. უსაფრთხო, სანდო მიჯაჭვულობა ბავშვსა და მშობელს, აღმზრდელს შორის მოიცავს: უსაფრთხოების განცდას, ფიზიკური სიახლოვის სურვილს, განშორების შიშს, განსხვავებულ ქცევას იმ ადამიანთან, ვისთანაც აქვს მიჯაჭვულობა ჩამოყალიბებული. ძირითადად, ბავშვის აღმზრდელი დედაა, თუმცა, შეიძლება, სხვა უფრო ახლოს და დიდხანს იყოს ბავშვთან და მიჯაჭვულობა მასთან ჩამოყალიბდეს.
– მიჯაჭვულობის თვალსაზრისით, როდის არის ყველაზე კრიტიკული ასაკი ბავშვებისთვის?
– კრიტიკული პერიოდია დაბადებიდან 3 წლამდე პერიოდი, როდესაც მუდმივი და ახლო კონტაქტის, საუბრის, დაწყნარების, მოფერების, ხელში აყვანის საშუალებით შეგვიძლია, ჩვენსა და ბავშვს შორის უსაფრთხო კავშირი დავამყაროთ. კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ   ძლიერი მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს ჰყავდათ ძალიან მგრძნობიარე დედები, რომლებიც სწრაფად რეაგირებდნენ ბავშვის მოთხოვნილებებზე. ისინი უფრო ფაქიზად, ზუსტად რეაგირებდნენ მათ ყვირილზე, იყვნენ უფრო ალერსიანები, ფიზიკური კონტაქტისას – ნაკლებად შებოჭილები. ზოგიერთი მშობელი ან მასწავლებელი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვის ყველა ტირილს მიაქცევთ ყურადღებას, ამით „აჯილდოებთ“ და ის უფრო ხშირად იტირებს. როცა მკვლევრებმა ეს შეისწავლეს, მათ საწინააღმდეგო მიგნება გააკეთეს: თუ თქვენ გამუდმებით აკმაყოფილებთ ბავშვის საჭიროებებს, მაგალითად, ყოველთვის რეაგირებთ ტირილზე, ის უფრო ნაკლებად ტირის. ბავშვები ინსტინქტურად ტირიან, როცა მათ რაღაც სჭირდებათ. უფროსებს ინსტინქტურად არ მოსწონთ ეს ტირილი და უნდათ, რომ რაღაც მოიმოქმედონ. კვლევამ დაამტკიცა, რომ ეს თანდაყოლილი სურვილი და საჭირო ინსტინქტია, რათა რეაგირება მოვახდინოთ ბავშვის ტირილზე.
– უნდა ვასწავლოთ თუ არა ბავშვს, რომ ტირილით ვერაფერს გახდება?
– ჩვილები მხოლოდ თავიანთ მოთხოვნილებებზე რეაგირებენ. ისინი იმიტომ კი არ ტირიან, რომ მშობელმა ცუდად იგრძნოს თავი, არამედ იმიტომ, რომ თავად გრძნობენ თავს ცუდად (როცა შიათ ან დაღლილები არიან, ჩასველებული, ძალიან აქტიურები, გაბრაზებულები და ასე შემდეგ). ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, იცვლება ასაკის მატებასთან ერთად.
– მიჯაჭვულობის რამდენი ტიპი არსებობს?
– მიჯაჭვულობის ორი ტიპი გამოყოფა: სანდო და არასანდო მიჯაჭვულობა. არასანდო მიჯაჭვულობის 3 სახეა: დეზორგანიზებული, ამბივალენტური და განრიდებული მიჯაჭვულობა. სანდო მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია და ბავშვის საჭიროებების მიმართ სათანადო ყურადღებას გამოხატავს. ასეთი ბავშვები თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ენდობიან მშობელს. დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა კი მაშინ ჩნდება, როდესაც მშობელი არ ავლენს ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას, გულგრილია, უყურადღებო და ყველაზე უარეს შემთხვევაში, თავიდან იშორებს მას. თავდაპირველად ასეთი ბავშვები მშობლის გულგრილობას „აპროტესტებენ“, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი „წყდებიან“ მშობლებს და საკუთარ თავში იკეტებიან. მათ ადრეულ ასაკშივე უყალიბდებათ იმის განცდა, რომ საკუთარი თავის გარდა სხვისი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამბივალენტური მიჯაჭვულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვის მშობელი არათანმიმდევრულია, არათანმიმდევრულად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე და ამჟღავნებს მასთან შფოთვის მაღალ დონეს. ის შესაძლოა, ზოგჯერ მარტივად ხელმისაწვდომი, ყურადღებიანი იყოს ბავშვის მიმართ, ზოგჯერ კი – უყურადღებო ან მომაბეზრებლად ყურადღებიანი. ასეთი „სტილით“ აღზრდილი ბავშვები ემოციების არასტაბილურობით გამოირჩევიან – შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანზე ძალიან გაბრაზდნენ ან პირიქით. არიან ზედმეტად მგრძნობიარენი, ხშირ შემთხვევაში განიცდიან ბრაზს ან შფოთვას. განრიდებული მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მშობლის ზრუნვა არასაკმარისია – ბავშვი იღებს მხოლოდ მისი აღზრდისთვის აუცილებელ ყურადღებას, ხოლო ზრუნვა და სითბო, რომელიც საჭიროა მისი კოგნიტურად და ფსიქოლოგიურად სწორად განვითარებისთვის, არ არის საკმარისი. ასეთი ბავშვები მშობლის მხრიდან ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს და უნდობლობის გრძნობა უყალიბდებათ, დროთა განმავლობაში კი საკუთარ პრობლემებთან და ემოციებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი. კვლევების მიხედვით, ძირითად აღმზრდელთან დამყარებულ მიჯაჭვულობის ტიპს ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს გავლენა.
– მარტო დარჩენისა და უცხო ადამიანების შიში რამდენად ხდის ბავშვს მიჯაჭვულს?
– მიჯაჭვულობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მარტო დარჩენის, ასევე, უცხო ადამიანის შიში, რაც დაახლოებით, 7 თვის ასაკში ჩნდება. ბავშვები, რომლებიც მანამდე ლაღები და კონტაქტურები იყვნენ, უცხოებთან კონტაქტისას ფრთხილობენ, თავს არიდებენ. რამდენიმე წუთით დედის გარეშე დარჩენაც კი პატარებში ძლიერ შფოთვასა და მოუსვენრობას იწვევს. ასეთი სახით უცნობი ადამიანის შიში, დაახლოებით, 2 წლამდე გრძელდება. ის ჩვილები, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანთან ურთიერთობენ, უფრო ხშირად ავლენენ ძლიერ შიშს უცხოების მიმართ და ასევე, შეიძლება, უფრო გაუჭირდეთ განშორება ძირითად მზრუნველთან. თუ ბავშვზე დაბადების მომენტიდან რამდენიმე ადამიანი ზრუნავს, მისი რეაქცია უცხო ადამიანზე და განშორებაზე შეიძლება, ნაკლებად მძაფრი იყოს.
скачать dle 11.3