კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ „გადაუარა“ ზურაბ სოტკილავამ „ლა სკალას“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მოსკოვის „დიდი თეატრის“ სოლისტი, გენიალური ქართველი მომღერალი ზურაბ სოტკილავა ახალგაზრდობაში იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. ის თბილისის „დინამოშიც“ მიიწვიეს და რომ არა მისი უნიკალური სასიმღერო ხმა და ნიჭი, ალბათ, წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდოდა. თუმცა, ის დიდი ხელოვანი გახდა და მსოფლიოს ყველა ცნობილი საოპერო სცენა დაიპყრო.
1988 წლის 23 ივნისია. სოტკილავა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დგას და ცნობილ არიებს მღერის. ბოლო არია რომ იმღერა, დარბაზი ფეხზე წამოდგა და მაყურებელმა მხურვალე ტაში დასცხო... პარტერში საერთო აღტაცებას გამოეყო ერთი ჯგუფი, რომელმაც ობსტრუქციის მოწყობა სცადა. სტვენდნენ, თან გაჰკიოდნენ: გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს! საქმე კი ის იყო, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ვარსკვლავური გუნდი 2:0 დაამარცხა. საბჭოეთის მოძულეები ამას განიცდიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა... 51 წლის სოტკილავამ ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში.. ქართველი ვირტუოზის საფეხბურთო ოსტატობას სულგანაბული უყურებდა მთელი „ლა სკალა“. ბოლოს კი ისეთი ოვაცია მოაწყვეს, რომ ლამის ჭერი ჩამოინგრა. ბატონმა ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯით, დინჯად დატოვა სცენა. მეორე დღეს კი ყველა იტიალიური გამოცემა წერდა: საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.
скачать dle 11.3