კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 უცნაური კანონები



ტირილის აკრძალვა დაკრძალვებზე
ძველ რომში დაკრძალვები ერთობ საინტერესო ცერემონიას წარმოადგენდა. ცხედრის გამოსვენებას, განსაკუთრებით თუ მიცვალებული წარჩინებული იყო და შეძლებული, თანხლებას მქადაგებელი უწევდა. მიწასთან მიბარებამდე ან კოცონზე დაწვამდე მიცვალებულს, ფორუმის გავლით, მთელ ქალაქს შემოატარებდნენ.
დაკრძალვის პროცესიის თავში იდგნენ მუსიკოსები, შემდეგ – მოტირალი ქალები, მათ მიჰყვებოდნენ მომღერლები, რომლებიც ქება-დიდებას ასხამდნენ მიცვალებულს. პროცესიის ბოლოს მოდიოდნენ მსახიობები, რომლებიც მიცვალებულის ცხოვრებიდან კომიკურ სცენებს თამაშობდნენ. მათ უკან მოჰქონდათ სურათები, რომლებზეც ასახული იყო მიცვალებულის ნაღვაწი (განსაკუთრებით, თუ ის სამხედრო პირი იყო), აგრეთვე, მისი წინაპრების ნიღბები. რაც უფრო წარჩინებული და პატივსაცემი ადამიანი იყო გარდაცვლილი, პროცესიისათვის მით უფრო მეტ მოტირალ ქალს ქირაობდნენ.
სრულიად უცხო ქალები, რომლებიც არც კი იცნობდნენ მიცვალებულს, მწუხარების გამოსახატავად თმას იგლეჯდნენ, სახეს იხოკავდნენ. ბოლოს და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ტირილი დაკრძალვაზე, უბრალოდ, აკრძალეს, რათა ადამიანებს ასეთი მსახიობები აღარ ექირავათ.

ქმარს შეეძლო მოეკლა
ცოლის საყვარელი

საერთოდ, ძველი რომის კანონმდებლობა ცოლქმრული ღალატის ნაწილში საკმაოდ თავისებური იყო, თუმცა რამდენადმე იმ დროების მორალსა და ზნე-ჩვეულებებს ასახავდა. თუ მამაკაცი თავის ცოლს საყვარელთან წაასწრებდა, მას ორივე უნდა დაემწყვდია სახლში და  რაც შეიძლება, ბევრი მეზობელი მოეხმო, რათა მათ დაემოწმებინათ ღალატის ფაქტი. ოფიციალურად ბრალდებულად ცნობის შემდეგ, მამაკაცი აუცილებლად უნდა გაყროდა ცოლს, რათა თვით ის არ ეცნოთ ბრალდებულად სუტენიორობაში. ამ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ცოლის საყვარელი იყო მსახიობი ან აზატი (გათავისუფლებული ყმა), მამაკაცს სრული უფლება ჰქონდა, მოეკლა ის. ხოლო თუ მამა თავის გაუთხოვარ ქალიშვილს საყვარელთან წაასწრებდა, მას უფლება ჰქოშნდა ეცემა საყვარელი, მისი სოციალური სტატუსის მიუხედავად.
სხვა მხრივ, მამაკაცთა ღალატი მეძავებთან, მსახიობებთან და სხვა უზნეო ქალებთან – არანაირად არ ისჯებოდა.

ნათესავების მკვლელი ტყავის ტომარაში ცხოველებთან ერთად წყალში უნდა დაეხრჩოთ
რომაელები სხვადასხვა დანაშაულისთვის ადამიანებს წყალში ახრჩობდნენ. ნათესავების მკვლელებს კი ტომარაში უსვამდნენ ცხოველებს – ძაღლს, გველს ან მაიმუნს და ისე აგდებდნენ წყალში.
ძველებური რწმენით, ეს ცხოველები ძალზე ცუდად იხსენებდნენ თავიანთ მამებს და საერთოდ, იმ დროს ტომრით წყალში დახრჩობა ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევის ფრიად დამამცირებელ და არაღირსეულ, უკადრის წესად ითვლებოდა. თუმცა არისტოკრატებისთვის დასჯის სხვანაირი წესები არსებობდა.
მოამზადა
რევაზ ტომარაძემ
скачать dle 11.3