კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№38 როგორ უყურებთ ცხოვრებას

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ეს უბრალო ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ხედავთ საკუთარ ცხოვრებას, როგორ უნდა გადალახოთ დაბრკოლებები და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
1. თქვენ წინ  გზაა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორია ის – შარაა,  გზატკეცილი, მაგისტრალი თუ სოფლის ორღობე?
2. რა დროა იმ მომენტში, როცა გზამდე მიაღწიეთ, შუადღეა, საღამო თუ დილა?
3. მიდიხართ ამ გზაზე და წინ გხვდებათ ღობე. როგორია ის – ხის, ქვის, რკინის თუ სხვა?
4. როგორ დააპირებთ მის გადალახვას?
5. წინ ტყეა. წარმოიდგინეთ –  ტყე – ზღაპრულია, უღრანი, ჩვეულებრივი, ხშირი თუ მეჩხერი?
6. უცებ ხედავთ გასაღები გდია მიწაზე – გვერდს აუვლით, აიღებთ,  ხეზე დაკიდებთ თუ თან წაიღებთ?
7. გამოდიხართ ტყიდან და უახლოვდებით აუზს. რას გააკეთებთ – იცურავებთ, ჩამოჯდებით იქვე, გზას გააგრძელებთ?
8. აუზთან ახლოს ხედავთ თქვენი  ოცნების სახლს, საიდანაც გამოდის თქვენი  ოცნების ქალი (კაცი), გპატიჟებთ  შინ და გთავაზობთ იქ სამუდამოდ დარჩენას. როგორ მოიქცეოდით?
9. სახლის უკან კვლავ ხედავთ გზას. როგორია ის?
10. რა დროა ამ მომენტში, შუადღე, დილა, საღამო თუ ღამე?

ტესტის გასაღები:
1. გზა გიჩვენებთ გარშემო მყოფებთან თქვენს ურთიერთობას. თუ გზა ასფალტისაა, სადაც მანქანები მოძრაობენ  –  ძალიან აქტიურად ცხოვრობთ, საქმე თავზესაყრელად გაქვთ, თუმცა მაინც ნახულობთ ძალასა და დროს როგორც სამსახურისთვის, ასევე, დასვენებისთვისაც. თუ შარაგზას ირჩევთ  ან სოფლურ ორღობეს  – ესე იგი, მშვიდად ცხოვრობთ, ცდილობთ აკონტროლოთ მოვლენები.
2. მზე – თქვენი გეგმები, იდეები და  მიზნებია. თუ მზე ამოდის, ნიშნავს, რომ თქვენ იბრძვით საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. თუ შუადღეა – თქვენი იდეების ნახევარზე მეტი განხორციელებული გაქვთ, ხოლო თუ საღამოა – თქვენი გეგმები უკვე თითქმის შესრულებულია.
3. ღობე დაბრკოლების აღმნიშვნელია. რაც უფრო დიდია თქვენი წარმოსახული ღობე, მით უფრო აზვიადებთ თქვენს წარუმატებლობას.
4. ღობის გადალახვის შესაძლებლობა ნიშნავს, თუ როგორ ხვდებით წინააღმდეგობებს. თუ თქვენ გადაძვრებით მასზე, მოძებნით შემოვლით გზას ან შეეცდებით მცირედი გარღვეული ნაწილის პოვნას – ნიშნავს იმას, რომ  შეებრძოლებით პრობლემებს. თუ წახვალთ  პირდაპირ და შეეცდებით  წინ დახვედრილ ობიექტს რაიმე მოუხერხოთ – თქვენ საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ხართ.
5. ტყე  თქვენი სულიერი სიღრმეა. რაც უფრო ღია ფერებშია ტყე, მით უფრო სუფთა სულის პატრონი ხართ. თუ ის გამორჩეულია რაიმე ნიშნებით – ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძალიან საინტერესო ხართ, ხოლო თუ ჩვეულებრივია, მაგალითად, ფიჭვის ან ნაძვის – ნიშნავს იმას, რომ  რაციონალური ადამიანი ხართ, იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან.  თქვენი ნდობა შეიძლება.
6. გასაღები თქვენი ბედნიერებაა. თუ გასაღებს წაიღებთ, ესე იგი, შანსის გამოყენება შეგიძლიათ. თუ მას ხეზე დაკიდებთ ან გვერდს აუვლით – ესე იგი, თქვენ ვერ იყენებთ კარგ შესაძლებლობებს და მას სხვებს უტოვებთ.
7. აუზი თქვენი გრძნობებია. რაც უფრო ღრმაა ის, მით უფრო ღრმაა თქვენი ემოციური ფონი. თუ აუზთან  ახლოს დაჯდებით – თქვენ საყვარელ ადამიანთან უბრალოდ ყოფნაც კი გაკმაყოფილებთ, ხოლო თუ იბანავებთ მასში, მაშინ თქვენ უფრო მეტი გინდათ სიყვარულისგან.
8. არჩევა  –  სახლს + ქალი (მამაკაცი) და იქ დარჩენა, თქვენს აზარტულობას უსვამს ხაზს. გადაწყვეტილებებსაც სწრაფად  იღებთ.
9. გზა სახლის უკან – თქვენი მომავალია. სადაც დაბრკოლებებიც იქნება და ბედნიერი მომენტებიც, თუ დარჩებით იმ სახლში, ცხოვრებისგან ვერასდროს ვერაფერს ისწავლით.
10. ცაზე მზის მდგომარეობა გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლებთ წარმატების მიღწევას რეალობაში.
скачать dle 11.3