კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ შევაჩეროთ ნაოჭების განვითარება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ხშირად, ადრეულ ასაკში ნაოჭების წარმოქმნა კანის გაუწყლოებას უკავშირდება. პირველად ის ცხვირ-ტუჩის არეში ხდება შესამჩნევი. ზოგადად კი, ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია: ბუნებრივი დაბერება და გენეტიკა, ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედება, კანის გაუწყლოება, სახის მიმიკური კუნთების ზედმეტი აქტივობა, კანის არასწორი მოვლა, განსაკუთრებით – მშრალი კანის შემთხვევაში, მოწევა და სხვა მავნე ჩვევები, სახის წყობის თავისებურებები, მაგალითად, არასწორი თანკბილვა.
კანის დაბერებისას მასში ნელდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, რაც აქვეითებს კანის ელასტიკურობას და ადუნებს მას. კოსმეტიკა უნდა შეირჩეს კანის ტიპის, ასაკის, ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კანის დატენიანებას. სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედება, მათ შორის,  შარდმდენი საშუალებების მიღება, წყლის ხშირი პროცედურები კანის გაუწყლოებას იწვევს. დამატენიანებელი კომპონენტებია: ჰიალურონის მჟავა და მისი ნაწარმები, ელასტინისა და კოლაგენის ჰიდროლიზატები, წყალმცენარეების, ალოესა და სხვა მცენარეების ექსტრაქტები, ეთერზეთები, სტიმულაცია. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომპონენტები კანში ღრმად, ცხიმოვანი უჯრედების დონეზე შედის. ისინი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე მოქმედებენ. ასეთ კომპონენტებს მიეკუთვნება C ვიტამინი, რეტინოლი, ფიტოესტროგენები, ხილის მჟავები, ზოგიერთი მინერალი, თაფლი, რკინა.
არსებობს ნაოჭების მოშორების სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად:
* კონტურული პლასტიკა – სხვადასხვა სიმკვრივის გელის გამოყენებით შესაძლებელია ზედაპირული და ღრმა ნაოჭების მოშორება;
* ბოტოქსი და დისპორტი – დინამიკურ ნაოჭებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდია. ისინი დროებით თრგუნავენ მიმიკური ნაოჭების აქტივობას და ზემოქმედებენ მათი აღმოცენების მიზეზზე;
* RF-ლიფტინგი – უზრუნველყოფს გადაჭიმვის ეფექტს;
* ზედაპირული პილინგი – აჩქარებს ეპიდერმისის უჯრედების განახლების პროცესს. ის ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკაა. მისი გამოყენებისას თანაბრდება კანის მიკრორელიეფი, სწორდება წვრილი ნაოჭები;
* საშუალო პილინგი – ღრმად მოქმედებს, მისი საშუალებით შესაძლებელია საშუალო-ღრმა ნაოჭების მოშორება და პარალელურად, სხვა მრავალი ესთეტიკური პრობლემის გადაჭრა;
* LPG მასაჟი – სახის ქსოვილების სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კუნთებს უბრუნებს ტონუსს, ააქტიურებს „ახალგაზრდობის უჯრედებს“ – ფიბრობლასტებს, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას აძლიერებენ;
* ბიორევიტალიზაცია – ამ მეთოდით არა მარტო ნაოჭების გაჩენის შეჩერება შეიძლება, არამედ უკვე არსებული ზედაპირული ნაოჭების მოშორებაც.
* მეზოთერაპია – კანისთვის საჭირო ნივთიერებების შეყვანის შესაძლებლობაა.  ის არ არის ნაოჭების სამკურნალო მეთოდი, ის ეფექტური პროფილაქტიკაა.
* ტრედლიფტინგი 3D – მეზოძაფები – კანქვეშ ძაფების შეყვანა უზრუნველყოფს კანის გადაჭიმვის ეფექტის მიღებას და კანის დამჭერი შინაგანი კარკასის შექმნით ასწორებს ნაოჭებს.
скачать dle 11.3