კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№38 როგორ ჩამოაყალიბა ბერიამ პარტიზანული მოძრაობა ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ნიჭიერებაზე ბევრს წერენ. ამ ბოლო დროს კი მრავალი ფაქტი გამომზეურდა, რომელიც მანამდე ტაბუდადებული იყო და ნათლად მიუთითებდა მარშლის დიდ დამსახურებებზე ქვეყნის წინაშე. სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, კონდრატ გოლიკოვი წერს: „საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მუზეუმში, რომელსაც არაფორმალურად „ჩეკასა“ და „კაგებეს“ მუზეუმსაც უწოდებდნენ, გამოფენილია 370-გვერდიანი, შიდა უწყებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი წიგნი, სახელწოდებით „პარტიზანული ბრძოლის ხელოვნება“. წიგნი გამოცემულია 1940 წლის დეკემბერში და ავტორად მითითებულია ვასილი ვოინოვი. სინამდვილეში კი მისი ავტორი ლავრენტი პავლეს ძე ბერიაა – ამ წლების საბჭოთა უშიშროების უფროსი. როგორც ცნობილი გახდა, 1940 წელს ბერია დარწმუნებული იყო რა, რომ ფაშისტები აუცილებლად დაიწყებდნენ საბჭოთა კავშირთან ომს, სტალინს ეახლა და დაარწმუნა, რომ ამ ომში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი პარტიზანებს უნდა შეესრულებინათ. სტალინს უთქვამს – იმოქმედეო და მასაც საფუძვლიანი ნაშრომი შეუდგენია, რომელიც შემდგომ ვოინოვის ფსევდონიმით შიდაუწყებრივი სარგებლობის წიგნად დაიბეჭდა. წიგნში დეტალურადაა მოცემული პარტიზანული ომის სტრატეგია და  ტაქტიკა და მრავალი ისეთი ნიუანსია ჩართული, რასაც საბჭოთა პარტიზანები დიდი წარმატებით იყენებდნენ ფაშისტებთან ომში. სწორედ ბერიას მოგონილია სარკინიგზო ეშელონის გაჩერების ხერხი მცირე ასაფეთქებლის გამოყენებით. ანუ, პარტიზანები სარკინიგზო ლიანდაგზე, ასი მეტრის დაშორებით 2-2 კილოგრამ ასაფეთქებელს დებდნენ. ჯერ წინა მხარეს აფეთქებდნენ და მატარებელი ჩერდებოდა, რომ რელსებიდან არ გადავარდნილიყო, შემდეგ უკან აფეთქებდნენ რელსებს, რომ უკუსვლით არ წასულიყო და ასე ჭედავდნენ. ხოლო გაჩერებული ეშელონისა და მისი დამცველების დამარცხება კი პარტიზანებისთვის ძნელი აღარ იყო. ანალოგიური ბერიასეული ტაქტიკით მოქმედებდნენ ტანკების წინააღმდეგაც. რიგში მიმავალ სატანკო თუ საავტომობილო კოლონას ზუსტი გასროლით წინა და უკანა ტექნიკას უფეთქებდნენ და აჩერებდნენ. შემდეგ კი გაჭედილ რიგს მუსრს ავლებდნენ... რა თქმა უნდა, ბერიას უდიდესი და გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის  საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებაში. სწორედ ბერიას დავალებით ჩაუდგნენ სათავეში მოსახლეობისგან შედგენილ პარტიზანულ რაზმებს კადრის გამოცდილი „ჩეკისტები“. შემდეგ კი უმძლავრესი პარტიზანული შენაერთები ჩამოაყალიბეს  და შეუფერხებლად ანადგურებდნენ „ესესელთა“ საუკეთესო დივიზიებს, რომლებიც ვერაფერს უხერხებდნენ ტყეში დისლოცირებულ პარტიზანულ რაზმებს... ლეგენდარული პარტიზანული მოძრაობის მეთაური, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სიდორ არტემის ძე კოვკაპი თავის მოგონებებში, რომელიც ხრუშჩოვმა ბეჭდვიდან ამოიღო, წერს: „ლავრენტი ბერია ჩემზე თორმეტი წლით უმცროსი იყო და მართალია, რანგით ბევრად მაღლა იდგა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მხვდებოდა. მამის სახელით მომმართავდა და თქვენობით მელაპარაკებოდა. სწორედ მისგან მივიღე წიგნი „პარტიზანული ბრძოლის ხელოვნება“. აბა, რა ვიცოდი, თუ ამ წიგნის ავტორი ვოინოვი, სინამდვილეში ბერია იყო. წიგნს საფუძვლიანად გავეცანი, ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა და დიდად დამეხმარა პარტიზანული ომის დროს, რომელსაც ფაშისტების წინააღმდეგ ვაწარმოებდით“.
ლავრენტი ბერიამ სიდორ კოვპაკი ჯერ კიდევ 1948 წლის დასაწყისში მიიწვია კიევიდან მოსკოვში და გაეცნო. ბოლოს კი გაანდო, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში პარტიზანულ მოძრაობას უნდა ჩადგომოდა სათავეში. კოვპაკი ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. პირადად იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მიერ იყო დაჯილდოებული წმიდა გიორგის ორდენებითა და მედლით მამაცობისთვის. შემდგომ კოვპაკმა სამოქალაქო ომში გამოიჩინა თავი ბოლშევიკების მხარეზე. იყო უზადო ორგანიზატორი, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბერიამ სწორედ ამიტომ გააკეთა არჩევანი მასზე. საგულისხმო ფაქტია ის, რომ როდესაც ომამდე  ხრუშჩოვი უკრაინის „ცეკას“ პირველი მდივანი იყო, მან კოვპაკის განადგურება სცადა. სტალინს ენა მიუტანა – მეფის ოფიცერია, მათი ჯილდოები აქვს და რამე რომ იყოს, გვიღალატებს, ამიტომ დასაჭერიაო. სტალინმა ბერიას სთხოვა საქმის კურსში გარკვევა, მაგრამ კოვპაკი მაშინ უკვე ბერიას რჩეული იყო და კარგად იცნობდა მომავალი პარტიზანული მოძრაობის დიდ ლიდერს. ამიტომ სტალინს ყველაფერი მოუყვა და პირადი პასუხისმგებლობა აიღო კოვპაკზე. ხრუშჩოვს კი დაემუქრა – ინტრიგანობასა და ცრუ დაბეზღებას მოეშვი, შე არყის მონავ, თორემ დღის სინათლეს მოგანატრებო. ხრუშჩოვი, რა თქმა უნდა, აღარ გაკარებია კოვპაკს. შემდეგ ომი დაიწყო და კოვპაკი ორგზის გმირი და მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული პიროვნება გახდა. ხრუშჩოვმა კოვპაკზე „ხელის აწევა“ ბერიას მკვლელობის მერეც ვერ გაბედა და მაქსიმუმი, რაც შეძლო, მისი მემუარები დაბლოკა.
კოვპაკის პარალელურად, ბერიას კონტაქტი ჰქონდა და პირადად იცნობდა სხვა პარტიზანული რაზმების არა მხოლოდ მეთაურებს, არამედ მათ ცალკეულ წევრებსაც. სწორედ ბერია აძლევდა პირად დავალებებს ლეგენდარულ ნიკოლაი კუზნეცოვს, რომელიც პაულ ზიბერტის სახელით მოქმედებდა და დასავლეთ უკრაინაში არა ერთი ფაშისტი ფუნქციონერის ლიკვიდაცია განახორციელა. ყოველივე ამის უკან კი ბერია იდგა და აქტიურად მონაწილეობდა ყველაფერში“.
скачать dle 11.3