კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 სტალინის მიერ შექმნილმა პროპაგანდისტულმა სისტემამ ბელადს ნახევარ მსოფლიოზე მოაპოვებინა ძალაუფლება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინი გენიალური ორგანიზატორი და წინასწარმჭვრეტელი იყო, შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ნებისმიერი მომენტი  საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად არ გამოეყენებინა და იდეოლოგიურად არ შეეფუთა. ისტორიკოსი ტიმოფეი დაშკოვი წერს: „შესანიშნავ ქართველ მწერალს გრიგოლ რობაქიძეს ერთ-ერთ ნაწარმოებში სტალინი ჰყავს აღწერილი და ერთი წინადადებით განსაზღვრავს ამ ადამიანის (სტალინის) არსს. გრიგოლ რობაქიძე წერს: „სტალინი იყო მაღალი ძაბვის ქსელი, საიდანაც დიდი ენერგია მთელ ამ უზარმაზარ ქვეყანაში მიედინებოდა და კვებავდა. ვაი მას, ვინც შიშველი ხელით შეეხებოდა ამ სადენებს“.მოგვიანებით  კი, რობაქიძის ამ ფრაზაში თავისუფლად შეიძლებოდა, ჩაგვემატებინა – ეს ენერგია ნახევარ მსოფლიოს კვებავდაო. დიახ, ომის მერე სტალინის განუზომელი ძალაუფლება თითქმის ნახევარ მსოფლიოზე ვრცელდებოდა და კრემლის კაბინეტიდან ან კუნცევოს სასადილო ოთახიდან წამოსული ბრძანება-განკარგულებები უმალ აღწევდა დანიშნულების ადგილს და უსიტყვოდ სრულდებოდა. ასეთი სტატუსისთვის რომ მიეღწია (იგულისხმება ძალაუფლების დაუფლება საბჭოეთს მიღმა, ჯერ კიდევ დაუპყრობელ ქვეყნებში) სტალინის დავალებით, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე სიმონოვი წერდა: „ძალაუფლების მოპოვებისა და განმტკიცების საქმეში პრესას (მაშინ ტელევიზია ჯერ არ იყო) სტალინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ბელადი დარწმუნებული იყო, რომ წარმატებულ პროპაგანდისტულ პუბლიკაციას არანაკლები (ზოგ შემთხვეაში კი – მეტიც) სარგებლის მოტანა შეეძლო, ვიდრე წარმატებულ სამხედრო აქციას. სწორედ სტალინის იდეა და აბსოლუტურად სწორად გათვლილი ქმედება იყო ის, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სტალინის მითითებით, სხვადასხვა ქვეყნის პარტიზანებისთვის დიდი რაოდენობით, ეგრეთ წოდებულ, „საინფორმაციო-პროპაგანტისტულ“ ბიულეტენებს ვბეჭდავდით და მთელ მებრძოლ ევროპაში ვავრცელებდით. ეს ბიულეტენები იბეჭდებოდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, ჩეხურ და სხვა ენებზე და ამ ფურცლებში მგზნებარე მოწოდებები ზოგადკაცობრიულ და კომუნისტურ პოსტულატებზე იყო დაფუძნებული. ამ გამოცემების მექანიზმი ასეთი იყო – „პრავდის“ რედაქციაში კრემლიდან სტალინის დირექტივები მოდიოდა, რომლებსაც თავად ის (სტალინი) წერდა საკუთარი ხელით. შემდეგ ეს მასალა „პრავდაში“ მუშავდებოდა, პუბლიკაციის სახეს იღებდა და სტალინს ეგზავნებოდა. სტალინი კითხულობდა, თუ საჭირო იყო, კორექტურას უკეთებდა და უკვე ხელმოწერილს  უკან გვიგზავნიდა. სტალინის ხელმოწერა ნებართვას ნიშნავდა. ამ მასალებს ყველა ენაზე თარგმნიდნენ და ბეჭდავდნენ. ბოლოს კი ამ პროდუქციას სპეციალური ოპერატიული ჯგუფები მთელს ევროპაში გაშლილ ეროვნულ თუ ინტერნაციონალურ პარტიზანულ რაზმებს აწვდიდნენ “. სტალინის დიდი ეშმაკობა და იდეოლოგიური სვლა იყო, რომ ტყეში მობინადრე და დღენიადაგ მებრძოლი მილიონობით ადამიანი, რომლებიც ათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებული საბჭოეთიდან, საბჭოთა იდეოლოგიის მხარდამჭერები ხდებოდნენ. უკვე ომის შემდგომ „გაწითლებულ ევროპაში“ ეს პარტიზანული გაზეთები პროსაბჭოური ქვეყნების მთავარ გაზეთებად გადაიქცნენ და ერთფურცლიანი გამოცემებიდან მრავალგვერდიან გაზეთებად მოევლინენ, რომლებსაც მილიონიანი ტირაჟები ჰქონდათ. ამ ფორმალურად დამოუკიდებელ, ცენტრალური ევროპის გაზეთებს მითითებებს „პრავდის“ რედაქცია აძლევდა, „პრავდას“ კი – სტალინი. იგივე სიტუაცია იყო „არაწითელ“ ევროპაშიც – საფრანგეთში, იტალიასა და სხვა არაკომუნისტურ ქვეყნებში პრესის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო „პრავდის“ მიერ „სანქცირებული“ გაზეთები. ამის მთავარი მაგალითია ფრანგული „იუმანიტე“, რომელსაც ორმოცდაათმილიონიან საფრანგეთში ათი მილიონი მუდმივი მკითხველი ჰყავდა. ანუ, ქვეყნის მეხუთედი მცხოვრები კომუნისტურ პუბლიკაციებს ყოველდღიურად ეცნობოდა. საგულისხმო ფაქტია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ვინსენტ ორიოლმა ფრანგი კომუნისტების გაზეთს ირონიით „სტალინური პრავდა“ უწოდა...
სტალინს საბჭოეთის მთავარი გაზეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და მიაჩნდა, რომ „პრავდა“ (სიმართლე) აბსოლუტურად ამართლებდა თავის სახელწოდებას. საბჭოთა ბელადი წლების განმავლობაში თავად იყო გაზეთ „პრავდის“ რედაქტორი და 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებისთანავე პირადად შექმნა უკვე ლეგალური საბჭოური გაზეთის სრული სტრუქტურა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეუცვლელად იფუნქციონირა... „პრავდა“ დღესაც გამოდის რუსეთში და ის რუსი კომუნისტების პარტიული გამოცემაა. საგულისხმოა, რომ „პრავდის“ თანამედროვე რედაქცია კვლავ სტალინური სქემით ფუნქციონირებს და იქ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებია დამატებული. სარედაქციო სტრუქტურა და პოლიტიკა კი – სტალინისეულია...
სტალინი გაზეთ „პრავდას“ იდეოლოგიური იარაღის პარალელურად სადაზვერვო იარაღადაც იყენებდა და სწორედ მისი საიდუმლო დირექტივა იყო, რომ „პრავდის“ საკორეპსონდენტო პუნქტები ყველა მოწინავე ქვეყანაში გაეხსნათ. კორესპონდენტებად კი საბჭოთა დაზვერვაში გამოწრთობილი ადამიანები გაეშვათ, რომლებიც წარმატებით შეუთავსებდნენ ერთმანეთს მაღალი კვალიფიკაციის ჟურნალისტისა და მზვერავის პროფესიას. ასე გაჩნდნენ ვაშინგტონში ლონდონში, პარიზსა თუ რომში და სხვა ქვეყნებში კვალიფიციური მზვერავ-ჟურნალისტები. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ საზღვარგარეთ გასაგზავნი „პრავდის“ კორესპონდენტები მე და ბერიას ერთობლივად შეგვერჩია, რაც იმის გარანტია უნდა ყოფილიყო, რომ ისინი მტრის დაზვერვის მიერ არ იქნებოდნენ გადაბირებულები. მე და ბერია კანდიდატებს განსაკუთრებული მონდომებით ვარჩევდით და პირად ინსტრუქტაჟს ვუტარებდით. ვიცოდით, რომ ერთი მათგანიც კი რომ გაქცეულიყო ან დარჩენილიყო დასავლეთში, თავზე მხრები არ შეგვრჩებოდა.“
აღსანიშნავი ფაქტია, რომ „პრავდის“  არცერთი უცხოეთში მომუშავე თანამშრომელი არ „შეკვრია“ მტრის დაზვერვას, თუმცა მათ გადაბირებას მსოფლიოს მოწინავე დაზვერვები დაჟინებით ცდილობდნენ. განსაკუთრებულად საგულისხმოა ისიც, რომ გაზეთ „პრავდის“ კორესპონდენტებს დიდი წვლილი მიუძღვით საბჭოურ „ატომურ შპიონაჟში“. სწორედ „პრავდის“ კორესპონდენტებს ჩამოჰქონდათ საბჭოთა კავშირში ამერიკული ატომური ბომბის საიდუმლოებები და ეს სისტემა უზადოდ იყო აწყობილი. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდა წარმატებით განხორციელდა, სტალინმა თავის კაბინეტში დაბარებულ ბერიასა და კურჩატოვს პირადად მიულოცა წარმატება და ასეთი ფრაზა უთხრა: „თქვენი ატომური ბომბი მნიშვნელოვანწილად გაზეთ „პრავდის“ რედაქციის წყალობით აფეთქებდაო...“ მხოლოდ სტალინს შეეძლო ასეთი სინთეზის განხორციელება და ამას ქვეყნისთვის ყოველთვის წარმატებები მოჰქონდა...“
скачать dle 11.3