კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა საფრთხეს უქმნის ქალი საკუთარ ბედნიერებას, როცა ცდილობს, ქმარი „იშვილოს“

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

რამდენჯერ შეგხვედრიათ სიტუაცია, როცა ქალი ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე. ცდილობს, ქმარს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, ძირითადი მოვალეობები თვითონ შეასრულოს, ძვირფასი მეუღლე კი სასათბურე პირობებში ამყოფოს. ზოგიერთი ქალი შეგნებულად მიდის ამაზე. ფიქრობს, რომ ამით უფრო მიიჯაჭვებს ქმარს და მის ერთგულებას „იყიდის“. ზოგისთვის ქმრის მოვლა-პატრონობა ხასიათის გამოვლინებაა. ბოლოს ასეთი ოჯახები კრიზისის წინაშე, ხოლო ცოლები პრობლემებით დატვირთულები აღმოჩნდებიან ხოლმე.

მარიკა (41 წლის): რთულია იმ პრობლემებზე საუბარი, რომლის წინაშეც მე აღმოვჩნდი და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ქალი იზიარებს ჩემს ხვედრს. რომელიც სამწუხაროდ, თავადვე „გამოვიწერე“. დიახ, მე ვარ დამნაშავე, რომ ოჯახური ცხოვრება ასე ამეწყო. რომ მეგონა, ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი ბედნიერებისთვის, თურმე ვანგრევდი. რამდენი რამე უნდა იცოდე, თანაც იცოდე სწორად. მეტისმეტი მონდომებით მხოლოდ ვავნე ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობას.
– კარგად ვერ გავიგე, რაზეა საუბარი.
– დიახ. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც „შეუიარაღებელი“ თვალით არ ჩანს. ანუ მარტივად ვერ შეამჩნევ და მიხვდები. პირიქით, სულ სხვანაირად არის. გგონია, აბსოლუტურად სწორად იქცევი და ასეც უნდა იყოს. ცოლები ხომ ვალდებულები არიან ქმრებზე იზრუნონ. მიხედონ მათ, მოუარონ, ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ისე შევედი „დედის“ როლში, რომ ვერც ვიგრძენი.
– „დედის“ როლში რა იგულისხმება?
– გადამეტებული ზრუნვა საკუთარ მეორე ნახევარზე. ჩვენ ცუდად აღგვზარდეს. ცოლი მომვლელი არ არის. არ ევალება ქმრის ძიძობა და კალთაში ჩასმა. რეალურად კი ცოლების უმრავლესობა სწორედ ასე ვიქცევით. კაცი იდეალურ განცხრომაშია – არაფერი ევალება. ზოგი ოჯახის სარჩენ ფულსაც კი არ გამოიმუშავებს და ესეც ცოლის კისერზეა. დააკვირდით თქვენ გარშემო ოჯახებს, რამდენი ვალდებულება აქვს ცოლს, რამდენი – ქმარს. სრული კოლაფსია და პარადოქსი. რამდენიც უნდა იმუშაოს ქალმა ოჯახის გარეთ, სულ რომ სამი და ოთხი სამსახური ჰქონდეს, სახლში მაინც სთხოვენ, რომ მომვლელის მოვალეობები შეითავსოს. არავინ უწევს ანგარიშს, დაიღალა თუ არა და ეს ისევ მისი ბრალია. ჩემი ბრალი იყო ის, რომ ქმარი განებივრებულ ბიჭუნად ვაქციე. თუმცა უსაქმოდ არ იჯდა. ფულს საკმაოდ შოულობდა და ახლაც შოულობს, მაგრამ ეს არ იყო საფუძველი მისი განებივრებისა. ზედმეტი მომივიდა. არაფერი ეხებოდა. სულ კუდში დავდევდი. ყველა პრობლემას ვაგვარებდი. საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური პრობლემები საერთოდ არ ეხებოდა. ისიც არ იცოდა, კომუნალურებში რამდენს ვიხდიდი ან პროდუქტი რა ღირდა. მარტო ესეც არ არის, ვცდილობდი, საერთოდ არაფერზე შემეწუხებინა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ცოლი ვალდებულია, ქმარი კომფორტით გაანებივროს, სიმყუდროვე, სითბო, სიყვარული არ მოაკლოს – აი, სტერეოტიპი, რომელიც ცოლებს ქმრების დედიკოებად გადაგვაქცევს. ისე არ გამიგოთ, იმის მომხრე ვიყო, რომ ცოლმა ქმარზე არ იზრუნოს, მაგრამ ქმარიც ხომ ადეკვატურად უნდა იქცეოდეს. როცა მივხვდი, რომ „გადავამლაშე“ და ზედმეტი მომივიდა, უკვე გვიან იყო – ხელში განებივრებული, ბუტია და ჭირვეული ბიჭუნა შემრჩა. ბოლოს უკვე ძალიან მაღიზიანებდა, ყველაფერზე მე რომ მომადგებოდა ხოლმე – რა ჩავიცვა, რა გავაკეთო, სად დავდო, რა შევჭამო... და უცებ ვიგებ, რომ მიღალატა. თითქოს ქვა ჩამარტყეს თავში. უმადური-მეთქი, ველოლიავებოდი და უცებ, სხვა ქალი მამჯობინა. ისეთი ისტერიკა მქონდა... ლამის ჭკუიდან შევიშალე. მინდოდა, სახლში ყველაფერი დამემტვრია და დამელეწა. რა თქმა უნდა, ვეჩხუბე. სკანდალიც მოვუწყვე და თავზეც დავამხე ყველაფერი. ვერ შევინარჩუნე სიმშვიდე. თერთმეტი წელი ვიყავი ცოლიც, მომვლელიც, ძიძაც, დიასახლისიც და მთავარი დამავიწყდა – დავრჩენილიყავი საყვარელ ქალად. მამაკაცს ქალში ქალი სჭირდება და არა მომვლელი. ამიტომ, როგორც კი ეს გავაცნობიერე, მაშინვე მივხვდი, რომ ქმრის ღალატში მე ვიყავი დამნაშავე. დრო აღარ დამრჩა, რომ საყვარელი ქალის როლში დიდხანს ვყოფილიყავი. ზედმეტად დიასახლისი და შინაურული გავხდი მისთვის და ამ ყველაფერში თავის მოვლას არ ვგულისხმობ. ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურები. მთავარი სხვა რამეა – კაცი ქალში ერთდროულად დედას და საყვარელს ვერ დაინახავს. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობას ეს არ გვესმის. მერე კი, ბოზებს ვაბრალებთ, ქმარი რომ გვღალატობს. ზრდასრული კაცის „დედობა“ კიდევ სხვა პრობლემაა. საკმაოდ შემაწუხებელი. თავიდან მომწონდა ოჯახის მართვის სადავეები ხელში რომ მეჭირა, მაგრამ ეს ილუზია იყო. რეალურად, მხოლოდ მოსამსახურისა და მომვლელის ფუნქცია მქონდა.
– სიტყვა „მომვლელი“ ძალიან ცუდად ჟღერს. ერთმანეთზე ზრუნვა ხომ ცოლქმრობის მთავარი ხიბლია.
– არის, როცა ეს მზრუნველობა ორმხრივია, მაგრამ როცა მარტო შენ ზრუნავ, შენ ელოლიავები და ის ამ ყველაფერს ისე იღებს, როგორც დამსახურებულს, მერე პრობლემები იქმნება. ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე იმაში, რომ თავის „დედიკოდ“ წარმომიდგინა. შეცდომა მე დავუშვი და ადეკვატური ნაყოფიც მივიღე. ვიცი, რომ ჩემგან სხვასთან არ წავა. ვინ მოუვლის ჩემსავით. ბუნებრივია, მოსწონს ზედ რომ ჰყვებიან, მაგრამ მე აღარ მინდა მისი „დედობა“. ქალი ვარ და ქმრისგან ისეთი მოპყრობა მჭირდება, როგორსაც მამაკაცისგან უნდა ვიღებდე.
скачать dle 11.3