კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ნინო მუსერიძის ფონდი „შენთვის“ – მარადისობის შენარჩუნების სურვილით!

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევების მხარდასაჭერად, უშვილო წყვილების დასახმარებლად და „მარადისობის შენარჩუნების სურვილით“, საქართველოში ექიმ ნინო მუსერიძის ინიციატივითა და „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო, ეს არის ფონდი „შენთვის“, რომელიც უშვილო წყვილებს დაუფინანსებს  სამედიცინო სერვისებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
 „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” თანამედროვე  სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი  ხარისხის  სერვისის მიწოდებაზე. დაარსების დღიდან კლინიკა სამედიცინო ბაზარზე სწორედ ინოვაციებით გამოირჩევა. საქველმოქმედო პროექტიც კლინიკის დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, ამიტომაც ახალ ინიციატივას დაუფიქრებლად დაუჭირეს მხარი. ფონდის მესვეურთა მიზანია, შექმნან პრეცედენტი  და უჩვენონ სახელმწიფოს ერთ-ერთი გზა ქვეყანაში დემოგრაფიული ფონდის გასაუმჯობესებლად.

ნინო მუსერიძე: სწორედ სოციალური პროექტების მხარდაჭერის დროს  ვრწმუნდები, რომ ყველაზე კარგი პროფესია ავირჩიე. კათედრაზე ბატონ გია ბურკაძესთან ზუსტად იმ პერიოდში მოვხვდი, როცა დაინერგა პაპ ტესტი – საშვილოსნოს ყელის დაზიანების ადრეული გამოვლინება და პრაქტიკულად, იქ ვიპოვე საკუთარი თავი. გადავწყვიტე, საკუთარი ცოდნა სხვადასხვა კლინიკებისთვის შემეთავაზებინა. მხოლოდ „ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტმა“ გამოთქვა ინტერესი და პრინციპში, ეს იყო პირველი სკრინინგული ლაბორატორია საქართველოში, რომელიც კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებდა. დავიწყეთ ყველა პაციენტის გამოკვლევა გინეკოლოგიურ ასპექტში და უამრავი ადრეული პათოლოგია გამოვავლინეთ. ბატონ არჩილ ხომასურიძის მხარდაჭერით ძალიან კარგი კვალიფიკაცია გავიარე კანადისა და ისრაელის კლინიკებში. შემდეგ ვმუშაობდი კლინიკა „ლანცეტში“, როგორც მენეჯმენტის ერთ-ერთი წევრი და ამ ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობამ კიდევ ცალკე გამოცდილება მომცა.
– „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ როგორ მოხვდით?
– მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, როცა ბატონ კოტე მარდალეიშვილს შევხვდი. ბატონი კოტე ნამდვილი ნოვატორი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია. მიხარია, რომ დღეს სწორედ იმ გუნდის წევრი ვარ, რომელმაც მედიცინაში ეპოქა შექმნა.
 „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ჩვენი დეპარტამენტის გადმოსვლა თავიდან ცოტა უჩვეულო იყო, რადგან აქ მკურნალობას ონკოლოგიური პაციენტები იტარებენ. ასეთი  გუნდი, როგორიც ამ კლინიკაშია, დიდი ხანია, არსად მინახავს. ჩვენ აქ პროფესიონალებისგან შემდგარი გინეკოლოგიური განყოფილება დაგვხვდა და მოხარული ვარ, რომ ჩვენს საქმიანობას ერთიანი ძალებით ვახორციელებთ.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ყველა კომფორტია წარმატებული მუშაობისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებას იძლევა. ჩემი  დიდი ოცნება იყო, რომ შეგვექმნა ონკოლოგიური პაციენტების სპერმისა და კვერცხუჯრედების ბანკი. ამ კლინიკის დამფუძნებლებმა, რომლებიც ზრუნავენ ხარისხიან მედიცინაზე, ყველაზე კარგად იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრა სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს“ უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს ღეროვანი უჯრედების კრიოპრეზერვაციაში. კლინიკაში არსებობს პლაცენტის
სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“, სადაც უსაფრთხოების ყველა წესის დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შევინახავთ ყველა ემბრიონს თუ ბიოლოგიურ მასალას.
– ცოტა ხნის წინ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი სიმპოზიუმი გაიმართა, მოგვიყევით ამის შესახებ.
– 8 სექტემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინიციატივით, თბილისმა პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა, სადაც კონფერენციის მონაწილეები უცხოელი წამყვანი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები იყვნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს. პროფესორი დოვ ფელდბერგი, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი ფუძემდებელია, ფუად აზემი, რომელიც ახორციელებს საკვერცხის ქსოვილის ტრანსპლანტაციას განსაკუთრებით საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ მსმენელის წინაშე. კონფერენციაზე განხილული იყო სხვადასხვა ტიპის ოპერაციები, მათ შორის, თუ როგორ გაკეთდა ორი წლის ბავშვის საკვერცხის კრიოპრეზერვაცია და შემდგომი ტრანსპლანტაცია უკვე 15 წლის ასაკში.
– როგორ გაჩნდა ფონდის შექმნის იდეა და რა კრიტერიუმებით არჩევთ მომავალ მშობლებს?
– ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა მოსახლეობის კლების კუთხით. სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშავოს და განახორციელოს განსაკუთრებული დემოგრაფიული პოლიტიკა,  რომ თავი დავაღწიოთ მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას. ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ერები დაბერებას განიცდიან, ხელოვნური განაყოფიერება ან დაზღვევაში შედის, ან უფასოა. საქართველოში კი ეს პროცედურა იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ ამ გზით შვილის ყოლას მხოლოდ სოციალურად უზრუნველყოფილი ოჯახები თუ ახერხებენ. წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებსაც სჭირდებათ ინ ვიტრო განაყოფიერება და ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ სამედიცინო სერვისის მიღებას.  ორი თვის წინ,  „მარდალეიშვილის ცენტრის“ მხარდაჭერით, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა ფონდი „შენთვის“. ეს არის პირველი ნაბიჯი უშვილობასთან ბრძოლის წინააღმდეგ. მთავარია, დაიწყო კარგი საქმე და ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გვერდით დაგიგდება. მოხარული ვარ, რომ  ჩემ გვერდით ამ ფონდის დირექტორი ქალბატონი ეკა ნონიაშვილი აღმოჩნდა.
ჩვენ შევეცადეთ, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული წარმატებული პროგრამებიდან საუკეთესო მოდელი შეგვექმნა, ყველაფერი ძალიან მკაფიოდ გავწერეთ და თითოეული დეტალი კარგად გავთვალეთ. ყველაფერს გამოვიკვლევთ და შევაფასებთ, სჭირდება თუ არა პაციენტს ინ ვიტრო განაყოფიერება,  შეფასდება  მათი შემოსავლები და ამის მიხედვით გადაწყდება, რამდენი პროცენტით დაფინანსდება საჭირო პროცედურა. დავეხმარებით ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჩვენი დახმარება და აქვს შანსი, გახდეს მშობელი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩემ გვერდით ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ფონდის წევრები, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, მარადისობის შენარჩუნების სურვილით შევძლებთ, გავაბედნიეროთ არაერთი ოჯახი ახალი სიცოცხლის დაბადებით.
скачать dle 11.3