კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ვინ ჩაუწერა ავთო აბესლამიძეს 8 ათას ევროდ სიმღერა და რა შემთხვევაში ამბობს ის უარს ქალთან ურთიერთობაზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ ნიჭიერი მომღერალი ავთო აბესლამიძე ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც მან კონცერტში მიიღო მონაწილეობა და სიმფონიურ ორკესტრთან ერთდ ყაზახური სიმღერაც შეასრულა. კონცერტს ყაზახეთის პრეზიდენტი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ასევე, ცნობილი მსახიობები ესწრებოდნენ. მანამდე კი ავთომ ყაზახეთის „ვოისი“ მოიგო და თავის არაჩვეულებრივი ნამღერით შენსი არავის დაუტოვა.
ავთო აბესლამიძე: როგორც იცით, მოვიგე ყაზახეთის „ვოისი“ და ახლა უკვე გრანდიოზულ კონცერტზე ვიმყოფებოდი. კონცერტში ყველა ის მომღერალი მონაწილეობდა, რომელმაც ყაზახეთსა თუ სხვა ქვეყნებში წარმატებას მიაღწიეს. მათ შორის ვიყავი მეც. იქ ჩასვლა და სიმღერა ყველა დღესასწაულზე მომიწევს. ყაზახეთში ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი. რეპეტიციები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გვქონდა. ახალი სიმღერები უნდა შეგვესრულებინა. ჩემთვის სიძნელეს წარმოადგენდა ის, რომ ყაზახურად უნდა მემღერა. ტექსტი რთულად წარმოსათქმელი იყო. კონცერტს  ესწრებოდა პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი... კონცერტი რომ შეიკრა, კულტურის მინისტრი და სხვები მოვიდნენ, მოისმინეს, რათა გადაეწყვიტათ, უნდა ეჩვენებინათ თუ არა პრეზიდენტისთვის და გასულიყო თუ არა პირდაპირ ეთერში. ჩვენთვის მიუღებლად დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
– შენთვის კიდევ იყო სხვა რამე მიუღებელი?
– ერთადერთი, ის გამიკვირდა, რომ ყაზახეთში დიდ ყურადღებას ვგრძნობდი ჩემ, როგორც უცხოელის მიმართ, რომელმაც კონკურსი მოიგო. ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. ჩემთან ერთად მღეროდა ყაზახი, ძალიან ცნობილი მომღერალი, „ვოისის“ ფინალისტი, ინდირა ედილბაევა. კონცერტის შემდეგ უფრო მეტად დავახლოვდით. დღეს ვმეგობრობთ, მიწერ-მოწერა გვაქვს, ძალიან კარგი ადამიანია.
– მხოლოდ მეგობრები ხართ, სიმპათიები არ გაქვს მის მიმართ?
– კი, ვმეგობრობთ და სიმპათიებიც მაქვს. ძალიან ლამაზი გოგონაა, ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ყაზახეთში და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი ლამაზი პარტნიორი მყავდა. ჩემთვის, ყაზახები, ყველანი, ერთმანეთს ჰგვანან და ეს გოგონა იმდენად განსხვავებულია, იმდენად ლამაზია, ყველაფერი კარგი ერთად აქვს. სულ ვეუბნებოდი კომპლიმენტებს, ისიც ვუთხარი, სხვა ყაზახებისგან ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი.
– მომავალში თქვენ შორის ახალი ურთიერთობის დაწყება ხომ არ არის მოსალოდნელი?
– ამ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, ყველაფერი მოსალოდნელია. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. კლიპსაც რამდენი ხანი ვაანონსებდი და გაიწელა. ახლა ვიწყებთ გადაღებას და ესეც მოულოდნელი იყო. მოკლედ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ძალიან ლამაზი და კარგი გოგონაა.
–  ეროვნებას აქცევ ყურადღებას?
–  არ ვაქცევ ყურადღებას. იმის გამო მოიყვანო ადამიანი ცოლად, რომ ქართველია და უბედური იყო, არასწორად მიმაჩნია. იმასთან ერთად უნდა იცხოვრო, ვის გვერდითაც ბედნიერი იქნები. თუ გინდა, სოფელში იცხოვრე, იშრომე, შენი მოყვანილი კიტრის ჭამით იყავი ბედნიერი.  ამ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მთავარია, მოინდომო. პირადად მე, რაც მიზნად დამისახავს, არ მინდა გავითვალო, ყველაფერი ძალიან რთული გზის გავლით მიმიღწევია – უკვე უიმედოდ რომ ხარ, მაგრამ შიგნით პატარა ნაპერწკალი გაქვს, თან გჯერა და თან არ გჯერა, რადგან რეალობა სხვა არის, და შინაგანი ხმა სხვა რამეს გკარნახობს. ყველა ეტაპზე მაქვს ასეთი სირთულეები, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება ხოლმე. „X ფაქტორიც“ რომ მოვიგე, სხვა კონკურსანტების გულშემატკივრები ჩემზე ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, გულს იფხანდნენ. ჩემთვის კი მნიშვნელოვანი ის იყო, მომეგო კონკურსი, რომლის ჟიურიშიც ყაზახეთის კულტურის მინისტრი, წამყვანი არხის დირექტორი, „ევროვიზიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყვნენ. ეს ჩემთვის იმხელა სტიმული გახდა და პროცესიც ძალიან სასიამოვნო იყო. რომ იბრძვი, მიღებული შედეგი უფრო გემრიელია.
– მითხარი, მეშინია, არ გავითვალოო და გჯერა ასეთი რაღაცების?
– გათვალვის ძალიან მჯერა. რამდენჯერაც რაღაც წინასწარ დამიანონსებია, იმ დროს არ გამოსულა, თუმცა დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ ყველაფერი კარგად დამთავრებულა. ყაზახეთის კონკურსზეც რომ წავედი, პირველი ლაივის გასვლის შემდეგ დავაანონსე, მანამდე არაფერს ვამბობდი, ვმალავდი.
– თქვი, ჩემი მიზნისთვის ყოველთვის ვიბრძვიო და სიყვარულშიც ასე ხარ?
– მე თუ შემიყვარდება, არაადეკვატური ვხდები ხოლმე. ეგოისტიც ვარ, რაღაცები ეგოისტურად მინდა ხოლმე, თუმცა ეჭვიანი არ ვარ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ორმა ადამიანმა ურთიერთობისას ყველაფერი უნდა იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, რა არის შენთვის დასაშვები, რა – არა. რომ ეცოდინება აქ მივდივარ, ამას ჩავიცვამ, პრობლემები აღარ იქნება. ბევრ კარგ რაღაცას გავაკეთებ საყვარელი ქალისთვის. შეიძლება, ვიცანცარო კიდეც. გიჟი შეყვარებული ვიქნები, თან გადავყვები. პირველივე უარზე ფარ-ხმალის დაყრა იგივეა, კონკურსზე შუა პერიოდში რომ დავნებდე. აუცილებლად უნდა იბრძოლო, შეიძლება, მასაც უნდიხარ და უბრალოდ, უარს გეუბნება – კბილს გისინჯავს. ამიტომ თუ გიყვარს, უნდა იბრძოლო – საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ სიყვარულისთვის ბრძოლა შეგიძლია. ძალიან მიყვარს ფლირტი, ვგიჟდები, შემიძლია უცნობ ადამიანს ვეფლირტაო. თუნდაც ესემესებით ვესაუბრო 2-5 თვე და არც შევხვდე. მაგალითად, თავშეყრის ადგილებში თვალებითაც ხვდები, ქალს უნდიხარ თუ არა. ქალებს თვალებით ფლირტი ყველაზე კარგად გამოსდით. თუ ხედავ, რომ ქალისგან გრძნობა მოდის, მის მინიშნებას ხვდები – ნაბიჯი გადმოდგიო, რა თქმა უნდა, მოქმედებაზე უნდა გადახვიდე. მქონია შემთხვევა, რომ მაგრად მომწონებია ადამიანი, მაგრამ მივმხვდარვარ, რომ მის გემოვნებაში არ ვჯდები და არც კი დამიწყია ფიქრი.
– როგორც ვიცი, კლიპის გადასაღებად ბოდრუმში მიდიხარ.
– სტამბოლში 7 სექტემბერს მივფრინავ (ინტერვიუ ჩაწერილია 6 სექტემბერს – ავტორი). ჩემი რუმინელი კომპოზიტორი, პროდიუსერი, სტილისტები კაბადოკიაში მივდივართ, ადგილები უნდა შევარჩიოთ. შემდეგ უკვე ბოდრუმში ჩავალთ. რუმინეთში ჩემი სიმღერის ჩაწერა 8 ათასი ევრო დაჯდა და ახლა ჩემი თურქი პროდიუსერი მიკეთებს კლიპს. ჩემი საფიქრალი ის არის, რომ კლიპი კარგი გამოვიდეს და ქართველმა მსმენელმა კარგად მიიღოს. ინგლისური სიმღერაა, თუმცა თურქული მელოდიით, რაც ჩემთვის ცოტა უცხოა. კლიპს 6 ქვეყანაში გაყიდიან – უკრაინაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ისრაელიში, თურქეთში. პრემიერა საქართველოშიც იქნება.
скачать dle 11.3