კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№37 რატომ შეაწუხეს მაიკო კაჭკაჭიშვილი ხარბმა ქართველმა მამაკაცებმა

ნინო კანდელაკი ნონა ქარქაშაძე

მას შემდეგ, რაც ოპერაციის შედეგად 70 კილოგრამი დაიკლო, მაიკო კაჭკაჭიშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ურთულესი პერიოდის გავლის შემდეგ, მისი თაყვანისმცემლების ასაკი შემცირდა, ქუჩაშიც ვეღარ სცნობენ, კომპოზიტორი კი ახალ ცხოვრებას ეჩვევა და მიაჩნია, რომ თუ მოინდომებს, ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.
მაიკო კაჭკაჭიშვილი: ამ ზაფხულს არ დამისვენია, თბილისში ვიყავი და ვმუშაობდი. მხოლოდ ორჯერ მომიწია ბათუმში გასვლა, რადგან სტეფანესთან ერთად კონცერტი მქონდა. ორჯერვე მხოლოდ სამუშაოდ გავედი ქალაქიდან.
– ანუ იმ საცურაო კოსტიუმის გამოყენების შანსი, რომელში გადაღებული ფოტოც სოციალურ ქსელში დადეთ და მალევე აიღეთ, ფაქტობრივად, ამ ზაფხულს არ გქონდათ?
– არა, რატომ? – აუზზე დავდივარ, როგორც გითხარით, ორჯერ ბათუმშიც ვიყავი. ფოტოს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა, მაგრამ იმიტომ ავიღე, რომ „ფეისბუქზე“ ცოტა ხარბი ქართველი მამაკაცები შემოდიან და ეს ვერ ავიტანე, მოცლილმა მამრობითმა სქესმა შემაწუხა. მე არ ვარ მიჩვეული ამდენ ესემესს და მათთვის პასუხიც, რა თქმა უნდა, არ მაქვს. როცა გაურკვეველი სახელები და გვარები გწერენ, ცოტა დამღლელია. მაპატიეთ, ეს არ არის ამბიცია, უბრალოდ, ჩემი საქმით ვარ დაკავებული.
– ალბათ, რაც წონაში საგრძნობლად დაიკელით და ვიზუალურადაც შეიცვალეთ, თაყვანისმცემელთა რიცხვი გაიზარდა, კიდევ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ოპერაციის შემდეგ?
– შედეგი ოპარაციის დასრულებისთანავე არ იგრძნობა, დროთა განმავლობაში იკლებ. ჯერჯერობით ეს ეტაპი ისევ მიმდინარეობს, რადგან, მართალია, ვიზუალურად შევიცვალე, მაგრამ ტვინი სინქრონულად არ მიყვება ფიზიკურ მონაცემებს, აქ მთელი რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორია ჩართული. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც შენი ცხოვრების რეჟიმი რადიკალურად იცვლება, „გადაწყობა“ არ არის მარტივი და ამას დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება. მაგას სჯობდა, ისევ დიეტით დამეკლო, თუმცა უკვე ყველაფერი ჩავლილია. რაც ჩემში შეიცვალა ის არის, რომ სიმსუბუქე უფრო განაზებს და ქალურს გხდის, ქუჩაში გამოსვლა ყოველთვის მიხაროდა, მაგრამ სიარული არ შემეძლო. წარმოიდგინეთ, რა რთულია, 70 კილოგრამით ზედმეტ წონას რომ ატარებ. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, არც ადრე ვუჩიოდი მათ ნაკლებობას. თუმცა, ახლა მათი ასაკი დაპატარავდა, პატარა ბიჭები ძალიან აქტიურობენ, მაგრამ რჩებიან ისევ იქ, სადაც არიან, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ეგ თემა არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე რას ვფიქრობ სხვაზე და არა ისინი – ჩემზე. მათი მხრიდან არანაირ ინიციატივას აზრი არა აქვს, რადგან ვმუშაობ და მთლიანად საქმეზე ვარ გადართული. თუმცა, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ოდესმე ვინმემ დამაინტერესოს.
– დაკლების შემდეგ, პირველად როდის გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში?
– ჩემი გარეგნობით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სარკის წინ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეღიმება და ვეგუები ამ ყველაფერს. თუმცა, დიდი ხნის უნახავი ახლობლები ქუჩაში ვეღარ მცნობენ და ისე ამივლიან გვერდს, გამარჯობასაც არ მეუბნებიან. მე ხომ ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებ და ერთხანს ვფიქრობდი, ნეტავ, ეს ადამიანი რას მერჩის, იქნებ, დავუშავე რამე და არ მახსოვს-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ გავარკვიე, რომ ვერ მცნობენ.
– მაიკო, ამჯერად რაზე მუშაობთ?
– 8 მარტისთვის დაგეგმილი გვაქვს ჩემი საავტორო სოლო კონცერტი, სადაც ჩემივე დაწერილ სიმღერებსა და ჰიტებს შევასრულებ და მაყურებელს ჩემეულ ვერსიებს შევთავაზებ, ახალი შესრულებითა და ელექტრონული გაფორმებით. გარდა ამისა, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება ჩემი ვოკალური სტუდია, სადაც 6 წლიდან, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ვამეცადინებთ. სტუდიაში მასტერკლასებს ცნობილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
– მრავალი ცნობილი შემსრულებლის სიმღერის ავტორი ხართ და ალბათ, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად მუშაობთ, მაინც რა მოთხოვნები აქვთ ქართველ მომღერლებს?
– როცა მომღერალი მიკავშირდება, ვჯდები ჩარჩოში და წარმოვიდგენ მის დიაპაზონს, შესაძლებლობას და მერე ვუწერ სიმღერას, რაც თითოეულისთვის ინდივიდუალურია. თუმცა როცა ერთ მომღერალთან რამდენჯერმე მიწევს მუშაობა, პროცესი ერთმანეთს მაინც არ ჰგავს. იმისათვის, რომ ეს სფერო წარმატებული იყოს, კონკურენცია უნდა შედგეს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ბევრი კლიპი უნდა გადავიღოთ, ბევრი სიმღერა ჩავწეროთ, უნდა შედგეს მომღერალთა ათეულები, ოცეულები, იყოს ბევრი კონცერტი... ჩვენს ქვეყანაში კი წელიწადში ერთხელ მომღერალი თუ შეაგროვებს ფულს და ჩაწერს სიმღერას. ეს სიმღერა კი ან გაჰიტდება ან არა, და ასე წვალობენ.
– უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას ხომ არ გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ. 2020 წლისთვის ამერიკაში წასვლას გვეგმავ. ამ ორ წელიწადში კი იქნებ ყველაფერი მოვასწრო და ენაც იმ დონემდე ვისწავლო, რომ უცხო გარემოში თავისუფლად ინტეგრირება შევძლო. იმ დროისთვის ჩემი ტყუპებიც ბოსტონში, მუსიკალურ კოლეჯში აპირებენ ჩაბარებას და ერთად ვიქნებით.
– მშობლის პოზიციიდან, ალბათ, რთულია შეფასება, მაგრამ რას იტყოდით თქვენს შვილებზე, პროფესიონალური თვალსაზრისით? მათი მამა ხომ ტყუპების ასაკში უკვე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი იყო.
–  ისინი არც მე მგვანან და არც ლევანს. სათითაოდ, ორივეს, ჩვენგან განსხვავებული ინდივიდუალური ნიჭი აქვს. მათ, უბრალოდ, გენეტიკურად  მივეცით ბიძგი, მეტი არაფერი. შემდგარი პიროვნებები არიან და თავიანთი მუსიკალური მიმართულებაც არჩეული აქვთ. ბიჭები ახლა გარდატეხის ასაკში არიან და როცა ჩამოყალიბდებიან, ვის რა უნდა და როგორ უნდა, შემდეგ გავარკვევთ.
– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ სიმსუქნე გენეტიკურია, მასთან ბრძოლა სწორი კვებით შეუძლებელია და ამ პრობლემის დასაძლევად ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთების საშუალებაც არ აქვთ?
– სიმსუქნე გენეტიკური არ არის და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია. მე არავინ მყავს მსუქანი. გარდატეხის პერიოდში დავიწყე მატება და ორსულობისას ძალიან მოვიმატე. არსებობს ოქროს წესი და თუ ამ წესს გაითვალისწინებ, ძალიან სწრაფად დაიკლებ და წონასაც შეინარჩუნებ. პრინციპი ასეთია, მივირთვათ ხშირად და ცოტ-ცოტა. უფრო კონკრეტულად კი, მივირთვათ ერთ ულუფაზე მხოლოდ და მხოლოდ რვა ლუკმა, დღეში აუცილებლად 5-ჯერ. ამ რვა ლუკმაში შეგვიძლია ორი ლუკმა ტკბილი შევიტანოთ, ორი ლუკმა პური, ორი ლუკმაც ბოსტნეული, ხორცი თუ რაც გვინდა, ჩვენი გემოვნების შეუზღუდავად. ეს წესი აუცილებლად ამართლებს და ოპერაციის პრინციპიც ეს არის. ოპერაციის შემდეგ გავიგე, რომ ადამიანმა მხოლოდ იმდენი უნდა შეჭამოს, რამდენიც ხელისგულზე ეტევა, ანუ რაც გეტევა ხელისგულზე, ისაა შენი დოზა, დანარჩენი გემოთმოყვარეობა და ნაყროვანებაა. ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და თუ ნებისყოფას გამოვიმუშავებთ, წარმატებაც გარდაუვალი იქნება!
скачать dle 11.3