კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№37 როგორ უნდა განვიწმინდოთ მედიტაციის საშუალებით და რატომ უნდა ვიმღეროთ „ომ“ სანამ აბსოლუტურ კომფორტსა და სიმშვიდეს არ ვიგრძნობთ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი


დღევანდელი რუბრიკის თემა იმ მაგიურ ძალას ეხება, რომელიც ადამიანის სხეულში რამდენიმე ენერგეტიკულ ცენტრს აერთიანებს და ხერხემლის გასწვრივაა განლაგებული. ეს გახლავთ ჩაკრა, რაც სანსკრიტულად ბორბალს ნიშნავს. ამ, თვალისთვის უხილავი ძალის თითოეული ჩაკრა ადამიანის სხეულიდან იღებს, აგროვებს და გარდაქმნის ენერგიას. დღეს მათგან, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მეოთხე ჩაკრას – ანაჰატას გაგაცნობთ. ის ადამიანის ისეთ ემოციებს განაგებს, როგორიცაა: სიკეთე, სინაზე და სიყვარული. ფიზიკურ დონეზე კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და სასუნთქ ორგანოებს იცავს. განმარტებას ამ ყველაფერზე მოგვცემს კომპეტენტური ექსპერტი ეზოთერიკა-პარაფსიქოლოგიის დარგში, ბატონი ლადო დ.  
– რას ნიშნავს, ანაჰატა იცავს ჩვენს ემოციებსა და ფიზიკურ მდგრადობას?
– დიახ, ასეა, სწორედ ანაჰატაა ჩვენი ორგანიზმის ერთგული გუშაგი, რომელიც მას გადატვითვისგან იცავს და აჯანსაღებს კიდეც. ნათლად რომ წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ფუნქცია, ერთ რამეს გეტყვით: იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით, ანაჰატას ჰარმონიულობა დაირღვა ან დაიბლოკა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება და აგრესიული ხდება; ჯანმრთელობის მხრივ კი, ძირითადად, გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებები უმძაფრდება. ამ დროს აუცილებელია, ჩაკრა გაიხსნას, რისი პრაქტიკაში განხორციელებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
– დამოუკიდებლად შეგვიძლია, ამის გაკეთება?
– რა თქმა უნდა და ეს რომ შეძლოთ, ჯერ აგიხსნით, რა არის თავად ანაჰატა ანუ მეოთხე ჩაკრა. ის მდებარეობს მზის წნულის (სხეულის ნაწილი დიაფრაგმის უკან, წააგავს მზის სხივებს და ყველა მიმართულებით ვრცელდება) მიდამოებში და ადამიანის ეგოს ერთიანობის ადგილია. მას შეესაბამება მანტრა (მანტრა – ღვთიური ძალით აღსავსე ბგერათა მარცვალი), რომელიც იმეორებს „ომ“ მარცვალს – სამყაროს საწყის ბგერად მიჩნეულ უზენაეს ვიბრაციას. იმისთვის, რომ გულის ჩაკრა გაიხსნას, ჩაჯექით „ლოტოსის“, ან მედიტაციისთვის შესაფერის, სხეულის ნებისმიერ სხვა, თუნდაც „საპოჟნიკის“ პოზაში. ხელის მტევნები, ხელისგულებით ზევით, მუხლებზე დაილაგეთ, თვალები დახუჭეთ და ისუნთქეთ თანაბრად. კონცეტრირებული იყავით მზის წნულის შეგრძნებებზე და თანდათან, თქვენი ცნობიერება გაიწმინდება, გაფანტული აზრები დალაგდება და მის ირგვლივ სიმშვიდე დაისადგურებს. სხეული კი ამ დროს სრულიად მოდუნდება.
– რა როლს ასრულებს ამ დროს მანტრა?
– სწორედ სხეულის მოდუნებას უნდა მიაყოლოთ, ანაჰატის ჩაკრას მანტრის გაბმულად და აუჩქარებლად წარმოთქმა, ანუ მღერა. თქვენ მალევე იგრძნობთ სხეულის სიმსუბუქეს და სულის განუზომელ თავისუფლებას. მანამდე იმღერეთ „ომ“, სანამ აბსოლუტურ კომფორტსა და სიმშვიდეს არ იგრძნობთ. მხოლოდ ამის შემდეგ, შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მანტრა, მაგრამ თვალების გახელას ნუ იჩქარებთ. მოდუნებულ მდგომარეობაში დარჩით და ყური უგდეთ ანაჰატით გამოწვეულ შეგრძნებებს, რომელიც მწვანედ ასხივებს. მას შემდეგ, რაც „ომ“ ბგერის თანხლებით, რამდენიმე მედიტაციას დაასრულებთ და გულის ჩაკრაზე კონცენტრირდებით, უკვე იმ მწვანე ნათების დანახვასაც შეძლებთ. მისი გაჯერებული ანარეკლი კი, რეალურად დაგანახვებთ ანაჰატის გახსნისა და მოქმედების ხარისხს: გაგიჩნდებათ აღქმა, რომ სამყაროს ნაწილი ხართ და ჰარმონიზაციის ზონაში მოხვდით, სადაც სიყვარული, პატიება და თანაგრძნობა სუფევს.
– ამის გაკეთება ყველას შეუძლია, თუ რაიმე წინაპირობაა საჭირო?
– ანაჰატის გახსნისა და მისი მაქსიმალური ეფექტურობით ფუნქციონირებისთვის, საჭიროა, იოგათი დაკავდეთ. უპირველესად, ასეთი სავარჯიშოები, ძირითადად, გულმკერდის ზნექებს მოიცავს და ეს შეიძლება, იყოს „კობრისა“ და „კატის“ პოზები.  
– ამ ინტერვიუს საშუალებითაც შეძლებს ჩვენი მკითხველი ხსენებული პოზების აღქმას და თუნდაც, „კობრის“ პოზიციაში მედიტაციას?
– სავსებით შესაძლებელია, თუ საქმეს სერიოზულად მიუდგებით და მოგვყვებით. მაშ ასე, „კობრად გარდაქმნისთვის“ აუცილებელია, დაწვეთ მუცელზე. გვერდებზე მჭიდროდ მიიკარით იდაყვები  და მიმართეთ ქვემოთ, ხელისგულები კი მხრების გაწვრივ იატაკს დააბჯინეთ. ჩასუნთქვისას წელი ისე ჩაზნიქეთ, რომ კინკრიხო, ზემოთ წამოსწიოთ. ამას ააყოლეთ სხეულიც და იატაკს ოდნავ ააცილეთ. ასე დაჭიმული დარჩით 20-30 წამი. თანაბარი სუნთქვა შეინარჩუნეთ და ამოსუნქვისას, კორპუსი დაუშვით. ბოლოს ისევ დაწექით მუცელზე და მოდუნდით.
– რაც შეეხება „კატას“?
– არც ეს წარმოადგენს სირთულეს. დადექით მუხლებზე და ხელისგულებით იატაკს დაეყრდენით. ჩასუნთქვისას წელი ჩაზნიქეთ და თავი ისე გადასწიეთ, თხემით ჭერს „მიებჯინოთ“. ამოსუნთვისას კი თავი ისე დახარეთ, ზურგმა მომრგვალებული ფორმა მიიღოს. თითოეული ვარჯიში დღეში 7-10-ჯერ გააკეთეთ.

скачать dle 11.3