კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მამაჩემის გამო მამინაცვალს და დედას დავუპირისპირდი

მამა რომ სახლიდან წავიდა, ხუთი წლის ვიყავი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რის გამო აღარ მოდიოდა მამა სახლში, რატომ მიგვატოვა მე და დედა. თუმცა, დედაჩემი სულ იმას ჩამჩიჩინებდა: მამაშენი უვარგისი კაცია, როგორ გავყევი ცოლად, რამ დამიბნელა თვალები, ხომ ხედავ, არც შენ უნდიხარო. თუმცა, ბებიაჩემი, მამაჩემის დედა ხშირად მოდიოდა, მივყავდი მასთან სახლში და იქ მამაც მხვდებოდა. მეფერებოდა, ფულს მჩუქნიდა და ჩახუტებული დავყავდი. რომ გავიზარდე, ახლა ვხვდები, რეალურად რაც მოხდა. დედა საშინლად ეჭვიანი ქალია, მამაკაცების ყურადღება უყვარს და სულ იმას გაიძახის, ქალი იმისთვისაა შექმნილი, კაცი ხელის გულზე ატარებდესო. სახლში საჭმელსაც კი არ აკეთებს. მე ვყავარ მოსამსახურედ. თავად გამოპრანჭული დადის და ცდილობს, თავის საყვარელ მამაკაცს სითბო და ალერსი არ მოაკლოს. მამა რომ წავიდა, დედა მალევე გათხოვდა. მას შემდეგ, მისგან მოფერებაც არ მახსოვს. მოაბრძანა მამინაცვალი სახლში და მხოლოდ მის მოფერება-განებივრებაშია. გარდატეხის ასაკში გადავწყვიტე, საცხოვრებლად ბებიასთან გადავსულიყავი, მაგრამ დედაჩემმა თავი გაიგიჟა. იტირა, რატომ მიდიხარ, მე გაგზარდე, ამხელა ამაგი მაქვს და ახლა უნდა დამტოვოო. ვიფიქრე, მართლა ვუყვარვარ, განიცდის-მეთქი და დავუჯერე მის ცრემლებს, მაგრამ ახლა ვხვდები, მე რომ წავსულიყავი, სახლში დამლაგებელი აღარ ეყოლებოდა. სიმართლე გითხრათ, მამინაცვალს ჩემთვის ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ სულ მამაჩემის ძაგებაშია. ვერ გავიგე, რა დაუშავა მამაჩემმა. როგორც შეუძლია, მეხმარება, მატერიალურადაც და სულიერადაც. თუ რამე მტკივა, ვცდილობ, მასთან ვთქვა და მიგებს. დედაჩემს გულს ვერ ვუშლი, ეგრევე, ყველაფერში მე მადანაშაულებს. ამას წინათ მოვუყევი, ბიჭი, რომელიც მომწონდა, აღარ მელაპარაკება-მეთქი და შენი ბრალი იქნებაო. ვუთხარი, დაქალთან კონფლიქტი მომივიდა-მეთქი და ეგეც შენი ბრალიაო. მოკლედ, ყველაფერში მე მამტყუნებს. მამა კი ცდილობს, დამარიგოს, ტკივილი დამიამოს, განცდებისა და პრობლემების გადალახვაში დამეხმაროს. თუ რამე მიყიდა და სახლში ვთქვი, მამამ მიყიდა-მეთქი, დედაჩემი და მამინაცვალი ჩამოუშვებენ ცხვირებს და ბურდღუნებენ: ჯერ მიატოვა და ახლა ყიდულობს ძონძებს, ამით ცდილობს დანაშაულის გამოსყიდვასო. თანაც, ისე ჩურჩულებენ, მე რომ გავიგონო და გული მეტკინოს. ჰოდა, ამას წინათ ვეღარ მოვითმინე და ორივე კარგად შემომელანძღა. დედაჩემს პირში მივახალე, რომ სწორედაც მისი დანაშაულია მამის გვერდით რომ არ გავიზარდე, ყოველთვის დაჩაგრული ვიყავი და მის მოსამსახურე-მონად ვიქეცი. გადაირია, მიყვირა – რეებს მეუბნებიო. სიმართლე არ მოეწონა. მამინაცვალმაც მისი მხარე დაიჭირა. მართალია, მე ვერაფერი მითხრა, მაგრამ დედაჩემს ეუბნებოდა: ჰო, შენი ბრალია, ამხელა ამაგი რომ წყალში გეყრებაო. დიპლომატიური საუბრით ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არ შამფური, მაგრამ მე უტვინო კი არ ვარ. ზუსტად ვიცი, ჩემს გასაგონად რასაც ამბობენ და რა პირით ლანძღავენ მამაჩემს. მართალია, გოგო ვარ, დედის გვერდით გავიზარდე და მისი პოზიცია უნდა დავიცვა, მაგრამ სიმართლეს ზურგს ვერ შევაქცევ და მამას, რომელიც მართალია, ვერავის გავალანძღინებ.
დიკო, 24 წლის.скачать dle 11.3