კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№37 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


კითხვა: რაც ასაკში შევედი, სხეულის გარკვეულ ნაწილებში, ცელულიტები მომიმრავლდა. არადა, არ
ვარ ჭარბწონიანი და ვცდილობ, წონა ვაკონტროლო. როგორ შევძლებ ამასთან ბრძოლას? და, ზოგადად, რა არის ცელულიტის მთავარი გამომწვევი?
პასუხი:
ცელულიტის პრობლემა ქალების, დაახლოებით, 90 პროცენტს აწუხებს. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხართ, გამხდარი თუ კარგ ფორმაში. ცელულიტის ხელშემწყობი ფაქტორებია: ჰორმონალური დისბალანსი, ცხოვრების უმოძრაო წესი, არასწორი კვება, ალკოჰოლი, სიგარეტი, გენეტიკა, სტრესი და სხვა. ვინაიდან ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი სისხლის მიმოქცევის დარღვევაა, მის წინააღმდეგ სწორედ ამ გზით უნდა იბრძოლოთ. სპორტული აქტივობები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ის ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ამიტომ, თუ საერთოდ არ ვარჯიშობთ, აუცილებლად გამონახეთ დრო ამისთვის. ცელულიტის საწინააღმდეგოდ სასარგებლოა მასაჟიც. შესაძლებელია ცელულიტის ყავის სკრაბით შემცირება. ყავის საშუალებით წრიული მოძრაობები სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ყავა კი კანს ამკვრივებს. წყალი ბუნებრივი საშუალებაა ცელულიტის წინააღმდეგ. მიიღეთ დილაობით კონტრასტული შხაპი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასევე, ამკვრივებს კანის ქსოვილს. შეეცადეთ, მინიმალური რაოდენობით მიიღოთ ტკბილეული, შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული, გაზიანი სასმელები. დალიეთ დღეში, მინიმუმ, 1.5-2 ლიტრი წყალი, მწვანე ჩაი, წვენები. რაციონში შეიტანეთ ბევრი ბოსტნეული და ცოცხალი ხილი.
კითხვა: კრემოვანი ტექსტურის ნაცვლად, მინდა, გამოვიყეო ფხვიერი ტონალური. რამდენად ეფექტურია და როგორ შევარჩიო?
პასუხი:
ფხვიერი ტონალური გამოირჩევა ძალიან კარგი  დაფარვით ცხიმიანი კანისთვის. მშრალი კანის შემთხვევაში კი, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი და ბაზისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფხვიერმა ტონალურმა კიდევ უფრო გამოკვეთოს თქვენი მშრალი კანი. თუ კომბინირებული კანი გაქვთ, არანაირი პრობლემა არ გექნებათ მსგავსი პროდუქტის გამოყენებისას – ის დაფარავს ცხიმიანი კანის ბრწყინვალებას და გამოაცოცხლებს სახის იმ ნაწილებს, სადაც ნორმალური კანი გაქვთ.

скачать dle 11.3