კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№37 როგორ მოვიცილოთ სახეზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება და ასე შემდეგ. არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით კანის განსაზღვრულ უბნებში დიდი რაოდენობით გროვდება პიგმენტი მელანინი და კანი მუქ ელფერს იძენს.
გადამეტებული პიგმენტაცია, ძირითადად, მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება. ამიტომ, გარეთ გასვლის წინ, აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმა. ასევე, კვების რაციონში შეიტანეთ A, B და C ვიტამინებით მდიდარ პროდუქტები.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტს ამ პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად, რისი მომზადებაც სახლის პირობებში თავად შეგიძლიათ. რეცეპტები მარტივად მოსამზადებელია და არ შეიცავს კანისთვის აგრესიულ კომპონენტებს.
სანამ ნიღაბს, კრემს ან ლოსიონს წაისვამთ, მსუბუქი პილინგი გაიკეთეთ, კანი მკვდარი უჯრედებისგან რომ გაასუფთავოთ და ამით ხელი შეუწყოთ მისი რეგენერაციის პროცესს. სკრაბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე, სახლში მომზადებული საშუალება:  მცენარეულ ზეთს შეურიეთ ცოტა სოდა, შაქრის ფხვნილი ან მარილი, დაიტანეთ სახის კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობით მასაჟი გაიკეთეთ თვალის მიმდებარე ზონის გარდა. შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.
მუქი ლაქების მოსაშორებელი კრემი – რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი, 2 ჩაის კოვზი რძის ფხვნილი, რამდენიმე წვეთი გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ ერთმანეთში. ღამით წაისვით, დილით კი, გაღვიძებისთანავე, კარგად ჩამოიბანეთ, თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
შვრიისა და ლიმონის ლოსიონი – არაჩვეულებრივი საშუალებაა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. შვრიის წყალობით აქვს მკვებავი თვისებები, ხოლო, ლიმონის მეშვეობით კი კანს ასუფთავებს. 1/4 სუფრის კოვზი დაფქული შვრია, 250 მილილიტრი წყალი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს 1 კვირაში ნახავთ.
ფორთოხლის ნიღაბი – ეფექტური ნიღაბია. ფორთოხლის კანი კარგად გამოშრობამდე დატოვეთ მზეზე, შემდეგ დააქუცმაცეთ და დაფქვით. მიღებული დაფქული მასა შეურიეთ რძესა და ნატურალურ გლიცერინს შემდეგი პროპორციებით: 2 სუფრის კოვზი დაფქული ფორთოხლის კანი, 1 სუფრის კოვზი რძე და რამდენიმე წვეთი გლიცერინი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.
თაფლისა და კურკუმას ნიღაბი – დაგეხმარებათ არა მხოლოდ პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ აქრობს ანთებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგზემის ან აკნეს დროს. კარგად კვებავს მგრძნობიარე და ნაზ კანს. შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და დაფქული კურკუმა და კარგად აურიეთ სქელი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ კარგად დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.
კიტრისა და ვარდის წყლის ლოსიონი – რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. კარგად ატონიზირებს კანს და ეხმარება თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნახევარი ჭიქა კიტრის წვენი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჭიქა ვარდის წყალი კარგად აურიეთ. დაიტანეთ კანზე სპრეის მეშვეობით, დღეში ორჯერ, დილით და ძილის წინ. ლოსიონის წყლით ჩამობანა საჭირო არ არის.скачать dle 11.3