კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 16 აგვისტოს, დილის შვიდ საათსა და ოც წუთზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია, რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება და რომელ უცხო ქვეყანაში მიაღწევს წარმატებებს?
პასუხი:
დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეუქმნას მას პრობლემები. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას: უფრო მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების უნარი. აუცილებლად უნდა იყოს უხალტურო მუშაკი. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მიუდგეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს. არჩევნის უფლება დაუტოვოს სხვებსაც. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მის ცხოვრებისეულ წარმატებებს განაპირობებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთი მისი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. პროფესიებიდან კი, კარგია და მისთვის წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 8 ოქტომბერს. რომელ პროფესიაში მელის წარმატებები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან არის სასურველი ჩემი ქორწინება?
პასუხი:
თქვენთვის კარგია ურთიერთობა ისეთ ნიშნებთან, როგორებიცაა: ქალწული, ტყუპები, ლომი, ვერძი და მერწყული. ფრთხილად იყავით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, დიზაინი, არქიტექტურა, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ავტომატიკა-ტელემექანიკა, სატრანსპორტო, სატელეფონო, საკომუნიკაციო სფეროები ან ბიზნესი, გაზის ინდუსტრია.скачать dle 11.3