კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ დაიბრუნა სტალინმა რუსეთის იმპერიის კუთვნილი ოქროს მარაგი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

რუსული სახელმწიფოს წინაშე სტალინის განუზომელ დამსახურებებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინოა მეფის რუსეთის ოქროს მარაგის დაბრუნება. ისტორიკოსი მარია კოლივანოვა წერს: „როგორც ცნობილია, 1918 წლის 7 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიურმა კორპუსმა  ყაზანი აიღო და ქალაქში სამოცდაათათასიანი კბილებამდე შეიარაებული არმია შეიჭრა. ინტერვენტებმა სრულად გაძარცვეს იქაურობა. მთავარი სიურპრიზი კი რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგი იყო, რომელიც ადგილობრივი ბანკის საცავებში იყო განთავსებული. ორთავიანი არწივის გერბიანი ოქროს ზოდების მასა 20 ტონას შეადგენდა და ყაზანიდან ეს აურაცხელი სიმდიდრე ჩეხებმა ეშელონებით ორგანიზებულად გამოიტანეს. 12 ტონა ოქრო პრაღაში „მშვიდობიანად“ ჩავიდა და ეროვნული ბანკის საცავში დაიკავა ადგილი. ერთი ვაგონი კი, სადაც 8 ტონა ოქროს ზოდი ინახებოდა, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე გაუჩინარდა... ყაზანში ოქრო თავად ბოლშევიკების მიერ იყო საიდუმლოდ გადამალული. ტროცკის დაჟინებით ლენინმა საიდუმლო ბრძანება გასცა მოსკოვიდან და პეტროგრადიდან ოქრო გაეტანათ. არგუმენტი კი ის იყო, რომ თითქოსდა გერმანული არმიების შემოჭრის საშიშროება იდგა და ეს სიმდიდრე ოკუპანტებს არ ჩაეგდოთ ხელში. სინამდვილეში კი ტროცკი თავისი პატრონების, ამერიკელების შეკვეთას ასრულებდა. ისინი ყაზანში უნდა ჩასულიყვნენ და ოქრო გაეტაცათ. თუმცა, ფრონტზე არსებული რეალობა შეიცვალა. ამერიკელებმა დროული წინსვლა ვერ შეძლეს და ოქრო მათ ჩეხებმა „აახიეს“. ოკეანის გაღმელებმა ვერც ჩეხებისთვის შეძლეს ამ ოქროს წართმევა, რადგან ევროპელები ექვსჯერ აღემატებოდნენ მათ. თანაც, ოქრო უკვე ჩეხოსლოვაკიაში იყო. ამ ამბავს ლამის ტროცკის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც ამერიკელებმა საიდუმლო თათბირზე დაიბარეს კონსპირაციულ ბინაზე, პეტროგრადში და საბჭოთა რუსეთის სამხედრო მინისტრს საკუთარი ტყავის გადასარჩენად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ტროცკი ამერიკელებს შეჰპირდა, ოქროს გადმოგცემთო და ამით იხსნა თავი, თუმცა, მოგვიანებით ეს პირობა ვერ შეასრულა და სწორედ ამიტომ უგანეს – სტალინის მიერ შერისხული და განდევნილი ქვეყანაში არ მიიღეს. ოქროსთან დაკავშირებული მთელი ეს კომბინაცია ლენინმა და ტროცკიმ სტალინისა და ძერჟინსკის ზურგს უკან ჩაატარეს. იმ დროს, როდესაც ეს ტანდემი კავკასიაში იმყოფებოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად. შემდგომ სტალინმა და ძერჟინსკიმ ოქროს „გახიზვნის“ გამო სასტიკად შეუტიეს ტროცკის, რაც თავად ლენინმა გაახმოვანა და სამხედრო მინისტრი უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ლევ დავიდოვიჩს ამჯერად ძერჟინსკი დაემუქრა „მაუზერით“ და „ჩეკას“ უფროსი, ალბათ სასხლეტს გამოჰკრავდა თითს, შუაში რომ ილიჩი (ლენინი) არ ჩამდგარიყო. ოქროს დაკარგვის ისტორიიდან ორი კვირა იყო გასული, როდესაც ამის შესახებ სტალინმა და ძერჟინსკიმ შეიტყვეს და ისინი (სტალინი და ძერჟინსკი) უმალვე ამოქმედდნენ. სტალინმა „რკინის ფელიქსს“ (ძერჟინსკის) თავისი აგენტურის ამოქმედება ურჩია, სინამდვილეში კი დაავალა. თუმცა, იმ პერიოდში სტალინი თანამდებობით ძერჟინსკიზე მეტი არ ყოფილა  და „ჩეკას“ უფროსს მომავალ ბელადზე მეტი ძალაუფლებაც კი ჰქონდა. სტალინი, უბრალოდ, ძალიან ავტორიტეტული იყო და ძერჟინსკიც ამიტომ ემორჩილებოდა მას. სულ მალე „ჩეკას“ უფროსმა ინფორმაცია მიიღო, რომ 12 ტონა ოქრო უკვე პრაღის ბანკში ინახებოდა და ამ ამბავს აღარაფერი ეშველებოდა. ამასთან, ცნობილი იყო ისიც, რომ 8 ტონა ოქროთი დატვირთული ერთი ვაგონი უგზოუკვლოდ გაქრა ქალაქ ირკუტსკის მიდამოებში, ასევე, გაუჩინარდა ამ ვაგონის გამცილებელი, პოლკოვნიკი მარეკ ზაპალეკი. იმ პერიოდში ტრანსციმბირული მაგისტრალის ტერიტორია ჯერ კიდევ თეთრგვარდიელების კონტროლქვეშ იმყოფებოდა და ასეთ ვითარებაში ამ ორმა (სტალინმა და ძერჟინსკიმ) გამოჩენილმა ბოლშევიკმა თავზეხელაღებული ნაბიჯი გადადგეს. „ჩეკას“ მცირერიცხოვან ოპერატიულ ჯგუფთან ერთად დაკარგული ოქროს საძებნელად გაემართნენ ქალაქ ირკუტსკში, სადაც ადმირალ კოლჩაკის არმია იდგა და მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა. მართალია, ქალაქში „ჩეკას“ აგენტურაც მრავლად იყო და „იავკებიც“ (კონსპირაციული ბინა) ბლომად მოიძებნებოდა, მაგრამ ტანდემის ვოიაჟი მაინც უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. მიუხედვად ყველაფრისა, ამ მოგზაურობამ დადებითი შედეგი მოიტანა. „ჩეკისტებმა“ ჩეხი პოლკოვნიკი იპოვეს, გაიტაცეს და გამქრალი ვაგონის შიგთავსის ადგილსამყოფელი ათქმევინეს. გაირკვა, რომ მარეკ ზაპალეკმა თავის ხელქვითებს 8 ტონა ოქრო ბაიკალის ტბის სამხრეთ ნაწილში, ეგრეთ წოდებული, ფიჭვნარის ხეივანში დაამარხინა. ვაგონი კი სამარხიდან 5 კილომეტრში დაწვეს. შემდეგ კი ზაპალეკმა თორმეტი ხელქვეითი ტყვიამფრქვევით, საკუთარი ხელით დახოცა და ბაიკალის ტბაში ჩაყარა. ჩეხი პოლკოვნიკი იმედოვნებდა, რომ როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, ოქროს მიწიდან ამოიღებდა და რომელიმე მშვიდ ქვეყანაში ზღაპრულად იცხოვრებდა. მაგრამ ზაპალეკს ოცნება არ აუხდა და პირადად სტალინის ძალისხმევით, მას „ქეჩოში ჩაავლეს“. „ჩეკამ“, სტალინის ხელმძღვანელობით, 8 ტონა ოქროს ირკუტსკიდან გამოტანისას უნიკალური ოპერაცია ჩაატარა: ბოშების სამოსში გამოწყობილმა „ჩეკისტებმა“ ოქროს ზოდები ოც მარხილზე დატვირთეს და ისე გაიარეს ტრანსციმბირული მაგისტრალის თითქმის ასკილომეტრიანი მონაკვეთი, რომ კოლჩაკის კონტრდაზვერვას ეჭვიც კი არ აუღია. ოქროს პოლკოვნიკი ზაპალეკიც „გააყოლეს“ ხელს, რომელიც ძერჟინსკიმ ლუბიანკაზე გამოამწყვდია. 1939 წელს ჩეხი პოლკოვნიკი ციმბირის ბანაკში გარდაიცვალა, სადაც 20 წელზე მეტი გაატარა. ამით, მეფის რუსეთის ოქროს ეპოპეა არ დასრულებულა და 1945 წლის მაისში, სტალინის ბრძანებით, უკვე ბერიას „ენკავედემ“აღმოაჩინა გათავისუფლებული პრაღის საიდუმლო კატაკომბებში გადამალული ის დარჩენილი 12 ტონა ოქრო, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი 6 ტონაც დაემატა და 18 ტონა ოქრო მოსკოვში უვნებლად ჩამოიტანეს. ასე დაიბრუნა სტალინმა რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგი, რასაც ჩეხოსლოვაკიური ოქროც დაერთო.“
скачать dle 11.3