კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ექიმის რჩევები

კითხვა: რისი ბრალია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისა და ფეხის გულების სიყვითლე, როგორ მოვიქცეთ?
პასუხი:
დიდი რაოდენობით ციტრუსების ან სტაფილოს მიღებამ შესაძლოა, ხელისა და ფეხის გულების შეყვითლება გამოიწვიოს. თუმცა, ბანალური მიზეზების გარდა, აუცილებელია, გამორიცხოთ შინაგანი სნეულებები.  მიმართეთ ოჯახის ექიმს.
კითხვა: „დამბრაკავენ“ თუ არა ჯარში ძაბრისებრი გულმკერდის გამო?
პასუხი:
ამ დიაგნოზით ჯარიდან არ ათავისუფლებენ.
კითხვა: აკვიატებული მაქვს ცოფის შიშები. ვერ ვერევი. ეზოში ძაღლი ჭამდა ნაგავს. პარკი წამოვიცვი ხელზე ავკრიფე ეს ნაგავი და გადავყარე. მაინტერესებს ათი დღის წინანდელი ჭრილობა თუ შეიძლება წარმოადგენდეს პოტენციურ საფრთხეს?
პასუხი:
ცოფი არ გადადის მესამე საგნიდან. ცოფის საშიშროება დგება მხოლოდ ძაღლის მიერ უშუალოდ დადორბვლისას ან კბენისას.
კითხვა: რას ნიშნავს ფილტვების ინფილტრაციული ტუბერკულოზი? მგბ+ დადებითი. რამდენად არის განკურნებადი და რამდენად საგანგაშოა ეს ფორმა?
პასუხი:
ფილტვების ინფილტრაციული ტუბერკულოზი არის ტუბერკულოზის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ტუბერკულოზური კერის გარშემო ვითარდება ანთებითი ცვლილებები – ინფილტრატი. მისი ზომა შეიძლება სხვადასხვა იყოს. განვითარების მიზეზი კი ძალიან ხშირად არის დიაბეტი, ჰორმონებით მკურნალობა, გრიპი ან სხვა ინფექცია. სწორი მკურნალობის შედეგად ინფილტრატი გაიწოვება და კერის ფუნქცია აღდგება, ხოლო თუ პაციენტი არ იმკურნალებს, ინფილტრატი შეიძლება გაიზარდოს და კავერნა ან ღრუ ჩამოყალიბდეს, რომელიც შემდგომში ჩირქოვანი ინფექციის კერად იქცევა. მგბ+ ანუ მჟავა-გამძლე ბაქტერია დადებითია, ნიშნავს, რომ პაციენტი გარემოში გამოყოფს ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიებს და ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3