კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რომანტიკა ურთიერთობაში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


რა არის რომანტიკა ურთიერთობაში? სურვილი, ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც მოუწყოთ ერთმანეთს სასიამოვნო მოულოდნელობები. ამბობენ, სიურპრიზები ქალებს უყვართ, მამაკაცებს კი აღიზიანებთო, მაგრამ ასე არ არის. მამაკაცებს ბავშვივით უხარიათ, როცა მათ საყვარელი ქალი ანებივრებს. შეიძლება, ხმამაღლა ეს არ აღიაროს, მაგრამ ამაგს აუცილებლად დაგიფასებთ. რომანტიკა ურთიერთობაში უდიდეს როლს ასრულებს. მას ყოველდღიური ერთფეროვნების გახალისება, უკეთესობისკენ გადასხვაფერება შეუძლია. თუმცა გადაჭარბებულიც არაფერი ვარგა. აუცილებელი არ არის, ერთმანეთს ყველგან და ყველას თანდასწრებით უთათუნოთ ხელი ხელზე ან საჯაროდ ჩამოეკიდოთ კისერზე. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ასეა ნებისმიერ ურთიერთობაშიც. პლუსები და მინუსები ყველაფერს აქვს და მათი დაბალანსება უნდა მოახერხოთ. იდეალური ვარიანტია, როცა ყველაფერი თანაბრად ნაწილდება – ვალდებულებებიც და სიამოვნებებიც. ერთმანეთის მიმართ ლტოლვა რომ არ განელდეს და გაქრეს, რაც ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს, რომანტიკა აუცილებელია. ჯერ კერგად გაიცანით პარტნიორი, შეისწავლეთ მისი ხასიათი, მისწრაფებები, რა გაახარებს და რა, უბრალოდ, ნერვებს აუშლის. მოკლედ, თუ ბედნიერებას იგრძნობთ და თანაბრად გაანაწილებთ, სულიერი კავშირი არ დაირღვევა.

იდეალური წყვილი

ამბობენ, რომ ტერმინი „იდეალური წყვილი“ მხოლოდ სიტყვებია და არა რეალური ურთიერთობა. იდეალური არაფერია, მით უმეტეს, ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაგრამ ნამდვილად არის შემთხვევები, როცა წყვილი მართლაც ძალიან კარგად უთანხმებს ერთმანეთის ინტერესებს თავიანთი ცხოვრების წესსა და პირად თავისუფლებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი  გვირჩევს, იდეალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ზოგჯერ წყვილმა ერთმანეთისგან უნდა დაისვენოს, ანუ დრო ერთმანეთისგან შორს გაატაროს. თუმცა, ეს ვარიანტი ყველა წყვილისთვის მისაღები ვერ იქნება. მთავარია, თითოეული მათგანი პარტნიორში ყველაზე საიმედო დასაყრდენს ხედავდეს, ერთგულ, გამგებ მეგობარს, რომლისთვისაც მისი პრობლემები სულერთი არ არის. პარტნიორზე ძალდატანება არ უნდა სჭირდებოდეს. ასეთი „ძალადობა“ არა მარტო აუარესებს ურთიერთობას, შეიძლება, ოჯახის დანგრევის მიზეზიც გახდეს.
ბედნიერი ქორწინების მთავარი პირობა თანასწორი, თანაბარი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. არ ჩაებათ „შეჯიბრში“ საკუთარი პარტნიორის წინააღმდეგ. მით უმეტეს, არ გამოუცხადოთ მას ბრძოლა. გახსოვდეთ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და მარცხი ორივეს დაგაზარალებთ. რად გინდათ პირველობა, თუკი ამას თქვენი სიყვარული ემსხვერპლა. იდეალური  ისეთი წყვილია, როცა პარტნიორებს ერთმანეთის ფასიც გაცნობიერებული  აქვთ და პიროვნების პირადი თავისუფლების არსიც ესმით.
გახსოვდეთ: ერთად ყველაფერს შეძლებთ. ერთად მთებსაც კი გადადგამთ და დასახულ მიზანს მიაღწევთ. ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს – ყურადღებაც, მზრუნველობაც დათმობაც და თუ გასცემთ, უკანაც უნდა გიბრუნდებოდეთ. შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ, უნდა მოინდომოთ.

მოიზიდე სიყვარული

ვის არ უნდა, რომ შეყვარებული იყოს და თვითონაც უყვარდეს ვინმეს. სასიყვარულო ურთიერთობაში მთავარი იმ სიხარულის განცდაა, რომელსაც ეს გრძნობა გვგვრის. სიყვარული მოვა და აღარსად წავა, თუკი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ.
* დაელაპარაკეთ უფრო გულითადად ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. რატომაც არა?! თემას აუცილებლად იპოვით. შეარჩიეთ ხმის ტემბრი, შესაფერისი მომენტი და გამოიჩინეთ სითამამე. ამას აქვს მნიშვნელობა. მერე არ უნდა ინანოთ, რომ ხელსაყრელი მომენტი, შანსი ხელიდან გაუშვით.
* დაივიწყეთ ბუტიაობა. არავის მოსწონს ბუტია და უხასიათო ადამიანები. არსებობს ერთი ნახვით შეყვარება – როცა თვალებში ჩახედავ და შეგიყვარდება. მაგრამ ამისთვის თვალებში ჩახედვა უნდა შეძლოთ.
* მიეცით მას „ნიშანი“ – ანუ, თუ ადამიანი გაინტერესებთ, რატომ არ უნდა იცოდეს მან ამის შესახებ? მიზანი ამართლებს საშუალებას. მთავარია, მიზანი კონკრეტული იყოს და ორივესთვის მისაღები.
* არ იჩქაროთ ურთიერთობაში. პირველი პაემანი ყველაფერს არ ნიშნავს. შეიძლება, პირველი შეხვედრისას ვერ იგრძენით ის იმპულსები, რასაც სიყვარულის პრელუდიას ეძახიან, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ერ ნიშნავს იმას, რომ შეცდით.
* ჩართეთ ფანტაზია! – ამბობენ, თუ გინდა, შეყვარებული გახდე, თავი შეყვარებულად უნდა იგრძნოო. მით უმეტეს, თუ უკვე იცით, ვინ უნდა გიყვარდეთ.

რჩევა პრაგმატული
 მამაკაცისგან

ქალებმა გაიხადეს, წარმოგიდგენიათ?! თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაშვებულია და არ არსებობს არავითარი აკრძალვა.  არსებობენ ქალები, რომლებიც იმ საბედისწერო ქალთა რიცხვს მიკუთვნებიან, რომლებსაც თავს ვერასდროს ანებებენ.
 ამის ცოდნა თანამედროვე ქალბატონებს ნამდვილად გამოადგებათ.
მამაკაცებისთვის გაუგებარია, რატომ წვალობენ ქალები, რომ მოიწესრიგონ თმა, ფრჩხილები, კანი; მოიშორონ მუქი ლაქები თვალებქვეშ, ჭარბი წონა. მათ ძალიან უჭირთ, მაგრამ ცდილობენ, როგორმე ფორმა არ დაკარგონ. თუმცა ეს ყველას არ გამოსდის.
ინებეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა სილამაზის შესახებ:
* უპირველეს ყოვლისაა, გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია, 20 წლის ასაკში 40 წლის ქალივით გამოყურებოდეთ, ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, იყავით რეალისტი და შეიყვარეთ საკუთარი  თავი ისეთი, როგორიც ხართ, შეეშვით სტუდენტი გოგონას როლის თამაშს. ამის თამაში შუძლებელია. ტყუილი ყოველთვის საცოდავად გამოყურება.
* ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ ღირს, ასევე, არ ღირს ყველაფერზე ნერვიულობა. განსაკუთრებით, ასაკის მატებაზე – ასე რომ, მოდუნდით.
* იარეთ მარტივი გზით. „ეშაკობანი“ მომქანცველია, მართლა...
* შეეცადეთ, თუნდაც ერთხელ გულწრფელად გაახაროთ ვინმე, ქვენა აზრების გარეშე. უბრალოდ, ადექით და გააკეთეთ სიკეთე.скачать dle 11.3