კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№37 „ჭირი თავსა არ დამალავს“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „რუსო, რუსო, თავი გიგავს ბუსო“

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსი ჟურნალისტების თბილისში ჩამოსვლამ (მედია-ფორუმის ეგიდით, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, რუსთმოყვარე და რუსეთში მოსაქმიანე ალექსანდრე ჭაჭიას თაოსნობით მოეწყო და თვით რფ-ის პრ.-ს საგრანტო დაფინანსებით).
დამფინანსებელ-ორგანიზატორის გავლენა მაშინვე გამომჟღავნდა, ისევე, როგორც ჩრდილოური ბუნება და, პირადად ჩემდა გასაოცრად, ალექსანდრე მალაშენკომ (რუსთა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა), კარნეგის ცენტრის დირექტორმა და ვითომ კულტურულ-ტაქტიანმა ჩრდილოელმაც კი ვერაფერი გააწყო საკუთარ ბუნებასთან: ოკუპაციის შესახებ კანონი იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმად მოგვინათლა (და მერე რა, რომ თავად საჯაროდ წვავენ დასავლურ საკვებს და საჩვენებლად ამსხვრევენ „აიფონებს“). ეს უკანასკნელი საქართველოში სამი რუსი ჟურნალისტის არშემოშვების ფაქტმა (სწორედ „ოკუპაციის კანონის“ თანახმად) აღაშფოთა (თქვენ უნდა დაგეკითხოთ, მე სად ჩავალო?!).
რაკი ნათქვამია, რომ ყორანი ვერ გათეთრდება, ანუ იმპერიალისტი იმპერიალისტად აღესრულებაო, გასაბრაზებელიც არაფერია, რომ არა ერთი მაგრამ: ქართულმა მედიამ (ვითომ იმის დასტურად, რომ მედია-ფორუმის ჩატარება ცუდი იდეა იყო) ისეთი საინფორმაციო უზრუნველყოფა მოუწყო საოკუპაციო დესანტს ჟურნალისტების შესრულებით, რასაც ვერც კი ინატრებდნენ.
მეორე მხრივ, რაკი ადამიანები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობას ლაპარაკით ვამყარებთ (ამიტომაც მოგვცა პირი გამჩენმა და არა მხოლოდ საკვების ჩასაყრელად, ოღონდ ტვინიც, რომ იმ ენას ხან ლაგამი ამოედოს, ხან კი – რაღაც აზრიანი ათქმევინოს), მედია-ფორუმის ჩატარება კი არ არის პრობლემა, აქედან პასუხის გამცემი რომ ვერ მოიძებნა და ეს ჩვენი მშობლიური ჟურნალისტიკაც რომ მიკროფონ-დიქტოფონის დამჭერთა ასპარეზთან გაიგივდა.
თორემ მტერს უნდა ელაპარაკო, თუ უნდა ელაპარაკო, უფასო საინფორმაციო მხარდაჭერა კი არ უნდა უფეშქაშო?!
скачать dle 11.3