კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 სამხედრო პარიტეტი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გარეთ – მოყვრები, შიგნით – მტრები

გასული კვირის დაისზე, ანუ პარასკევს თვით თეირანში პუტინ-ერდოღან-როუჰანის მონაწილეობით სამიტი გაიხსნა. მანამდე კი რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინცია დაბომბა, რაც თურქეთისთვის არც თუ სასიამოვნო ამბავია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, იქ ქურთები ცხოვრობენ (ანუ თურქების დაუძინებელი მტრები ან პირიქით) და ამიტომაც ერდოღანისთვის ნაკლებად სასიამოვნოა, თუკი ამ პროვინციას ისევ ბაშარ ასადი გააკონტროლებს.
ამდენად, არც ისაა გამორიცხული, რომ იდლიბის გამო ჩვენს ჩრდილოელსა და სამხრეთელ მეზობლებს შორის შავმა კატამ გაირბინოს.
ამის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ თურქეთმა სომალისა და ყატარის შემდეგ თავისი სამხედრო ბაზა შესაძლოა, აზერბაიჯანში გახსნას, კერძოდ, ნახიჭევანში (ამ ამბის პირველწყარო თურქული პროსახელისუფლო გამოცემაა). ეს იმიტომო, რომ, თუმცა მოკავშირეები არიან, რეგიონში მათი ინტერესები ვერ ემთხვევაო.
შესაბამისად, ლოგიკა მარტივია: თუკი სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაა, აზერბაიჯანში თურქული ბაზის განთავსებით პარიტეტი მიიღწევაო.
მართალია, ჯერჯერობით უცნობია რფ-ის რეაქცია ან რაზე შეთანხმდებიან თეირანში (გარეთ – მეგობრები, ანუ ატლასი, შიგნით – მაინც მტრები, ანუ ათასი, ესე იგი, რუსეთი და თურქეთი) და არც ბაქოს გამოუთქვამს თავისი აზრი, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, რაკი რფ-ის საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვითომ თურქეთი აქაც ეცდება პარიტეტის აღდგენას?!

скачать dle 11.3