კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 პლანწაღებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „თუ თავისუფლად არ დამაბოლე, რაა მამული“?!

იმ მარტივი და ფრიად სავალალო მიზეზით, რომ ცუდის ათვისებაში ჩემპიონობას არავის ვუთმობთ (ვითომ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველი თავიდან იქნები თუ ბოლოდან?!), მარიხუანის გარშემო ისეთი აჟიოტაჟია, ის ეჭვიც კი მაქვს, რფ-მ რომ ყველანაირი ნარკოტიკის ლეგალიზაციის პირობა დადოს და, ზედაც, ყოველდღიური დოზების საჩუქრად გადაცემისაც, ეს ჩვენი თანამემამულენი (ყოველ შემთხვევაში, მათი არც თუ მცირე ნაწილი, აი, ლამისაა კრიტიკულ მასამდეც კი) თეთრ დროშებს დაიჭერენ ორთავ ხელში და ოკუპაციისგან დარჩენილ ტერიტორიებსაც ფართხაფურთხით გადასცემენ, რადგან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ცის ქვეშ დაბადების ერთადერთ გამართლებად ნარკოტიკული თრობა ჰგონიათ.
უცნობია, რატომ გაუღვივა ამ სენისადმი მიდრეკილება საკონსტიტუციო სასამართლომ (უფრო ზუსტად: ტურავა-ნიკოლაიშვილი-გოცირიძე-კვერენჩხილაძის სამოსამართლო ოთხეულმა) ისედაც პლანწაღებულებს, იცოდა რა, რომ ისეთ ნონსენსს მივიღებდით, როდესაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, მარიხუანის გაბოლებას კი არაფერი არეგულირებს.
ხოლო, რაკი, ოღონდ მედიას რეიტინგი ჰქონდეს, ისეთებსაც კი იწვევენ – ინცესტსაც რომ დაჰყაბულდებიან, თუკი ყურადღების ცენტრში მოექცევიან (აქ რეიტინგდამოკიდებულების გარდა რაღაც მაზოხისტურიც შეინიშნება, მლანძღეთ და მაგინეთო!), იმასაც მოვესწარით, რომ პირდაპირ ეთერში შემოგვაბოლეს.
მეორე მხრივ, ისემც უქნიათ პლანწაღებულებს, ბოლს გაჰყოლიან და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ფრიად პოპულარული კითხვაა: „გვეშველება რამე“, რაც ბუნებრივად ნიშნავს, რომ, თუ ამ კითხვას სვამს, არაფერი ეშველება, პასუხი მარტივია: ნახევრად მკვდარს ისევ მთლიანად მკვდარი სჯობია.
скачать dle 11.3