კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (68)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№36 რატომ სთხოვა ლევან ლაშხს უცნობმა ქალმა სამი შვილის გაჩენა და ვისი ცივი უარის შემდეგ გაუჩნდა მას სიმსუქნის გამო კომპლექსი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ვატიკანა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გმირი იყო, რომელმაც მაყურებელის გაოცება და დაინტრიგება შეძლო. მისი როლის შემსრულებელი ლევან ლაშხი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ეს მისთვის უკვე მეორე როლია.
ლევან ლაშხი: ტელეეკრანზე პირველად რეკლამებით გამოვჩნდი. ალბათ, იქ შემამჩნია „ჩემი ცოლის დაქალების“ ქასთინგმენეჯერმა და დამიკავშირდა. აქამდეც იყო ერთი სერიალი „ელიტარული დახმარება“. ცოტა თამამი სერიალი იყო, ზედმეტად თამამი სცენებითაც, არ ჰგავდა საქართველოში გადაღებულს.
– პირველი როლი რომ ეროტიკული იყო, როგორი განწყობა გქონდა? ქართველი მაყურებელი საკმაოდ კრიტიკულია ამ საკითხში.
– სიმართლე რომ ვთქვა, მორიდების მომენტი არ მქონია. ეს ნაბიჯი ძალიან თამამად გადავდგი. არც სიშიშვლესთან მქონდა პრობლემა და არც ინტიმურ სცენებთან. ადამიანმა საიდანღაც უნდა დაიწყო, მით უმეტეს, როცა ძალიან გინდა და მე ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. თავიდან ვფიქრობდი, როგორ მიიღებდა ხალხი ჩემს ნაბიჯს, თუმცა უფრო მძიმე და კრიტიკულ რეაქციას ველოდი, ვიდრე იყო.
– ყველაზე მეტად რომელი შეფასება დაგამახსოვრდა?
– რა თქმა უნდა, სტრიპტიზთან დაკავშირებული. კაცი სტრიპტიზიორი ხომ ძალიან უცხოა საქართველოსთვის და ყველაზე გამაღიზიანებელი ნაცნობისგან თუ უცნობისგან ამასთან დაკავშირებული კომენტარები იყო: ბოძზე ტრიალი შეგიძლია? და ასე შემდეგ, ამგვარი შეფასებები მესმოდა.
– გადავიდეთ ვატიკანაზე. მისი რა მოგწონს და რა არა?
– ერთადერთი, რაც მისი არ მომწონს – უნდობლობაა. აბსოლუტურად არავის ენდობა. ძალიან ბევრს აინტერესებს, რატომ უკეთია ვატიკანას ორი საათი და ბევრი ინტერპრეტაცია მესმის: ერთი ვაკის დროს აჩვენებს, მეორე საბურთალოსასო, მაგრამ ყველაფერი გამორიცხეთ. უბრალოდ, ერთ საათს არ ენდობა (იცინის). თავიდან მეგონა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ ფული იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე სერიის შემდეგ მოვლენები სულ სხვანაირად და ძალიან საინტერესოდ განვითარდა. „მობლატავე“ ადამიანია, მაგრამ ამავდროულად მძიმე, ფილოსოფიური, ბევრი პლუსის მქონე და ეს უფროა მისი რეალური სახე, ის იმიჯს ჰგავს.
– შენ თუ ხარ „მობლატავე“ ბიჭი, მგონი, რაღაც დოზით ეს ყველა ბიჭშია.
– მით უმეტეს, ვინც 90-იანი წლები გამოიარა. კი, ქუჩაშიც ვიდექი, რაღაც დოზით „ვბლატაობდი“ კიდეც და ცოტა ხულიგანიც ვიყავი. თელაველი ვარ და იმ პერიოდში ცოტა ჩაკეტილი და დადუმებული იყო იქაურობა. ხშირად დავდიოდი ხოლმე უცხოეთში და განსხვავებას კარგად ვხედავდი. თუმცა, მაშინაც მიწევდა რაღაცების გაკეთება იმისთვის, რომ არ დავჩაგრულიყავი, ჩემი გვარი არ შემერცხვინა და ასე შემდეგ. არც ჩხუბზე ვამბობდი უარს, თან ფიზიკური მონაცემებით ცოტა შიშსაც ვიწვევდი (იცინის). ჩხუბის მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ მიწევდა ხოლმე და ძალიან ხშირად ჩხუბისა თუ საუბრის დროს სულ ვიცინოდი. უფრო სწორად, ცინიკური სიცილი იყო, დავცინოდი ხოლმე მოწინააღმდეგეებს, რაც აგრესიას იწვევდა. ერთხელ იმდენი ვიცინე და დავცინე ყველა სიტყვაზე ტიპებს, რომ ჩათვალეს, გიჟიაო და წავიდნენ (იცინის).
– ხშირად მიწევდა წასვლა სხვა ქვეყანაშიო, რას უკავშირდებოდა?
– თურქეთში დავდიოდი სამუშაოდ, დაივინგის მასწავლებელი ვიყავი – 15 წლიდან მივდევდი ამ საქმეს. მაქსიმუმ ოცდაათი მეტრის სიღრმეზე ვარ ჩასული და წყალქვეშა სამყაროში უდიდეს თავისუფლებას და სიამოვნებას ვგრძნობ, იქ ყველაფერი საოცრად ლამაზია.
– რაც შეეხება პროფესიას?
– პროფესიით ეკონომისტი ვარ. მინდოდა, თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ მეტყველების დეფექტი და კომპლექსი მქონდა. ბავშვობაში შემაშინეს და ენის ბორძიკი დამჩემდა. ახლა კი ძალიან ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ იმ მომენტში არ მქონდა გათავისებული ის, რომ ამის გაკონტროლება ჩემზე იყო დამოკიდებული. მით უმეტეს, იმ პერიოდში ძალიან რთულად მქონდა საქმე. მუშაობით ყოველთვის სასტუმროების ქსელში ვმუშაობდი.
– პოპულარობა როგორი აღმოჩნდა?
– პოპულარობას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ახლა მასშტაბები ძალიან გაიზარდა და რაღაც დოზით მასზე დამოკიდებულიც გავხდი. გარეთ გამოსვლა და ხალხის თბილი დამოკიდებულება ძალიან სასიამოვნოა.
– პოპულარობა გოგონებში – ეკრანზე გამოჩენამდე და შემდეგ?
–  ყოველთვის მყავდა გვერდით გოგო, მარტო არასდროს ვყოფილვარ. სისტემატური ურთიერთობები მქონდა და ყოველთვის, როცა სხვა გოგოები ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ, ამას ჩემი საყვარელი ადამიანისგან დაძაბულობა მოყვებოდა. იმდენად აქტიური იყო ეს ყველაფერი, რომ ბევრჯერ შემქმნია პრობლემა და დისკომფორტი, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც იყო (იცინის). ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, ეგუება ჩემი მეგობარი გოგო იმ აზრს, რომ  უბრალოდ, უნდა თუ არა, სადაც არ უნდა წავიდე, ეჭვიანობას აზრი არ აქვს. ვიღაცა შეიძლება, ზედ შემომახტეს და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მომენტი არაერთხელ ყოფილა და ამას ორივე ვეგუებით (იცინის).
– ბევრი ბიჭისგან მომისმენია ამბები უფროს ქალებზე.
– (იცინის). კი, არის ასეთი აქტიურობა, განსაკუთრებით ეკრანზე გამოჩენის შემდეგ. ერთი ადამიანი ძალიან გამაღიზიანებელ და თან, ძალიან სასაცილო რამეს მთხოვდა. უნდოდა ჩემგან უბრალოდ სამი შვილი ჰყოლოდა და როგორ აპირებდა ამას არ ვიცი. თან, რამდენიმე სიტყვის შემდეგ პირდაპირ გადავიდა ამ შემოთავაზებაზე.
– შენს მეგობარ გოგოზე მომიყევი და ზოგადად, როგორი გოგოები მოგწონს?
– ძალიან თბილი, მზრუნველი და ლამაზი გოგოა. პროფესიით მომღერალია და მთავარია, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩვენი ურთიერთობა ბანალურად, სოციალური ქსელით დაიწყო. საერთოდ, გარეგნულად შავგვრემანი, ხასიათით ცოტა გიჟი გოგოები მომწონს, მოდუნების საშუალებას რომ არ მომცემს.
– ოდესმე ცალმხრივად შეყვარებული ყოფილხარ?
– კი, ბავშვობაში. ძალიან მსუქანი ვიყავი, მოდიოდნენ და ლოყებზე მჩქმეტდნენ, რა საყვარელი ხარო. ჩვეულებრივი გასართობი სათამაშო ვიყავი (იცინის). ეს ყველაფერი იმდენად დიდი დოზით იყო, რომ მაღიზიანებდა და ჩემს თავს სულ იმას ჩავჩიჩინებდი, რომ მსუქანი აღარ უნდა ვყოფილიყავი. ფსიქოლოგიურად ვამუშავებდი საკუთარ თავს, რაც ვარჯიშთან ერთად, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ცოტა ხნით რუსთავში ვსწავლობდი და ორი წელი მყავდა შეყვარებული. ისე მიყვარდა, რომ ვხედავდი ფეხები მიკანკალებდა და ჩანთა ხელიდან მივარდებოდა. ენის ბორძიკი მაშინ უნდა გენახა (იცინის). მაშინაც მსუქანი ვიყავი, მაგრამ რატომღაც იმ გოგოს შევუყვარდი. იქიდან ამბიციებით ჩავედი თელავში, რომ არც იქ გამიჭირდებოდა შეყვარებულის ყოლა (იცინის). მოკლედ, ერთი გოგო მომეწონა ძალიან და როგორც მაშინ იყო მიღებული, რაღაც ქეიფის დროს, ძალიან მთვრალმა ვიცეკვე მასთან, შემდეგ გარეთ გავიყვანე და მთელი გრძნობით ავუხსენი სიყვარული. ყველაფერი ვუთხარი, რაც ვიცოდი და რაც გამეგონა, მაგრამ ისეთი ცივი უარი მივიღე, ახლაც კი მტკივა (იცინის). ზუსტად ამის შემდეგ გამიჩნდა კომპლექსი და მაშინ გადავდგი ნაბიჯი, რის შემდეგად გარეგნულად ისე შევიცვალე, ზაფხულის შემდეგ სკოლაში რომ დავბრუნდი, იმდენად გამხდარი ვიყავი, კლასელებს ახალი მოსწავლე ვეგონე. აი, მის მერე აღარ მქონია პრობლემა გოგოებთან, მთავარი იყო, მე მომწონებოდა (იცინის).
скачать dle 11.3