კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (68)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№36 სად გადაიხადა 10 000-კაციანი ქორწილი ნუცა ბუზალაძემ და რატომ არ ხარჯავს ის კაზინოში მოგებულ 2 500 ევროს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

28 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ შემოქმედებითმა გაერთიანება „ლომისმა“ წარმოადგინა ლეგენდარული ქართული ანსამბლის, „ივერიის“ საესტრადო კლასიკად ქცეული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“. მხოლოდ თბილისში მიუზიკლი სხვადასხვა წელს 670-ჯერ ჩატარდა. წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“ კი საიუბილეო იყო, რადგან ანსამბლ „ივერიას“ 50 წელი შეუსრულდა. მიუზიკლში ლეგენდარულ „ივერიელებთან“  ერთად მაყურებლის წინაშე ახალი თაობის ვარსკვლავები წარდგნენ. მიუზიკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მთავარ, ქეთევანისა და ზაქარას როლებზე ნუცა ბუზალაძე და ანდრია გველესიანი იყვნენ დაკავებულნი. როგორც ნუცა ამბობს, ეს დღე არასდროს დაავიწყდება, რადგან ის, ამ ლეგენდის ნაწილი გახდა.
ნუცა ბუზალაძე: ანსამბლ „ივერიის“ ქართულ საესტრადო კლასიკად ქცეული „ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ მიუზიკლზე თაობები აღიზარდა და ერთ-ერთ დასამახსოვრებელ წარმოდგენად იქცა. ხოლო სიმღერები ამ მიუზიკლიდან ბევრმა ცნობილმა მომღერალმა საკუთარ რეპერტუარშიც კი შეიტანა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის უკვდავებას. საერთოდ, მიუზიკლი ჩემი საყვარელი ჟანრია და ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მომესინჯა. ეს სურვილი ლეგენდარულმა ანსამბლმა „ივერიამ“ ამიხდინა, რომელიც 50 წელია, თამამად მოაბიჯებს. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჯემალ და გია ბაღაშვილებს, რომ ესოდენ საპასუხისმგებლო მისია დამაკისრეს – შემექმნა თანამედროვე ქეთევანის სახე. მადლობა რეჟისორებს, ქორეოგრაფებს ყველას, ყველას, ვინც მხარში ამომიდგა და დამეხმარა, მათი ნდობა გამემართლებინა. მადლობა იმისთვის, რომ პირველ ქეთევანთან, ქალბატონ მანანა თოდაძესთან ერთად მომიწია დიდ სცენაზე წარდგომა. რთულია, კარგად ნაცნობი, მაყურებლისთვის გათავისებული მიუზიკლის გმირის პარალელურად, შექმნა შენეული, თანამედროვე სახე, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება. მგონი, ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. და, რაც მთავარია, მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებას ასე ახლოს შევხებოდი – ეს იყო უდიდესი სიამოვნება. მისი ნიჭიერების წინაშე კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს. გია ბაღაშვილმა რომ დამირეკა და სტუდიაში მისვლა მთხოვა, იქ ბატონი ჯემალ ბაღაშვილი დამხვდა და მითხრა, რაც უნდა გამეკეთებინდა. დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე და მეძლეოდა შანსი, ამ როლით ყოველმხრივ წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები – თან უნდა მემღერა და თან მეცეკვა. როცა გეძლევა საშუალება, ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებას შეეხო და მისი დაწერილი სიმღერები იმღერო, ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს. სხვათა შორის, ბატონი ალექსანდრეს მეუღლემ, ლუიზა კობალაძემ, ძალიან კარგი შეფასება მომცა, შემაქო, მოვეწონე და მიუზიკლი რომ დამთავრდა, მაგრად ჩამეხუტა. ჩემთვის „იურმალაზე“  გამარჯვების შემდეგ ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და ამაღელვებელი ემოცია იყო. ცოცხალი ლეგენდების გვერდით დგომა ერთი სიამოვნება და სიამაყეა. ისედაც დაკლებული მქონდა ზედმეტი კილოგრამები და  ქეთევანის გამო,  როცა ჩემი პასუხისმგებლობა გავითავისე, კიდევ ათი კილო დავიკელი (იცინის).
– „ბლექ სი არენაზე“ შენს ქორწილში, ათი ათასი ადამიანი იყო, მაგრამ რომ არა თემურ წიკლაური, გაუთხოვარი დარჩებოდი. ხომ ასეა?
– დიახ, რომ არ ეთქვა თემურ წიკლაურს: „აბა, ახლა მორჩით ბაზარს, გოგოც კარგი, ბიჭიც კარგიო“, ფაქტობრივად, გაუთხოვარი დავრჩებოდი (იცინის). ანდრიას ძალიან დიდ პატივს ვცემდი და შორიდან ვიცნობდი. ახლოდან რომ გავიცანი, მივხვდი, ეს ადამიანი როგორი ნიჭიერი და პროფესიონალია. კარგად გამოგდიოდეს სიმღერაც, ცეკვაც და თამაშიც, ეს იშვიათობაა და ჩემმა პარტნიორმა ანდრიამ, ანუ ზაქარამ ეს იდეალურად შეძლო.
– ესე იგი, ის ისეთი შეყვარებული და ქმარი აღმოჩნდა, როგორიც რეალურ ცხოვრებაში გჭირდება?
– ნამდვილად ასეა (იცინის). ბატონი ჯემალ ბაღაშვილი გავაგიჟეთ, ისე ვიქცეოდით რეპეტიციებზე და გვეუბნებოდა, არ დამღუპოთ, კონცერტზეც ასე არ მოიქცეთო (იცინის). რაც შეეხება შეყვარებულს, რეალურ ცხოვრებაში, არ მყავს. მაგრამ თაყვანისმცემლები მაკლია-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. სერიოზული არაფერი ხდება, ერთ კონკრეტულზე, არავიზე ვფიქრობ. სხვა გეგმები მაქვს და პირად ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯებისთვის ჯერ მზად არ ვარ.
– შენმა ახლობლებმა დაწერეს სოციალურ ქსელში – ამას რას მოვესწარით, ნუცა გავათხოვეთო. ასე უნდათ შენი გათხოვება?
– მათ არ ვიცი, რა უნდათ, მაგრამ მე ასეც ბედნიერი ვარ. მთლიანად მობილიზებული ვარ კარიერაზე და გათხოვებამდე ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, გათხოვებაზე ჯერჯერობით უარს ვამბობ, მაგრამ სპექტაკლებზე და სცენაზე თეთრ საქორწილო კაბებს კარგად ვირგებ (იცინის). გეფიცებით, რომ გადავხედე გადავსებულ დარბაზს, ეს გრძნობა არასდროს დამავიწყდება. ყველას დიდი მადლობა, ვინც ხელი შემიწყო და დამეხმარა, იზრუნა, რომ ასე კარგად ჩაგვეტარებინა ყველაფერი.
– ეს ზაფხული შენთვის, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. თუმცა, დასვენებაც მოახერხე და პრემიერაც მოასწარი. სად და ვისთან ერთად იყავი უცხოეთში დასასვენებლად?
– ეს ზაფხული, მართლაც განსხვავებული იყო ჩემთვის. არის მომენტები, როცა კარიერაში დატვირთული ხარ და დასვენებას ვერ ასწრებ ან პირიქით. ამ ზაფხულს ყველაფერი მოვასწარი. მარტო დასვენება არ მიყვარს და მეგობრებთან ერთად დავისვენე. მონაკო, ნიცა, კანი და პარიზი მოვიარე და ასევე, ბარსელონაშიც გახლდით – საფრანგეთი და ესპანეთი დავიპყარი. ნიცაში კი ბიონსეს კონცერტსაც დავესწარი (იცინის). მონაკოში პირველად შევედი ცნობილ კაზინო „ოტელ დე პარიში“, დავჯექი აპარატთან და  2 500 ევრო მოვიგე.
– აზარტულ თამაშებშიც იღბლიანი ყოფილხარ. რაში დახარჯე მოგებული თანხა?
– ნამდვილად, იღბლიანი ვარ (იცინის). ის ფული არ დამიხარჯავს, შევინახე. კარგ ემოციებს მახსენებს და მირჩევნია, არ დავხარჯო და შენახული მქონდეს. რაც ეს მოგებული ფული შევინახე, მას მერე კიდევ უფრო გაძლიერდა ჩემი იღბალი – მიუზიკლშიც ვითამაშე მთავარი პარტია და  თან, რუსა მორჩილაძემ და მაიკო კაჭკაჭიშვილმა ქართულ ენაზე დამიწერეს სიმღერები. ორივეზე აუცილებლად გადავიღებ კლიპებს, მინდა, ქართული რეპერტუარი ჩავწერო. სადაც არ უნდა წახვიდე და რომელ კონკურსზეც, ვფიქრობ, მშობლიურ ენაზე ნამღერი უფრო მეტად „ჭრის“ და მომგებიანია.
– რომელიმე კონკურსზე გამოსვლას ხომ არ ფიქრობ?
– ჯერჯერობით არა, მაგრამ მომავალში არ არის გამორიცხული. თუ იქნება ასეთი კონკურსი, დამაინტერესებს, გამოცდილებას მომცემს და კიდევ უფრო გამზრდის, რატომაც არა? თუ ამის შესაძლებლობა მექნება, ყველგან საქართველოს სახელით გავალ და ვიმღერებ. ვგეგმავ, ჩავწერო სიმღერები და მალე, ჩემი სოლო კონცრტი გავაკეთო.
скачать dle 11.3