კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№36 ვინ აწამებდა ლიკა დოლიძეს და რატომ არ უფიქრია მას არასდროს ოჯახის დანგრევაზე

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

[hide][/hide]საქართველოში ერთ დროს პოპულარული მომღერალი ლიკა დოლიძე მრავალი წელია, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობდა და რესტორანში მღეროდა. ის საქართველოში დაბრუნდა და დასთან, სალომე დოლიძესთან ერთად, ახალ სასიმღერო კარიერას გეგმავს.
ლიკა დოლიძე: საქართველოში მთელი ოჯახი დავბრუნდით. მალე ოცი წელი გახდებოდა, რაც ჩვენ მოსკოვში ვართ. ჩემი მეუღლე უკვე ერთი წელია, საქართველოში საქმიანობს. მე მივდიოდი, მოვდიოდი. ახლა კი, მე და სალომე ვაპირებთ, ბენდთან ერთად გავაკეთოთ პროგრამა – ჩვენი ხმები ძალიან უხდება ერთმანეთს. სალომე აბსოლუტურად სხვა ჟანრში მღერის, მე სხვა ჟანრში ვარ და ვფიქრობ, რომ ქართული და უცხოური სიმღერების ძალიან კარგი შერწყმა იქნება და დუეტებიც ძალიან საინტერესო გამოვა. უფრო იმიტომ გადავწყვიტე წამოსვლა, რომ ჩემი ბიჭი წელს სკოლაში შედის. ყოველთვის ვამბობდი, ჩემი სურვილი და ოცნება იყო, სანდრო სკოლაში საქართველოში შესულიყო და ეს ოცნება ავიხდინე.
– სალომეს ამღერებაში რამდენად მიგიძღვის წვლილი?
– ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სალომე იმღერებდა. ადრე არასდროს უმღერია. სალომემ პირველად „ნუცას სკოლაში“ მიიღო მონაწილეობა. მოსკოვში ვიყავი, დამირეკა და მითხრა: ხვალ დილის ეთერი ჩართე, „ნუცას სკოლაში“ ვმღერიო. ვერ გავიგე, რა დილის ეთერი, რას მღეროდა? ჩავრთე ტელევიზორი, ბიონსეს „ლისენ“ იმღერა და ერთი-ორი წუთი ხმას ვერ ვიღებდი. ბოლო პერიოდი, რაც გაბედნიერდა, ისიც გაჩერდა. პატარა პრინცესა ჰყავს. თუმცა, ახლა ორივე ვიწყებთ, ერთობლივად. თხუთმეტი წლიდან ვმუშაობ და სახლში რომ დავჯდე, ისეთ ნევროზს ავიკიდებ, შეიძლება, ასათიანზეც არ მიმიღონ. ამიტომ მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო. ათი წელი მარტო ვიყავი, სალომე რომ გაჩნდა,  ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. თან, ძალიან საყვარელი, ბუნჩულა ბავშვი იყო. ისე, ძალიან მაწამებდა. სალომეს გამო სულ დაჩაგრული ვიყავი – სათამაშოდ არ მიშვებდნენ, მასთან უნდა ვმჯდარიყავი. ერთხელ დამემალა და შევძარი მთელი ვეძისი. ძალიან ცელქი ბავშვი იყო.  სულ იპარებოდა.
– მოსკოვის ცხოვრების ნოსტალგია ჯერ არ გაქვს?
 – იქაური ცხოვრების ნოსტალგია და მონატრება არ მაქვს. მე უფრო ის მეგობრები მენატრებიან, ვინც იქ შევიძინე. თუმცა, მათთან ყოველდღიური, აქტიური ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ვიყავი წასული იმ მეგობრებთან ერთად, ვინც მოსკოვში შევიძინე. არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ. ქალაქის ნოსტალგია არ მაქვს – დამღლელია ის მომენტი, როდესაც ერთსა და იმავე რიტმში ცხოვრობ.
– საქართველოში პოპულარული გოგო როგორ შეეჩვიე ცხოვრებას მოსკოვში, სადაც არ გიცნობდნენ?
–  იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ცნობადი სახე ვიყავი, თუმცა შემდეგ გაუჭირდა ჩვენს ქვეყანას, ის აღარ ტარდებოდა რაც იყო, ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, იქ წავსულიყავით, სადაც უკეთესად იქნებოდა ჩვენი ოჯახი. იმ პერიოდში, 1999 წელს, ყველაზე ახლო შემოთავაზება მოსკოვი იყო. რა ვიცი, სხვა შემოთავაზება რომ ყოფილიყო, იქნებ სხვაგან წავსულიყავით. ძალიან რთული იყო. მიდიხარ აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში, ენაც არ იცი, მხოლოდ იმ დონეზე, რაღაც რომ გესმის. მე იქ პოპულარობისთვის არ წავსულვარ. უნდა მემუშავა, რომ ოჯახში რაღაც პრობლემები მოგვეხსნა. არასდროს ვუსმენდი რუსულ სიმღერებს, არ ვიცოდი, ვინ მღეროდა და რა ხდებოდა. მხოლოდ პუგაჩოვა ვიცოდი და კიდევ რამდენიმე მომღერალი. რესტორანში რომ მღერი, იქ სიმღერების პროგრამა გჭირდება და პირველად რომ ეს პროგრამა ვნახე, შოკირებული ვიყავი – ეს სიმღერები როგორ უნდა ვიმღერო-მეთქი. რომ მოვა ადამიანი და „დაგიზაკაზებს“ სიმღერას, თუ არ იცი, ფულს არ გიხდის. გავიდა სამი თვე, ამოიწურა ჩემი იქ ყოფნის პერიოდი და საქართველოში უნდა წამოვსულიყავი, სადაც ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია დამხვდებოდა. ძალიან დამიდგა გვერდით მანანა თოდაძე. მანანას შვილი, ლეილა ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა, ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ლეილა რომ დაღლილი მოდიოდა, დამირეკავდა, გადმოდიო. ღამე გავიდოდი. სიმღერებს მინი დისკებზე მიწერდა  და მეუბნებოდა, ეს შენ უნდა იმღეროო. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ მოსკოვში აქამდე დავრჩით. ჩემმა უფროსმა ბიჭმა იქ დაამთავრა სკოლაც და უნივერსიტეტიც.
– შენი მეუღლე რამდენად გიწყობს ხელს სასიმღერო კარიერაში?
– ჩემი მეუღლე ხელოვანი ადამიანია, ხელოვანთა ოჯახშია გაზრდილი. დედამთილი ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა, მამამთილი  წლების განმავლობაში ჯემალ ჭკუასელთან მღეროდა, მერე ოპერისა და ბალეტის დირექტორის მოადგილე იყო ქუთაისში. მათი შვილი როგორი გაიზრდებოდა? ჩემი მეუღლეც მსახიობია, დიმა ჯაიანთან იყო სოხუმის თეატრში. მოგეხსენებათ, მსახიობობით ვერ არჩენდი ოჯახს, ამიტომ მთელი ცხოვრებაა, ხელს მიწყობს. დღემდე მე თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მე ზარმაცი ვარ, ხელის კვრა მჭირდება. მონდომება მიჭირს, თორემ მუშაობა და ჩემი საქმე მიყვარს, ვგიჟდები. მე ისეთი საძაგელი გოგო ვარ, ჩაწერაზეც მეზარება წასვლა და ასე მოვდივართ.
– შენ და შენი მეუღლე ძალიან ადრე დაქორწინდით, როგორ ახერხებთ ასე ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას?
– ჩვენი ოჯახი მალე 25 წლის გახდება. ძალიან ადრე დავქორწინდით, მე 15 წლის ვიყავი, ის – 19-ის და ყველას უკვირს როგორ შევინარჩუნეთ ოჯახი. მთელი ცხოვრება ვარდისფერი სათვალეები არ გვკეთებია, მაგრამ იმ დონის კამათიც არ ყოფილა, რომ ჩვენს ურთიერთობაზე ემოქმედა. როგორი კრიზისული მდგომარეობა, ცუდი მომენტები არ უნდა გვქონოდა, არასდროს მიფიქრია ოჯახის დანგრევაზე. იმდენი წელია, უკვე ერთად ვართ, გარდა იმისა, რომ 15 წლისა გავყევი და 16 წლისას უკვე შვილი მყავდა, მანამდე ორი წელი ვიცნობდი – თვალს რომ გაახელს გოგო... პირველი შეყვარებულიც ეს იყო და იმდენი წელია ამ კაცს ვუყურებ, რომ მის გარეშე ყოფნა ვეღარც წარმომიდგენია. სიყვარული თანაცხოვრების მერე მოდის. მანამდე არის მოწონება, აჟიტირებული რომ ხარ, მერე უკვე, რომ გადალახავ ამ ყველაფერს, გიყვარს. მთავარი არის პატივისცემა, ნდობა და დათმობა. ორი ადამიანი რომ კამათობს, ვიღაცამ თუ არ დათმო იქ ურთიერთობა არ შენარჩუნდება. შენარჩუნებაა რთული, დანგრევა ადვილია. ჩვენ უკვე იმდენად ერთნი ვართ, რომ ჩვენი სახელები ცალ-ცალკე წარმოუდგენელია. ის კამათიც მეორე წუთს აღარ გახსოვს. სიყვარული მოვიდა წლების შემდეგ, დანარჩენი იყო შეჩვევა, ფლირტი...
– სიურპრიზებით თუ განებივრებს?
– დღესასწაულებზე იცის სიურპრიზების გაკეთება. ამბობენ, როგორ შეიძლება, ქალს ყვავილები არ უყვარდესო. მაგალითად, მე არ მიყვარს. კარგი სუნამო მირჩევნია. იცის საჩუქრების გაკეთება, განებივრება. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება განებივრებული ვარ, იმიტომ რომ ის არის ოჯახის თავი. ვერ ვგრძნობ იმას, რომ რაღაც მაკლია. კარგი მეუღლეა და ძალიან კარგი მამა. ამიტომაც ვართ ამდენი წელი ერთად. ქალს ეტყობა, როგორი კაცი ჰყავს გვერდით. როდესაც ქალს თვალები ბედნიერებით უბრწყინავს, ესე იგი, გვერდით კარგი კაცი ჰყავს.
скачать dle 11.3