კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№36 როგორ მოიწყო საფრანგეთში ცოლის მეგრელობით ცხოვრება ვახო ბიჭიკაშვილმა და რატომ უღებენ მას სტიუარდესები მაჯაზე ფოტოებს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

„კომედი შოუს“ მსახიობმა, ვახო ვიჭიკაშვილმა, ამ ზაფხულს ნამდვილი ზღაპრული დასვენება მოიწყო. საფრანგეთში იმდენ ხანს დაჰყო, ფრანგები მუსიე ვახოთი მიმართავდნენ. შემდეგ კვლავ სამშობლოს დაუბრუნდა, ზღვისპირა  ივენთებსაც დაესწრო და ცოლ-შვილთან ერთად ბაკურიანშიც მოახერხა გვარიანი დასვენება.
– ხალხი ზესტაფონში ვერ ჩასულა თბილისიდან, შენ კი ამერიკა მოიარე, საბერძნეთი, საფრანგეთი, ისრაელი... მსოფლიოს დაარტყი წრე. მგონი, აფრიკელებთან ნიყვის ჭამაღა დაგრჩა და შენი მისია დედამიწაზე შესრულებულია, არა?
– კითხვას რომ სვამდი, გულდასმით გისმენდი და მინდა გითხრა, თუ ნიყვზე აფრიკაშიც დამპატიჟებენ, სიამოვნებით გეახლებით, რა პრობლემაა? (იცინის). რახან ჩემი მომზადებული ნიყვი ვჭამე და გადავრჩი, მზად ვარ, მათიც გავსინჯო. ბათუმიდან მოვდიოდი ბაკურიანში, სადაც ჩემი ოჯახი ისვენებს და გზად დავინახე, კაცი ნიყვს ყიდდა. გავაჩერე მანქანა და რომ გავიგე ფასი, კინაღამ დავტოვე მანქანა და ფეხით გამოვიქეცი. ერთი კილო 35 ლარი დამიფასა. მანქანა გაჩერდა, მძღოლმა მიცნო და მკითხა, გიყვარსო? ვუთხარი, კი მიყვარს, მაგრამ იმხელა ფასი აქვს, ცოტა დავიბენი-მეთქი. მოკლედ, სრულიად უცნობმა, სამი კილო ნიყვი მიყიდა და მაჩუქა. ჩამოვედი და ეგრევე, დავიწყე მზადება. ვჭამე და თან ვფიქრობდი, ნეტავ, გადავრჩე და არ გადავყვე კუჭს-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ცნობილ მენიყვესთან გავიარე კონსულტაცია, ხახვში და კარაქში ჩავთუშე და ისეთი გემრიელი გამოვიდა, კინაღამ თითები მივაკვნიტე. ოჯახის წევრებმა კი, ჯერ ჩემზე გატესტეს, ნახევარი საათი დამაკვირდნენ და რომ არაფერი მომივიდა, თავადაც მიირთვეს. რაც შეეხება იმას, რომ თბილისიდან ხალხი ზესტაფონში ვერ ჩადის და მე დედამიწას „კრუგები“ ვარტყი, ღონისძიებებზე გახლდით მე და ნიკა არაბიძე – მარტო არ ვყოფილვარ. რა ვქნა, ემიგრანტებს ვუყვარვართ და ამისთვის დიდი მადლობა მათ. სულ ვამბობ, მე ჩვეულებრივი დედამიწელი ვარ, მიყვარს მოგზაურობა და თუ მექნება საშუალება, აუცილებლად, მოვივლი მსოფლიოს, ყველა კუთხე-კუნჭულს-მეთქი.
– ნიყვი კი ჩათუთქე და ჩახრაკე კარაქში და ხახვში, მაგრამ, უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ, თუ აგემოვნებ იქაურ კერძებს და ყველაზე უცნაური რა გიჭამია?
– გურმანი ვარ და ეს ჩემს გარეგნობასაც დაეტყო. სადაც ჩავდივარ, ვცდილობ, იქაური კერძები დავაგემოვნო. ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები. თურქულ სამზარეულოში აღმოვაჩინე ბოღლამო – თევზი პომიდორში და სუნელებში პიკანტურად მომზადებული და მოვიხიბლე. ვცადე, მომზადება, მაგრამ ისეთი არ გამომივიდა. რომ ვკითხე რეცეპტი, ალბათ, შეგზავნილი აგენტი ვეგონე და მომატყუეს, იფიქრეს, ამას თავისი რესტორანი ექნება, რეცეპტი არ მოგვპაროს და კონკურენტობა  არ გაგვიწიოსო (იცინის). სადაც ვიყავი, ყველგან იყიდება ნაირ-ნაირი კეტჩუპები, სოუსები და მაიონეზები, მაგრამ ქართულ ტყემალს ვერცერთი შეედრება. ის უკონკურენტოა. ამიტომ, ტყემალს ჩემს ჩემოდანში განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე და სადაც მივდივარ, მიმაქვს.
– ბევრი ტატუ გაქვს სხეულზე, თუმცა, ყველაზე თვალშისაცემი თვითმფრინავია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრენა გიყვარს?
– რასაკვირველია, მაჯაზე გაკეთებული თვითმფრინავის ტატუ, იმის მანიშნებელია, რომ თუ მოვინდომე, ნებისმიერ ადგილას ჩავფრინდები. ასე რომ, ყოველთვის მზად ვარ ვიმოგზაურო, მიყვარს თავისუფალი ცხოვრება, უცხო ქვეყნების ნახვა. მამაჩემის თაობა სულ რუსეთში დადიოდა, საბჭოთა კავშირის დროს სხვა საშუალება არ იყო. ჩვენ კი თავისუფლად შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყანა მოვიაროთ.
– თქვი, დედამიწელი ვარო, მაგრამ ფაქტობრივად, სულ ჰაერში ხარ.
– ვხუმრობ ხოლმე, ჩვეულებრივი ბორტგამცილებელი გავხდი, იმდენს დავფრინავ-მეთქი (იცინის). პასპორტიც აღარ მჭირდება, საკმარისია, თვითმფრინავის ტატუიანი მაჯა ვაჩვენო და ეგრევე, მიშვებენ ბორტზე (იცინის). ყველა სტიუარდესა აკვირდება ჩემს მაჯას. ერთმა მიყურა, მიყურა და ბოლოს მკითხა: შეიძლება, თქვენს ტატუს სურათი გადავუღო, მომეწონა და ასეთი მეც უნდა გავიკეთოო. სიამოვნებით-მეთქი – ნება დავრთე (იცინის).
– ამ ზაფხულს ოჯახთან ერთად საფრანგეთში დაისვენე. მართალია, რომ შვილს სკოლაში წასვლამდე ხელშეკრულება დაუდე და პარიზში აუხდინე ოცნება?
– მე წარმატებას ჩემი ოჯახის წევრებით ვითვლი, ერთმანეთს ოცნების ასრულებაში ვეხმარებით. როგორც ამბობენ, კარგი მეოჯახე გამოვდექი და ვცდილობ, თავისუფალი დრო, მათ გვერდით გავატარო. ადრე არ მქონდა დრო და პირველი შვილი, ანდრია რომ გამიჩნდა, „სკაიპის“ მამაშვილობა გვქონდა, რაც ნიკოლოზი დაიბადა, ეს აღარ გამოდის. ჩემი შვილის, ანდრიას ნათლია ცხოვრობს პარიზში და ბავშვისთვის პირობა მქონდა მიცემული, სკოლაში შესვლის წინ, აუცილებლად წავიყვანდი „დისნეი ლენდში“ და ახლოდან ვანახვებდი მისი საყვარელი მულტფილმის გმირებს. ხელშეკრულების თანახმად, მან კარგად უნდა ისწავლოს. ისე, არ დაგიმალავთ და, სპაიდერმენისა და რკინის კაცის გაცნობა მეც კი მინდოდა (იცინის). ასე რომ, ხელშეკრულების პირობა შვილისთვის, ჩემი მხრიდან, შესრულებულია. იმდენი ჩემოდანი გვქონდა წაღებული, აეროპორტშივე ჭორი გავარდა, ვახო ოჯახთან ერთად საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაშიო (იცინის). სხვათა შორის, იქაურები იხდიან ეიფელის განათების გადასახადს და იმდენ ხანს ვუყურებდი გაჩახჩახებულ ეიფელს, კინაღამ, მისი განათების გადასახადი მეც გადამახდევინეს (იცინის).
– მართალია, რომ საფრანგეთში ყოფნის დროს, გვარის გადაკეთება გინდოდა?
– კიდევ ვამბობ, იმდენი ხანი ვიყავი იქ, რომ მუსიე ვახოს მეძახდნენ და ვიფიქრე, ბარემ აქაური გავხდები, გვარს გადავიკეთებ და ბიღჭიკაშვილი გავხდები, ნაღდი ფრანგი-მეთქი. მაგრამ ფრანგულადაც ისე უცნაურად ჟღერს ჩემი გვარი, გადავიფიქრე (იცინის).
– ესე იგი, ზაფხული ემიგრანტულად გაატარე?
– ასე გამოვიდა. მე კმაყოფილი ვარ. ამდენი ქვეყანა მოვიარე და მივხვდი, ჩვენ ძალიან იაფ ქვეყანაში ვცხოვრობთ. საფრანგეთში საჭმელი კი არა, ნერწყვის გადაყლაპვაც კი ფასიანია. ამ ქვეყანაში ჩასული კუჭს ნამდვილად ვერ გაანებივრებ. ქუჩაში ქართველი ემიგრანტები მცნობდნენ, ძალიან კარგი ბიჭები გავიცანი. ხშირად მეპატიჟებოდნენ ფრანგულ, კარგ რესტორანში. ერთხელ რომ მითხრეს, წამოდი, ახლა ხინკალი და მწვადი ვჭამოთო, გავაფიჩინე ფეხები, რას ამბობთ, კაცო, ხინკალი და მწვადი საქართველოშიც მეყოფა. წამო, ძმაო, კრუასანები მივირთვათ-მეთქი (იცინის). მინდა, გითხრათ, სადაც არ უნდა იყო, მოხერხებულობა უნდა გქონდეს, მე ქართლელი ვარ და ჩემი ქართლური მენტალიტეტი იქ არ ჭრიდა, ამიტომ, ჩემი ცოლის მეგრულით მოვიწყვე ცხოვრება (იცინის).
скачать dle 11.3