კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რატომ მოუხდა მეგობრების გაფილტვრა თაკო მელიქიშვილს და ვინ არ დაუდგა მას გვერდით ყველაზე რთულ პერიოდში

ნინო კანდელაკი ანი რევია

მომღერალი და რადიოწამყვანი თაკო მელიქიშვილი ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა, დაიხვეწა, ქალურად ჩაცმა დაიწყო და თვალებიც სხვანაირად უბრწყინავს. ამის მიზეზი ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს აბედნიერებს, ბევრ პრობლემას ავიწყებს და მომავლის იმედს უსახავს. ერთი სიტყვით, თაკო შეყვარებულია. მას ორი შვილი ჰყავს, თუმცა, გათხოვებაზე უარს არ იტყვის და სულ მალე საყვარელი ადამიანის გვერდით, როგორც თავად ამბობს, ოჯახს შექმნის.
თაკო მელიქიშვილი: ბავშვობაში სახლიდან ფარდები გამომქონდა, მეზობლებს ვეპატიჟებოდი და სადარბაზოში კონცერტებს ვაწყობდი. ბილეთებს არ ვყიდდი, ჩემი კონცერტები უფასო იყო (იცინის). სხვათა შორის, ბიზნესის ნიჭი არც მაშინ მქონდა და დღესაც არ მაქვს. გადავწყვიტე, ჩემი მაღაზია გამეხსნა. უცხოეთში წასვლა ვერ მოვახერხე, რომ ტანსაცმელი „ლაივში“ მენახა და გამოვიწერე. ჩამოვიდა სასწაული: ზოგ ზედას ცალი ხელი ჰქონდა, ზოგ შარვალს კი – სამი ტოტი (იცინის). ასე ჩამივარდა ჩემი ბიზნესი. თუმცა, წარუმატებელმა ბიზნესმა ქველმოქმედება გადამაწყვეტინა, რაც კარგია, გავაჩუქებ. ახლა, გადავწყვიტე, რაც გამომდის, ის საქმე ვაკეთო და საბავშვო სტუდიას გავხსნი, სადაც ოთხიდან თორმეტ წლამდე ბავშვები ვოკალს, პლასტიკას და მეტყველებას შეისწავლიან. თუმცა, სამომავლოდ, როცა ბევრი ფული მექნება, ისევ დავფიქრდები ჩემი ბუტიკის გახსნაზე, თუმცა, უცხოეთში აღარ შევუკვეთავ, მოდელებს ჩემი დიზაინით შევქმნი და საქართველოში შევაკერინებ.
–  თქვი, 30 წლამდე ვამბობთ, რა საშინელებაა, ვბერდები... 30-ის შემდეგ კი – ცხოვრება ახლა იწყებაო. ვფიქრობ, ეს უბრალოდ არ გითქვამს. ხომ არ ვცდები?
– დიახ, ასეა. 30 წლის მერე, ახალი ცხოვრება იწყება, გარკვეული ეტაპები გავლილი გაქვს, გამოცდილება – მიღებული, იმედგაცრუება – განცდილი, გარკვეული ხალხი – გაფილტრული და ეს ერთგვარი გაკვეთილია. 30 წლამდე კი მაქვს გამოცდილება, მაგრამ შეცდომებს მაინც ვუშვებ და ვერც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. თუმცა უფრო გაზრდილი ვარ და მეტად დაკვირვებული. ადრე, ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, ყველასი მჯეროდა, მხოლოდ კარგს ვხედავდი. ვინც მეფერებოდა და თითქოს უხაროდა ჩემი წარმატება, გამოამჟღავნა, რომ ეს ასე არ არის და მათი ქცევა ყალბი ყოფილა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი პრობლემა შემხვდა ცხოვრებაში და დავინახე. არ აქვს მნიშვნელობა შეყვარებულია, მეგობარი თუ ოჯახის წევრი, როცა ადამიანი გაჭირვების დროს ზურგს გაქცევს და არ დაგიდგება გვერდით, ის უნდა ჩამოიცილო. ხალხი ძალიან შეიცვალა და გაბოროტდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ეპიზოდები განდევნო, გაუშვა და გათავისუფლდე. მეგობრისგან ღალატის მსხვერპლი ხშირად გავხდი. თუნდაც მაშინ, როცა ჩემი მეორე შვილი დაიბადა და პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. რეანიმაციაში, ყველაფრის მოლოდინში ვიყავი და არც კი მოვუკითხივარ იმათ, ვისი იმედიც მქონდა. მაშინ მივხვდი, ბევრი ადამიანი უნდა გამეფილტრა ცხოვრებიდან. ჩემს ცხოვრებაში  ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, სიკვდილს ვებრძოდი და შორიდან ბინოკლით მიყურებდნენ. ამას ვერ ვაპატიებ, ეს არ არის სიყვარული.  დიახ, გავუმკლავდი პრობლემას, დეპრესიული მომენტებიც დავძლიე, ყველაფერი გადავაფასე და მადლობა ღმერთს, დღეს კარგად ვარ.
– გასაგებია, რომ მეორე შვილი გააზრებულად გააჩინე, იცოდი, რომ ქმარი გვერდით არ გეყოლებოდა, თუმცა ამ რთულ მომენტში ყველაზე მეტად ვიზეც უნდა დაგწყვეტოდა გული, ბავშვის მამა იყო.
– დიახ, გააზრებულად გავაჩინე ბავშვი, ვიცოდი რომ ის მარტოს უნდა გამეზარდა, მამის გარეშე და ვერავის დაავალდებულებ, რაღაც გაგიკეთოს. თუ უნდა, გააკეთებს, თუ არა – არა. იმ რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით არ იყო, თუმცა, როგორც შეუძლია, ზრუნავს ბავშვზე და ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. ახლა ბავშვი ორი წლისაა და რომ გაიზრდება, თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს ურთიერთობას მამასთან.
– გავიგე, შენს ცხოვრებაში, არის საყვარელი მამაკაცი და აპირებ გაჰყვე ცოლად, თუმცა ამას ასაიდუმლოებ...
– ჩემს პირად ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც მიყვარს, თუმცა, ამ თემაზე ხმამაღლა და ყველასთან არ ვსაუბრობ. იმდენი იჭორავეს ჩემს პირადზე, აღარ მინდა ამ ურთიერთობასაც მსგავსი რამ მოჰყვეს. რატი რომ გავაჩინე, სანამ გაიგებდნენ, ვისგან მყავდა, ამ ამბავს ათასი კუდი მიაბეს.  ეს რომ მოხდებოდა, ველოდი, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ბოლოს გადავწყვიტე, გამოვსულიყავი და საჯაროდ მომეყოლა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. ორი შვილი მყავს და ზრდასრული ადამიანი ვარ. ვიცი, როგორ ვიცხოვრო და ეს სხვების განსჯის თემა არ უნდა გახდეს. დიახ, შევქმნი ოჯახს, ოღონდ ქორწილს არ გადავიხდი. მირჩევნია, საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წავიდე. რომ გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი, პირველი ქორწინებიდან 15 წლის გოგონა მყავს. ჩემი საუკეთესო დაქალია. ნანატრი ბიჭი კი ასაკში გავაჩინე და ის ღმერთის საჩუქარია. ახლა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი მესამე სიყვარულია და ვფიქრობ, ოჯახს შევქმნი და შვილებთან და მასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ. შეყვარებული ვარ, თუმცა, არ მინდა მისი ვინაობა გავამხილო. ისიც ხელოვანია და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ამ ურთიერთობას ჯერ ვმალავ. ხალხის აზრით არ ვცხოვრობ, მაგრამ არ მინდა, ისევ ჭორაობის მიზეზი გავხდე. სხვანაირად იგებენ ყველაფერს და ამიტომ ვიკავებ თავს. ვფიქრობ, ყველა კარტი არ უნდა გაშალო, არც საყვარელ მამაკაცს გაუშალო და რაღაც საიდუმლოებები შენთვის დაიტოვო.
– სად გაიცანით ერთმანეთი?
– კონცერტზე გავიცანი და დავინახე თუ არა, ეგრევე მივხვდი, ჩემი იყო (იცინის). შეიძლება, ერთი ნახვით შეყვარება არ იყო, მაგრამ ერთი ნახვით სიმპათია – ნამდვილად. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ცოტა გამიჭირდა, მასთან ურთიერთობის აწყობა. სიყვარულში კიდევ ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.  ეტაპობრივად განვითარდა მოვლენები. დრო ნაკლებად მაქვს, თუმცა საყვარელი ადამიანისთვის სულ მცალია (იცინის). პირველად რომ გავთხოვდი, ორი წელი ვიფიქრე, მეორე შვილი რომ გავაჩინე – ოთხი და ამ შემთხვევაშიც არ ვჩქარობ. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავთან და ზოგადად, მარტო ყოფნა, ამიტომ, გვერდით საყვარელი მამაკაცი მჭირდება.
– ვიზუალურად შეცვლილი ხარ. უფრო ქალური გახდი, ჩაცმის სტილიც დახვეწე, უფრო განაზებული მეჩვენები. ეს სიყვარულის ბრალია?
– რა თქმა უნდა, როცა ადამიანს უყვარს, ყოველთვის დადებითად იცვლება და ეს ვიზუალურადაც ემჩნევა. საყვარელი მამაკაცი მანებივრებს და ცდილობს, გვერდით დამიდგეს. ამ გრძნობას შიშიც თან სდევს. ხომ იცით, როცა გიყვარს, მისი დაკარგვის შიშიც არის. არ მინდა, შემეშალოს და ურთიერთობაში რამე გავაფუჭო. რაღაცას რაღაცისთვის არ ვაკეთებ, უბრალოდ, სიყვარულსა და სითბოს გავცემ და მინდა, უკანაც იგივე დამიბრუნდეს. ზოგადად, სიყვარულმა ძალიან შემცვალა და იმედია, იმ ორი დიდი სიყვარულის მერე, მესამე სიყვარული ჩემს ცხოვრებას მეტად გაალამაზებს და გააბედნიერებს. ახლა  ბედნიერების ეტაპზე ვარ და მინდა, ეს დიდხანს გაგრძელდეს, ბოლომდე შევიგრძნო და შევირგო.
скачать dle 11.3