კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბრძნული აზრები

ჩერჩილი: განსხვავება სახელმწიფო მოღვაწესა და პოლიტიკოსს შორის ისაა, რომ პოლიტიკოსი ორიენტირებულია მომავალ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე – მომავალ თაობებზე.
ლეონარდო და ვინჩი: ადამიანები შეიძლება, სამ ჯგუფად დავყოთ: ადამიანები, რომლებიც ხედავენ; ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ და ადამიანები, რომლებიც ხედავენ, როცა მათ დაანახვებენ.
ტეტჩერი: ევროპა ისტორიამ შექმნა, ამერიკა – ფილოსოფიამ.
მოლიერი: სიტყვებით ყველა ადამიანი ერთნაირია, მხოლოდ მოქმედება წარმოაჩენს განსხვავებას.
ციცერონი: ვინც იმდენად ყრუა, რომ მეგობრებისგანაც არ სურს სიმართლის მოსმენა, უიმედოა.
ნაპოლეონი: დავეხმაროთ ძლიერებსა და ნიჭიერებს, უნიჭოები და ქვემძრომები თვითონვე გაიკვლევენ გზას.
სკოტი: მხოლოდ ბოროტ ხალხს ეშინიათ ბოროტების.
ვოლტერი: ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, სინამდვილეში, ყველაფერზე წავლენ მის გამო.
დუდაევი: მამათა სილაჩრე შვილების მონობაში გადაიზრდება.
უაილდი: მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.
შილერი: ყველაზე ძლიერი გამარჯვება პატიებაა.
ტეილორი: საუკეთესო გზა წარმატების მისაღწევად არის ის, რომ მივყვეთ რჩევებს, რომლებსაც თავად ვაძლევთ სხვებს.
სოკრატე: დაცემა არ არის შეცდომა, შეცდომა სადაც დაეცი, იქ დარჩენაა.
კენედი: საზოგადოება, რომელსაც არ შეუძლია გააუმჯობესოს ღარიბი უმრავლესობის ხვედრი, ვერ დაიცავს მდიდარ უმცირესობას.
ზოლა: მეცნიერებას მოაქვს ბედნიერება? არა მგონია, მეცნიერებას მოაქვს ჭეშმარიტება და ისიც საკითხავია, ჭეშმარიტებასთან ერთად თუ ოდესმე ბედნიერები ვიქნებით.
ორუელი: ხალხი, რომელიც ირჩევს მექრთამეებს, ქურდებსა და თაღლითებს მსხვერპლი არ არის, არამედ თანამონაწილეა.
მონტენი: ადამიანებს ბოდიშის მოხდა უფრო უმძიმთ, ვიდრე ერთმანეთის დაკარგვა.
სენტ-ეგზიუპერი: სიმპათიაა, როცა გარეგნობა მოგწონს, გატაცებაა, როცა გარეგნობა და ხასიათი მოგწონს, სიყვარულია, როცა ნაკლოვანებებიც მოგწონს.
მოპასანი: მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, მან არ იცის, როგორ მოიქცეს მასთან ერთად სხვა ადგილებში.скачать dle 11.3