კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ გახსნა „კაგებეს“ ქართველმა გენერალმა 30 წლის წინანდელი მძიმე დანაშაული

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



გამარჯვების ქალღმერთი
1945 წლის 25 აპრილს ბერლინის რაიხსკანცელარიის ბუნკერში საბჭოთა სამხედრო დაზვერვა „სმერშის“ სპეცჯგუფი შევიდა. მათ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დამწვარი ცხედრები აღმოაჩინეს და სპეციალური დაცვა მიუჩინეს. შემდეგ ჰიტლერის ორი ადიუტანტი დააპატიმრეს. მათ კაბინეტებში არსებული ძვირფასი ნივთები კი აღწერეს და შტაბში მიიტანეს. სათანადო შეფასების შემდეგ ნივთები  საცავში გადაიტანეს. განსაკუთრებით ძვირფასი ნივთები კი სპეციალურ სეიფში შეინახეს. კონფისკირებულ ნივთებს შორის განსაკუთრებით ძვირფასი იყო გამარჯვების ქალღმერთის, ფრთიანი ნიკეს ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული ქანდაკება, რომელიც სიმაღლეში 35 სანტიმეტრი იყო და 6 კილოგრამს იწონიდა. ქანდაკება მორთული იყო 12-12 ცალი მსხვილკარატიანი ბრილიანტითა და ლალით. იმავე დღეს ეს საგანძური უფროსმა ლეიტენანტმა კოტე სარჯველაძემ შეაფასა, რომელიც პროფესიით იუველირი იყო და „სმერშში“ ამ პროფილით მსახურობდა. სათანადო აქტის შედგენის შემდეგ სწორედ მან გამოკეტა სეიფში  უძვირფასესი ქანდაკება. 1945 წლის 26 აპრილს დილას კი, სპეციალურ საცავში მისულ გენერალ კომაროვს საშინელი სურათი დახვდა. სეიფები გაძარცვული იყო. სამი მორიგე ოფიცერი და იუველირი სარჯველაძე კი მოკლული. ბუნკერში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა და ცხედრების იდენტიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ მათ კისერზე ჩამოკიდებული ჟეტონებით მოხერხდა, რომლებსაც „სმერშელები“ ატარებდნენ. დაიწყო გამოძიება, რომელსაც ქართველი მაიორი გივი მუჯირი უძღვებოდა. გატაცებული ნივთები ვერსად აღმოაჩინეს, მაგრამ ივარაუდეს, რომ ბოროტმოქმედება კაპიტანმა პავლე ჟურავლიოვმა ჩაიდინა, რომელიც გაუჩინარდა. ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მას ვერსად მიაგნეს და ივარაუდეს, რომ ჟურავლიოვი გატაცებულ ნივთებთან ერთად ამერიკულ სექტორში გადავიდა და მიიმალა. გარდაცვლილი „სმერშელების“ ოჯახებში მათი დაღუპვის უწყებები გაგზავნეს და მხოლოდ კოტე სარჯველაძის ოჯახში არ გაუგზავნიათ უწყება, რადგან ის ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი და არავინ ჰყავდა. დაკარგული ნივთებიდან უძვირფასესი ნიკეს ქანდაკება მილიონ მანეთად შეფასდა...
30 წლის შემდეგ
ომის შემდგომ მაიორი გივი მუჯირი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ და სახელგანთქმული გამომძიებელი გახდა. გენერლობას მიაღწია და 1974 წელს პენსიაზე გავიდა. დიდი წარმატებების მიუხედავად, გენერალ მიჯირს გულზე ხინჯად აწვა ქალღმერთის საქმე და ნანობდა, რომ ამ ძვირფასი ქანდაკებისა და სხვა გატაცებული ნივთების მოძებნა და დაბრუნება ვერ შეძლო. 63 წლის პენსიონერი გენერალი მოსკოვში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მას ერთადერთი შვილიშვილი ჰყავდა –  21 წლის დიანა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტს ამთავრებდა. დიანას  შეყვარებული, 28 წლის ნოდარ ბიბილური იყო, პროფესიით ექიმი-კარდიოლოგი. წყვილმა ერთმანეთი დიანას პრაქტიკის დროს, საავადმყოფოში გაიცნო და დაქორწინება გადაწყვიტეს. ნოდარი თბილისში ცხოვრობდა. დედისერთა იყო და დედამისი, ვერიკო გულია – დიასახლისი. მამა ანდრო ბიბილური იუველირი და ოქროს საამქროში მუშაობდა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ „პირიმზეში“.
1975 წლის 3 მაისს დიანასა და ნოდარს ნიშნობა ჰქონდათ თბილისში. გოგონას მშობლები უცხოეთში იმყოფებოდნენ სამუშაოდ. ამიტომ, ნიშნობაზე მხოლოდ ბაბუა, გივი მუჯირი ჩამოვიდა. პატარა სუფრას დანიშნულები, ნოდარის დედ-მამა და დიანას ბაბუა უსხდნენ. შუა ქეიფის დროს, ბიბილურების ბინაში კარზე ზარი დარეკეს. დიასახლისი გასაღებად გავიდა. წუთიც არ იყო გასული, რომ ოთახში სამი ნიღბიანი, პისტოლეტებით შეიარაღებული ადამიანები შემოიჭრნენ და მასპინძელს ფული და ძვირფასი ნივთები მოსთხოვეს.
– აბა, ჩქარა მაყუთი და ოქრო-ბრილიანტები მოჯვი, შე ბოზო, თორემ ყველას ჩაგაძაღლებთ! – იმუქრებოდა ერთ-ერთი მძარცველი და დიანას პისტოლეტს უშვერდა.
ანდრო ბიბილური ყაჩაღებს ხუთას მანეთს სთავაზობდა და ამბობდა, – მეტი არა მაქვს და ესაა მთელი ჩემი ქონებაო.
გენერალი მუჯირი მშვიდად იჯდა და პროფესიული თვალით აკვირდებოდა მძარცველებს.
ნოდარი კი წამოდგა და თქვა:
– დიანას თავი დაანებეთ და ყველაფერი წაიღეთო.
სასიძო წიგნების კარადასთან მივიდა და გამოაღო. შემდეგ საიდუმლო სამალავი გახსნა, სადაც სეიფი იყო ჩამონტაჟებული. გააღო და მძარცველებს შიგთავსი დაანახვა, თან უთხრა:
– წაიღეთ, ოღონდ მშვიდობით წადით აქედანო.
მძარცველები ჩქარ-ჩქარა ალაგებდნენ ძვირფასეულობას ტყავის ჩანთაში და ნოდარ ბიბილური ფერწასული უმზერდა მათ. თადარიგის გენერალი კი კვლავ მშვიდი იყო და მხოლოდ მაშინ შეეცვალა გამომეტყველება, როდესაც თვალი მოჰკრა 30 წლის წინ ბერლინში გაუჩინარებულ გამარჯვების ქალღმერთის უძვირფასეს ქანდაკებას...
დანაშაულის აღიარება
მძარცველები დანაშაულის ჩადენიდან სამიოდე საათის შემდეგ დააპატიმრა „კაგებემ“ და ეს გივი მუჯირის წყალობით მოხერხდა. გენერალმა დაწვრილებით აუწერა კოლეგებს მძარცველები და განსაკუთრებით ერთ-ერთი, რომელსაც თითებზე ტატუები შეამჩნია. უკლებლივ ამოიღეს ნაძარცვი ნივთებიც. მათ შორის იყო ჰიტლერის კანცელარიიდან წამოღებული ძვირფასეულობა და გამარჯვების ქალღმერთი ნიკე. დააპატიმრეს ნოდარის მამა ანდრო, რომელიც სინამდვილეში, კოტე სარჯველაძე აღმოჩნდა და მან აღიარა 30 წლის წინ ჩადენილი დანაშაული. სარჯველაძე თავის ჩვენებაში წერდა: „ძვირფასეულობის საცავი გავძარცვე და სამივე ოფიცერი მე მოვკალი. ხანძარი იმიტომ გავაჩინე, რომ გვამები ვერ ეცნოთ და კვალი დამეფარა. ჟურავლიოვს ჩემი ჟეტონი ჩამოვკიდე, ძვირფასეულობა ჩანთაში ჩავაწყვე და გავიქეცი. შემდეგ ბიბილურის სახელზე საბუთები გავაკეთე და ათი წელი რუსეთში ვცხოვრობდი. ბოლოს კი საქართველოში დავბრუნდიო...“ სარჯველაძე გაასამართლეს და დახვრიტეს. დიანასა და ნოდარის ქორწილი ჩაიშალა და წყვილი სამუდამოდ დაშორდა ერთმანეთს. ნიკეს ოქროს ქანდაკება კი მოსკოვში, სპეცსაცავში შეინახეს...
скачать dle 11.3